დიდებულია სახლში დაბრუნება. ვან გაალსაც საოცრად დახვდა თავის ახალი სახლი, ახალი ოჯახი. მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცის რას ნიშნავს დახვედრა, რადგან "სუონსისთან" მატჩში საოცრება ელის.
"მე ძალიან ვისიამოვნე ამ დღით. სტადიონზე ფეხის დადგმისთანავე საოცარი, სიამოვნებისმომგვრელი გუგუნი ჩამესმა ყურში. ფანები მღეორდნენ და ყვიროდნენ ჩემს სახელს, მხოლოდ ჩემთვის",–ციტირებს ვან გაალის სიტყვები.
მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, "სუონსისთან" მართლაც დაინგრევა სტადიონი. სავსე "ოლდ ტრაფორდი", იმედიანი მზერა და ხალხის მოლოდინი.
პირველი ოფიციალური მატჩი... ფეხბურთელები გაივლიან სერ მეტ ბასბის გზას, ჩაჰკიდებენ ხელს ახალგაზრდა ყმაწვილ ფანებს, იგრძნობენ "ოლდ ტრაფორდის" ძალას და თამაშიც დაიწყება. გულშემატკივრებისთვის ეს უკვე ცხოვრების წესად იქცა, ყოველ შაბათს იკრიბებიან პაბში, სახლში, მეგობრებთან ერთად, სვამენ ლუდს და უყურებენ თამაშს. ზოგიერთი მათგანი მარტოც ზის "მანჩესტერის" რეკვიზიტებში "შეფუთული" და მოუთმენლად ელის როდის დაარტყამენ ფეხბურთელები ბურთს ფეხს და როდის დაიწყება ასე მონატრებული "პრემიერ ლიგა".
მაგრამ არსებობენ იმდენად იღბლიანები, რომლებიც ამ მატჩს ეკრანთან კი არა, თავად "ოცნების თეატრში" უყურებენ. სანამ ჩვენ ტელევიზორებთან ვემზადებით, რათა კომფორტულად ვუყუროთ მატჩს, ისინი ვინ იცის რა სიმწრით მოპოვებულ ბილეთს ხელში ნერვიულად ჭმუჭნიან. წამები წუთებად, წუთები საათებად ეწელებათ.. და როგორც იქნა ! "ოლდ ტრაფორდზე" შეაბიჯეს ფეხი. ვინ იცის რას გრძნობენ ან რამხელა ბედნიერებაა როცა შენი თვალებით ხედავ როგორ გამოდიან ფეხბურთელები, რომლებსაც ახლა წინ უეინ რუნი გაუძღვება. ეს ხომ ის პატარა ბიჭია, რომელიც "ევერტონელების" "ოქროს ბიჭუნად" მოვნათლეთ... მერე უცებ ყურში გესმის გუგუნი, რომელიც უფრო და უფრო მძლავრი ხდება და შენც შენდაუნებურად ყვები ამ ბრბოს, ამ წითელ არმიას, რომელიც მთლიანად იხარჯება, რათა თავის ბიჭებს კიდევ ერთხელ აგრძნობინონ, ჩვენ ერთი ერთობა ვართ და ერთად ყველაფერს შევძლებთ.
აღარ დავიწყებთ იმის ახსნას როგორი საოცარი ადგილია "ოლდ ტრაფორდი" გულშემატკივრებისთვის, მაგრამ არანაკლებს გრძნობენ ფეხბურთელები და მენეჯერები ყოველი თამაშის წინ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ხარ იქ ნამყოფი, რამდენი იბრძოლე იქ მოსახვედრად, ეს გრძნობა ყოველი თამაშის წინ თავიდან იწყება, ყოველი 90 წუთის წინ თავიდან იბადები.
"ოლდ ტრაფორდი" – ეს უბრალოდ მშვენიერი სტადიონია, მშვენიერებაა. ეს არის სტადიონი, სადაც ყოველთვის სუფევს ის რაღაც ჯადოსნური ძალა",–განაცხადა ერთელ ფერგიუსონმა. ეს კი სწორედ ის ძალაა, რომელიც ჩვენ ერთი ორად გვაძლიერებს და მეტოქეებისთვის ამ ადგილს ჯოჯოხეთად აქცევს.
"რთულია გამოყო გამორჩეული მომენტი. "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის დადგმა ეს თვითონ განსაკუთრებული გრძნობაა",–ასე გრძნობს დავიდ ბექჰემი "ოლდ ტრაფორდს".
"ეს ის სტადიონია, რომელიც დიდებული ფეხბურთელებისთვის შეიქმნა",–აცხადებს 1968 წელს ევროპის თასის გამარჯვებული პედი კრერანდი.
"სან სირო" და "კამპ ნოუ", ორი საუკეთესო სტადიონია იმ სტადიონებს შორის, სადაც მე მითამაშია. მაგრამ "ოლდ ტრაფორდი"... "ოლდ ტრაფორდი" მათზე გაცილებით უკეთესია. ის უბრალოდ საუკეთესოა ჩემთვის",–ამატებს პარკი.
პატრის ევრამ კი, რომელმაც ახლახან დატოვა "ოლდ ტრაფორდი" და იქ რვა ნახევარი წელი გაატარა, ასეთი განცხადება გააკეთა:
"ოლდ ტრაფორდი" "იუნაიტედისთვის" "ოცნების თეატრია", მაგრამ არა სტუმრებისთვის! როდესაც სხვა გუნდები არიან აქ, მათ ძალიან ეშინიათ. წარმოიდგინეთ როცა ჩვენი ფანები ჩვენს უკან დგანან და მღერიან, ყვირიან, ბოლომდე იხარჯებიან ჩვენთვის, მაშინ რას გრძნობენ ჩვენი მეტოქეები? ეს ძალიან რთულია მათთვის"
"ოლდ ტრაფორდი" – ვისთვის ზეცა და ვისთვის ჯოჯოხეთი
ეს არის "ოლდ ტრაფორდის" ჯადოსნური ძალა, ეს არის ის ძალა, რომლის ნაწილიც ყველას უნდა რომ გახდეს. მოუთმენლად ელოდება ყველა გულშემატკივარი სტარტს, ელოდებიან ფეხბურთელებიც, ახალი მენეჯერიც, ხემძღვანელობაც და სამწრთვნელო შტაბიც. ის პატარა გოგო–ბიჭებიც მოუთმენლად ელიან, რომლებმაც ამ დიდ ფეხბურთელებს ხელი უნდა ჩაჰკიდონ და სტადიონზე გავიდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად სტარტის აღებს თავად "ოცნების თეატრი" ელის.