თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2012, 18:19
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3564,
კომენტარები: 17
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პროლოგი
Gary Neville : "Red: My Autobiography"
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პროლოგი
როგორც მოგეხსენებათ, გარი ნევილი, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ჟურნალისტობას შეუდგა. მას უკვე აქვს თავისი ადგილი Daily Mail-ში და დაწერა კიდეც საკუთარი წიგნი სახელად- "Red: My Autobiography". წიგნი ძალიან საინტერესოა და ბევრად სჯობს იმ ფეხბურთელების ბიოგრაფიებს, რომლებიც ამ ავტობიოგრაფიული წიგნებით ფულს შოულობენ. გარი ცდილობს, საკუთარი კარიერის ყოველ მონაკვეთზე გვიამბოს. ასეთი გულწრფელი ავტობიოგრაფია ჯერ არც კი დაწერილა.

შუქი ჩაქრა. უეცრად ''ოლდ ტრაფორდის'' გასახდელში ტელევიზორის შიშხინი დაიწყო და ეკრანზე ჩემ თვალწინ გაირბინა მთელმა ჩემმა კარიერამ.

ის, თუ როგორ გამომყავს გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით, აღვნიშნავ ყოველ გამარჯვებას რუნისთან, სკოულზთან და ბექსთან ერთად... ასევე იმ ვიდეოში ნაჩვენებია ჩემი გოლები (ალბათ, მათი მოძებნა ავტორს ძალიან გაუჭირდებოდა) და, რა თქმა უნდა, ფერგის არაჩვეულებრივი სიტყვები- "დიდი მადლობა, შვილო". მე გადავწყვიტე, ყველა გუნდის წევრი გასახდელში შემეკრიბა და ისე გამომეცხადებინა მათთვის, რომ კარიერას ვასრულებდი. ჩვენ ყველა ვთამაშობთ ფეხბურთს და გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ, უმეტესად, საუკეთესო მოგონებები გასახდელს უკავშირდება. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ აზრებს. ადგილი, სადაც ვხუმრობდით და აღვნიშნავდით ყოველ გამარჯვებას. ამბობენ, რომ არიან იმ ფეხბურთელთა კატეგორიებიც, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ დეპრესიაში ვარდებიან და ცხოვრებაში ახალ მიზანს ვერ პოულობენ, მაგრამ მე არ მეშინოდა კარიერის დასრულების. როდესაც ამ ჩანაწერს ვუყურებდი, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გამიმართლა. მთელი ჩემი ცხოვრება "იუნაიტედში" ვთამაშობდი, მსოფლიოში უდიდეს გუნდში. ნებისმიერ ჩვენგანს აქვს მიზანი, ჩემი ცხოვრების მიზანი კი "იუნაიტედი" იყო. ჩვენს შეხვედრებზე ბევრჯერ დავკირვებულვარ ბანერს, რომელიც დაახლოებით უკვე 15 წელიწადია არსებობს - "იუნაიტედი, შვილები, ცოლი". ზუსტად ასეთი სათაურით მინდოდა დამეწერა ეს წიგნი და მერწმუნეთ, ჩემს ცოლს სულაც არ გაჰკვირვებია. ეს გუნდი მთელი ჩემი ცხოვრება იყო. აქ მე ერთგული მეგობრები გავიჩინე: ბექსი, სკოულზი, ბატი და გიგზი. ბავშვობიდანვე მე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მწვრთნიდა. ვხედავდი, თუ როგორ ქმნიდა "იუნაიტედთან" ერთად ისტორიას. მე ვთამაშობდი გუნდის ისტორიის საუკეთესო პერიოდში და კარიერის მიწურულს მათთან ერთად რეკორდული მე-19 ტიტული მოვიგე. ვის შეეძლო ამის წარმოდგენა, რომ "მანჩესტრი" ამდენს მიაღწევდა?! ჩემი დებიუტი 1992 წელს შედგა და გუნდს მხოლოდ 7-ჯერ ჰქონდა ტიტული მოგებული. ჩემი კარიერიდან არაჩვეულებრივი მოგონებები დამრჩა, თუმცა იყო ცუდი მომენტებიც. უამრავი წარმატებებისა და რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ, მე მივხვდი, თუ რამდენს ნიშნავს ამ გუნდის ფორმის ტარება. როდესაც "იუნაიტედში" თამაშობ, შენ არ გაქვს უფლება, უკმაყოფილო დარჩე ამ გუნდში გატარებული რომელიმე დღით. ამ სიტყვებს ყოველთვის ვეუბნებოდი ახალწვეულ ფეხბურთელებს. თუ შენ ფიქრობ, რომ საქმე ძალიან ცუდადაა, უბრალოდ დახედე იმ ადგილს, სადაც "იუნაიტედის'' ემბლემაა და მიხვდები, რომ ამ გუნდში გატარებული ყოველი დღე უდიდესია. ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა 20 წელიწადი ვატარე და ყოველი გატარებული დღე ჩემთვის დაუვიწყარია.

გაგრძელება იქნება ...
ბიოგრაფიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 18:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
GioO_o,

არა რა ანტიკვარი გვყავს ეს derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Beckham 7
12 ოქტომბერი 2012 18:38
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
VaRdo,
wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№13
ავტორი: Tom Cleverley
12 ოქტომბერი 2012 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 17
ყოველთვის მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა მანუნიტედ.ჯიზეც დადე შენ და მეზარებოდა ეხლა დავდგები და წავიკითხავ derphappycry derpthumb love

გარიი love
0
№14
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:52
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მსოფლიოში ყველაზე მაგარი კაცი
0
№15
ავტორი: Hernandez
15 იანვარი 2013 20:37
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ლეგენდა
0
№16
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
№17
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
გარიი <3 <3 მაგარი კაციაა <3 <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top