თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2012, 20:26
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2167,
კომენტარები: 20
ფერგიუსონი: "რაფაელი თავიდან ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა"
ფერგიუსონი რაფაელზე დიდ იმედებს ამყარებს...
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესთ ჰემთან" მატჩის შემდეგ ძმებ დე სილვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაფაელიც და ფაბიოც, კლუბში მოსვლის დღიდან ბევრ შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ რაფაელმა საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა და დაშვებული შეცდომები ძირითად შემადგენლობაში ადგილის მყარად დაკავებით შეცვალა.
"რაფაელი გუნდში 18 წლის ასაკში მოვიდა და თავიდან, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. ის ძალიან წინდაუხედავი იყო, მაგრამ ჩვენ მისი ხასიათი შევცვალეთ, მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ. ახლა ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია."
რაფაელზე კომენტარი ჯონი ევანსმაც გააკეთა: "რაფაელი ყოველ სეზონში იჩენს თავს. მას საკმაოდ ხშირად უწევს თამაში, რადგან მას ამ პოზიციაზე კონკურენტი არ ჰყავს.
როცა ფაბიო გუნდიდან წავიდა, ყველამ იფიქრა, რომ რაფაელისთვის ეს დიდი დარტყმა იქნებოდა, მაგრამ მას თავი არ დაუხრია და თავის თავზე მუშაობა გააგრძელა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია."
- დაასრულა ევანსმა.
ცნობისთვის, რაფაელმა "იუნაიტედის" მიერ წელს ჩატარებული 21 შეხვედრიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2012 22:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
zatara,
იმედებზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ რაფაელი პროგრესირებს, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრს ისწავლის, თუმცა უკვე ბევრი რამ დაამტკიცა
0
№12
ავტორი: Malboro463
29 ნოემბერი 2012 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეხლაც უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს love
0
№13
ავტორი: razma21
29 ნოემბერი 2012 22:55
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
22 წლისაა და უკვე რამდენს წარმოადგენს გუნდისთვის :) ესე თუ გააგრძელა 2 წელიწადში კონკურენტი არეყოლება მსოფლიოში მარჯვენა ფლანგზე :)
0
№14
ავტორი: v.persie and rooney
29 ნოემბერი 2012 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მაგრია რაფა
0
№15
ავტორი: Zizou
29 ნოემბერი 2012 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მევასებიან რა ძმები, განსაკუთრებით რაფა... რობენი რო არ გაახარა და პრო/ჭულად რო გააგდეს ბაიერნთან მაგის მერე ვაფშე დამევასა...

მთავარია ტრავმებმა არ შეაწუხოს
0
№16
ავტორი: Red Hooligan
29 ნოემბერი 2012 23:49
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ფაბიოც კაია, ერთ 2-3 წელში ძმები დადგებიან ფლანგებზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№17
ავტორი: zatara
30 ნოემბერი 2012 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
Zizou,

შენ ტევეზთან უნდა გენახა :D ლამის შეჭამა :D likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№18
ავტორი: Ví Ví
30 ნოემბერი 2012 20:21
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ეხლა მაგრად ენდობა ფერგი რაფიკას :D
0
№19
ავტორი: Giorgi Kuloshvili
30 ნოემბერი 2012 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
შეცდომები წარსულს ჩაბარდა ეხა დაცვაში ყველაზე მაგარია რაფა <3
0
№20
ავტორი: GuRo
5 დეკემბერი 2012 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
რაფაელი მაგარი კაცია ბოლომდე smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top