თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2012, 18:19
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3564,
კომენტარები: 17
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პროლოგი
Gary Neville : "Red: My Autobiography"
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პროლოგი
როგორც მოგეხსენებათ, გარი ნევილი, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ჟურნალისტობას შეუდგა. მას უკვე აქვს თავისი ადგილი Daily Mail-ში და დაწერა კიდეც საკუთარი წიგნი სახელად- "Red: My Autobiography". წიგნი ძალიან საინტერესოა და ბევრად სჯობს იმ ფეხბურთელების ბიოგრაფიებს, რომლებიც ამ ავტობიოგრაფიული წიგნებით ფულს შოულობენ. გარი ცდილობს, საკუთარი კარიერის ყოველ მონაკვეთზე გვიამბოს. ასეთი გულწრფელი ავტობიოგრაფია ჯერ არც კი დაწერილა.

შუქი ჩაქრა. უეცრად ''ოლდ ტრაფორდის'' გასახდელში ტელევიზორის შიშხინი დაიწყო და ეკრანზე ჩემ თვალწინ გაირბინა მთელმა ჩემმა კარიერამ.

ის, თუ როგორ გამომყავს გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით, აღვნიშნავ ყოველ გამარჯვებას რუნისთან, სკოულზთან და ბექსთან ერთად... ასევე იმ ვიდეოში ნაჩვენებია ჩემი გოლები (ალბათ, მათი მოძებნა ავტორს ძალიან გაუჭირდებოდა) და, რა თქმა უნდა, ფერგის არაჩვეულებრივი სიტყვები- "დიდი მადლობა, შვილო". მე გადავწყვიტე, ყველა გუნდის წევრი გასახდელში შემეკრიბა და ისე გამომეცხადებინა მათთვის, რომ კარიერას ვასრულებდი. ჩვენ ყველა ვთამაშობთ ფეხბურთს და გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ, უმეტესად, საუკეთესო მოგონებები გასახდელს უკავშირდება. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ აზრებს. ადგილი, სადაც ვხუმრობდით და აღვნიშნავდით ყოველ გამარჯვებას. ამბობენ, რომ არიან იმ ფეხბურთელთა კატეგორიებიც, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ დეპრესიაში ვარდებიან და ცხოვრებაში ახალ მიზანს ვერ პოულობენ, მაგრამ მე არ მეშინოდა კარიერის დასრულების. როდესაც ამ ჩანაწერს ვუყურებდი, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გამიმართლა. მთელი ჩემი ცხოვრება "იუნაიტედში" ვთამაშობდი, მსოფლიოში უდიდეს გუნდში. ნებისმიერ ჩვენგანს აქვს მიზანი, ჩემი ცხოვრების მიზანი კი "იუნაიტედი" იყო. ჩვენს შეხვედრებზე ბევრჯერ დავკირვებულვარ ბანერს, რომელიც დაახლოებით უკვე 15 წელიწადია არსებობს - "იუნაიტედი, შვილები, ცოლი". ზუსტად ასეთი სათაურით მინდოდა დამეწერა ეს წიგნი და მერწმუნეთ, ჩემს ცოლს სულაც არ გაჰკვირვებია. ეს გუნდი მთელი ჩემი ცხოვრება იყო. აქ მე ერთგული მეგობრები გავიჩინე: ბექსი, სკოულზი, ბატი და გიგზი. ბავშვობიდანვე მე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მწვრთნიდა. ვხედავდი, თუ როგორ ქმნიდა "იუნაიტედთან" ერთად ისტორიას. მე ვთამაშობდი გუნდის ისტორიის საუკეთესო პერიოდში და კარიერის მიწურულს მათთან ერთად რეკორდული მე-19 ტიტული მოვიგე. ვის შეეძლო ამის წარმოდგენა, რომ "მანჩესტრი" ამდენს მიაღწევდა?! ჩემი დებიუტი 1992 წელს შედგა და გუნდს მხოლოდ 7-ჯერ ჰქონდა ტიტული მოგებული. ჩემი კარიერიდან არაჩვეულებრივი მოგონებები დამრჩა, თუმცა იყო ცუდი მომენტებიც. უამრავი წარმატებებისა და რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ, მე მივხვდი, თუ რამდენს ნიშნავს ამ გუნდის ფორმის ტარება. როდესაც "იუნაიტედში" თამაშობ, შენ არ გაქვს უფლება, უკმაყოფილო დარჩე ამ გუნდში გატარებული რომელიმე დღით. ამ სიტყვებს ყოველთვის ვეუბნებოდი ახალწვეულ ფეხბურთელებს. თუ შენ ფიქრობ, რომ საქმე ძალიან ცუდადაა, უბრალოდ დახედე იმ ადგილს, სადაც "იუნაიტედის'' ემბლემაა და მიხვდები, რომ ამ გუნდში გატარებული ყოველი დღე უდიდესია. ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა 20 წელიწადი ვატარე და ყოველი გატარებული დღე ჩემთვის დაუვიწყარია.

გაგრძელება იქნება ...
ბიოგრაფიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2012 18:20
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
უძლიერესია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 18:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რაიყო პლაკატი გააკარი? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: ViDa
12 ოქტომბერი 2012 18:22
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ე.ი ძირითადად დავიწყებ ორი წიგნის გამოქვეყნებას შეძლების დაგვარად...ერთი გარი ნევილის ბიოგრაფია, მეორე ფერგიუსონის ბიოგრაფია...კვირაში ერთ-ერთს დავდებ ერთ იქნება გარისი ერთი ფერგისი...ვნახოთ როგორ იქნება, სრულიად ჯერ არ მაქვს ეწ გინი და შეძლების დაგვარად გამოვაქვეყნებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: MUFC#1
12 ოქტომბერი 2012 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
biCebi profils ar mixsnis da gaasworet ra derpwhy
0
№5
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 18:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ციტატა: VaRdo
რაიყო პლაკატი გააკარი? :D

rofl22 ქუთეისელია ხო უნდა გამოირჩეს რამით likeaboss
0
№6
ავტორი: ViDa
12 ოქტომბერი 2012 18:23
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
VaRdo,
არა და სურათი ამხელა არაა, რატო გაადიდა აზრზე არ ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: MUFC#1
12 ოქტომბერი 2012 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
ViDa,
vida Senc aq xar derpstare
0
№8
ავტორი: ViDa
12 ოქტომბერი 2012 18:25
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
MUFC#1,
pokerface
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№9
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2012 18:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმიტომ, რომ სიგანეს აძლევს ავტომატურად 500, სიგრძეც გაზარდა მაგან ვიწრო სურათი რომაა. challenge
0
№10
ავტორი: Mike
12 ოქტომბერი 2012 18:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
GioO_o,
გიო ჩემი ცოლის სურათი რატო გიდევს ??? pokerface
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top