თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 20:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2448,
კომენტარები: 13
"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის
"ოლდ ტრაფორდის" ჯადოსნური ძალა. რას გრძნობენ ფეხბურთელები, როცა "ოლდ ტრაფორდზე" ადგამენ ფეხს.


"წამიყვანე სახლში" – "ოლდ ტრაფორდი" თავის დიდებულებით, მოუთმენლად ელის შემდეგ მსხვერპლს.


დარწმუნებული ვარ, ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელის როდის აიღებს სტარტს "პრემიერ ლიგა" "ოლდ ტრაფორდზე".

დიდებულია სახლში დაბრუნება. ვან გაალსაც საოცრად დახვდა თავის ახალი სახლი, ახალი ოჯახი. მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცის რას ნიშნავს დახვედრა, რადგან "სუონსისთან" მატჩში საოცრება ელის.

"მე ძალიან ვისიამოვნე ამ დღით. სტადიონზე ფეხის დადგმისთანავე საოცარი, სიამოვნებისმომგვრელი გუგუნი ჩამესმა ყურში. ფანები მღეორდნენ და ყვიროდნენ ჩემს სახელს, მხოლოდ ჩემთვის",–ციტირებს ვან გაალის სიტყვები.

"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის


მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, "სუონსისთან" მართლაც დაინგრევა სტადიონი. სავსე "ოლდ ტრაფორდი", იმედიანი მზერა და ხალხის მოლოდინი.

პირველი ოფიციალური მატჩი... ფეხბურთელები გაივლიან სერ მეტ ბასბის გზას, ჩაჰკიდებენ ხელს ახალგაზრდა ყმაწვილ ფანებს, იგრძნობენ "ოლდ ტრაფორდის" ძალას და თამაშიც დაიწყება. გულშემატკივრებისთვის ეს უკვე ცხოვრების წესად იქცა, ყოველ შაბათს იკრიბებიან პაბში, სახლში, მეგობრებთან ერთად, სვამენ ლუდს და უყურებენ თამაშს. ზოგიერთი მათგანი მარტოც ზის "მანჩესტერის" რეკვიზიტებში "შეფუთული" და მოუთმენლად ელის როდის დაარტყამენ ფეხბურთელები ბურთს ფეხს და როდის დაიწყება ასე მონატრებული "პრემიერ ლიგა".

მაგრამ არსებობენ იმდენად იღბლიანები, რომლებიც ამ მატჩს ეკრანთან კი არა, თავად "ოცნების თეატრში" უყურებენ. სანამ ჩვენ ტელევიზორებთან ვემზადებით, რათა კომფორტულად ვუყუროთ მატჩს, ისინი ვინ იცის რა სიმწრით მოპოვებულ ბილეთს ხელში ნერვიულად ჭმუჭნიან. წამები წუთებად, წუთები საათებად ეწელებათ.. და როგორც იქნა ! "ოლდ ტრაფორდზე" შეაბიჯეს ფეხი. ვინ იცის რას გრძნობენ ან რამხელა ბედნიერებაა როცა შენი თვალებით ხედავ როგორ გამოდიან ფეხბურთელები, რომლებსაც ახლა წინ უეინ რუნი გაუძღვება. ეს ხომ ის პატარა ბიჭია, რომელიც "ევერტონელების" "ოქროს ბიჭუნად" მოვნათლეთ... მერე უცებ ყურში გესმის გუგუნი, რომელიც უფრო და უფრო მძლავრი ხდება და შენც შენდაუნებურად ყვები ამ ბრბოს, ამ წითელ არმიას, რომელიც მთლიანად იხარჯება, რათა თავის ბიჭებს კიდევ ერთხელ აგრძნობინონ, ჩვენ ერთი ერთობა ვართ და ერთად ყველაფერს შევძლებთ.

აღარ დავიწყებთ იმის ახსნას როგორი საოცარი ადგილია "ოლდ ტრაფორდი" გულშემატკივრებისთვის, მაგრამ არანაკლებს გრძნობენ ფეხბურთელები და მენეჯერები ყოველი თამაშის წინ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ხარ იქ ნამყოფი, რამდენი იბრძოლე იქ მოსახვედრად, ეს გრძნობა ყოველი თამაშის წინ თავიდან იწყება, ყოველი 90 წუთის წინ თავიდან იბადები.

"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის


"ოლდ ტრაფორდი" – ეს უბრალოდ მშვენიერი სტადიონია, მშვენიერებაა. ეს არის სტადიონი, სადაც ყოველთვის სუფევს ის რაღაც ჯადოსნური ძალა",–განაცხადა ერთელ ფერგიუსონმა. ეს კი სწორედ ის ძალაა, რომელიც ჩვენ ერთი ორად გვაძლიერებს და მეტოქეებისთვის ამ ადგილს ჯოჯოხეთად აქცევს.

"რთულია გამოყო გამორჩეული მომენტი. "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის დადგმა ეს თვითონ განსაკუთრებული გრძნობაა",–ასე გრძნობს დავიდ ბექჰემი "ოლდ ტრაფორდს".

"ეს ის სტადიონია, რომელიც დიდებული ფეხბურთელებისთვის შეიქმნა",–აცხადებს 1968 წელს ევროპის თასის გამარჯვებული პედი კრერანდი.

"სან სირო" და "კამპ ნოუ", ორი საუკეთესო სტადიონია იმ სტადიონებს შორის, სადაც მე მითამაშია. მაგრამ "ოლდ ტრაფორდი"... "ოლდ ტრაფორდი" მათზე გაცილებით უკეთესია. ის უბრალოდ საუკეთესოა ჩემთვის",–ამატებს პარკი.

პატრის ევრამ კი, რომელმაც ახლახან დატოვა "ოლდ ტრაფორდი" და იქ რვა ნახევარი წელი გაატარა, ასეთი განცხადება გააკეთა:

"ოლდ ტრაფორდი" "იუნაიტედისთვის" "ოცნების თეატრია", მაგრამ არა სტუმრებისთვის! როდესაც სხვა გუნდები არიან აქ, მათ ძალიან ეშინიათ. წარმოიდგინეთ როცა ჩვენი ფანები ჩვენს უკან დგანან და მღერიან, ყვირიან, ბოლომდე იხარჯებიან ჩვენთვის, მაშინ რას გრძნობენ ჩვენი მეტოქეები? ეს ძალიან რთულია მათთვის"

"წამიყვანე სახლში" - "ოლდ ტრაფორდი" სტარტს მოუთმენლად ელის


"ოლდ ტრაფორდი" – ვისთვის ზეცა და ვისთვის ჯოჯოხეთი


ეს არის "ოლდ ტრაფორდის" ჯადოსნური ძალა, ეს არის ის ძალა, რომლის ნაწილიც ყველას უნდა რომ გახდეს. მოუთმენლად ელოდება ყველა გულშემატკივარი სტარტს, ელოდებიან ფეხბურთელებიც, ახალი მენეჯერიც, ხემძღვანელობაც და სამწრთვნელო შტაბიც. ის პატარა გოგო–ბიჭებიც მოუთმენლად ელიან, რომლებმაც ამ დიდ ფეხბურთელებს ხელი უნდა ჩაჰკიდონ და სტადიონზე გავიდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად სტარტის აღებს თავად "ოცნების თეატრი" ელის.

manutd.com
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
15 აგვისტო 2014 21:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ მარი მაგარი მუსიკა და მუსიკაზე უკეთესი სტატია ბრავო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№12
ავტორი: RedGirl
15 აგვისტო 2014 23:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მადლობა ბავშვებო love მიხარია რომ მოგეწონათ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: Best 7
16 აგვისტო 2014 00:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Magari statiaa! Old trafordi umagresi stadionia
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top