ბექჰემი: "ყოველთვის ვამბობდი, მე ინგლისში ვერ დავბრუნდები, რადგან აქ ნათამაშები მაქვს მსოფლიოსა და ინგლისის უდიდეს კლუბში - "მანჩესტერ იუნაიტედში". მე ჩემს მომავალს ვერ ვხედავ პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
"ლოს-ანჟელეს გალაქსის" ამჟამინდელი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. 37 წლის ნახევარმცველი "ჰუსთონ დინამოსთან" მატჩის შემდეგ საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა და Sky Sports-ის ჟურნალისტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიზანი და სურვილი პრემიერ ლიგაში დაბრუნება და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში არ არის, თუმცა ამავდროულად, არაფერს გამორიცხავს. "იღბლიანი ვარ, 37 წლის ასაკში რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მომივიდა და არჩევანის გაკეთება მათ შორის მიწევს. ყოველთვის ვამბობდი, მე ვერ დავბრუნდები ინგლისში, რადგან აქ ნათამაშები მაქვს მსოფლიოსა და ინგლისის უდიდეს კლუბში - "მანჩესტერ იუნაიტედში". მე ჩემს მომავალს ვერ ვხედავ პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგიდაზე რამდენიმე შემოთავაზება მიდევს. ვფიქრობ, ინგლისში უფრო მეტი დროის დახარჯვა კარგი იქნება ჩემი შვილებისთვის, ისინი თავიანთ ბაბუას და ბებიას ნახავენ. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ისინი ისე ხშირად არ გვინახავს, როგორც ეს ჩვენ ან მათ გვინდოდა." ბექჰემმა უარყო ჭორი, რომელიც მისი კარიერის "ქპრ"-ში გაგრძელებას უკავშირდება: "ისინი არ ამბობენ, რომ ჩემი შეძენა კარგი იქნებოდა და ამას ეცდებიან, მაგრამ ჩემზე კარგად საუბრობენ. კარგია, როცა მსგავს სიტუაციაში ასეთ სიტყვებს ისმენ ასეთი მწვრთნელებისგან (რედნაპისგან და ანჩელოტისგან)." - დაასრულა ბექჰემმა. ინგლისური Sky Sports-ის ინფორმაციით კი დევიდი მის გაურკვეველ ბედს მალე გადაწყვიტავს.