თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2012, 16:15
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2309,
კომენტარები: 14
ფერგიუსონი მატჩის შემდეგ
სერ ალექსი "ქუინზ პარკთან" მატჩზე საუბრობს....
ფერგიუსონი მატჩის შემდეგ
სერ ალექსმა ისაუბრა თავის შთაბეჭდილებებზე "ქუინზ პარკთან" მატჩის შემდეგ.

ანდერსონი.

სერ ალექსი აღფრთოვანებული დარჩა ბრაზილიელის ბრწყინვალე თამაშით. ანდერსონი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და საგოლე პასიც მიითვალა. ანდერსონმა უფრო ენერგიული გახადა "იუნაიტედის" ნახევარდაცვა, რამაც დიდწილად დაეხმარა "წითელ ეშმაკრებს" გამარჯვების მოპოვებაში.

"ვფიქრობ, ანდერსონმა შეცვალა ჩვენი თამაში. ჩვენ ვაჩვენებდით ძალიან კარგ ფეხბურთს 10-15 წუთი, რომლის განმავლობაშიც 3 გოლი გავიტანეთ. "ქუინზ პარკმა" გამოავლინა ხასიათი და შრომისმოყვარეობა, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდათ უმწვრთნელოდ თამაში. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება".

თამაში.

"რა თქმა უნდა ვწუხვარ იმის გამო, რომ კიდევ პირველებმა გავუშვით. ეს ძალიან მანერვიულებს. იმის შემდეგ, რაც მეტოქემ გაგვიტანა საქმეს სერიოზულად მოვკიდეთ ხელი და კარგი მომენტების შექმნა დავიწყეთ. ანდერსონმა ჩიჩარიტოს ბრწყინვალე მომენტი შეუქმნა. ეს მშვენიერი იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მესამე გოლის გატანისას დავმშვიდდით და ტემპმაც იკლო. ჩვენ გვქონდა მომენტები მეოთხე და მეხუთე გოლისათვის, მაგრამ ვერ შევძელით მათი გამოყენება. უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება ამ დღეს უფრო დაამშვენებდა".

ფეხბურთელები.

ამ მომენტისათვის სერ ალექსს დიდი არჩევანი აქვს. ყველა ფეხბურთელს სურს ძირითად შემადგენლობაში გამოსვლა. "ჩვენს ყველა მოთამაშეს ძალიან უნდათ თამაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანდერსონმა. მან ძალიან კარგად ითამაშა. ჯონი ევანსმა ბომბარდირული უნარები ამ სეზონში აღმოაჩინა.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ამ ბოლო დროს თამაშობს ჯონი ძირითად შემადგენლობაში. ჩვენი გუნდის ისტორიაში არიან მცველები, რომლებსაც ხშირად გაჰქონდათ გოლები. მათ შორის ნემანია ვიდიჩი, სტივ ბრიუსი. კარგია, როდესაც ისეთი მცველი გყავს, რომელსაც ხშირად გოლის გატანა შეუძლია".

დარენ ფლეტჩერი.

"ვფიქრობ, ახლა ყველა აღფრთოვანებულია დარენის თამაშით. მან ძალიან დიდი გზა გაიარა, რათა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილიყო.

პირველად, მე ის კვირაში ორჯერ გამოვიყვანე ძირითად შემადგენლობაში და მან ძალიან კარგად გაართვა თავი ამ დავალებას. ალბათ, ის "ვესტ ჰემთანაც" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. მან ძალიან დიდი წვრილი შეიტანა "ქუინზ პარკის" დამარცხებაში".

ანტონიო ვალენსია.

სერ ალექსმა განაცხადა, რომ ეკვადორელმა მიიღო დაზიანება და შეიძლება ის ვერ ვიხილოთ "ვესტ ჰემთან" მატჩში. "ამ ბოლო კვირაში მან ტკვილი იგრძნო, თუმცა მაინც თამაშობდა.

ასეთია ამ ბიჭის ხასიათი. ის არასდროს არ გეტყვით თქვენ ამის შესახებ. თუ მაინც შეეკითხებით ის გიპასუხებთ: არა, ეს ტკივილები არ მიშლიან ხელს. არამგონია ეს სერიოზული დაზიანება იყოს. ალბათ ის შემდეგ კვირაში მზად იქნება.

წყარო: Redevils.Ru
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
25 ნოემბერი 2012 16:18
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ავტორ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Red Hooligan
25 ნოემბერი 2012 16:22
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
TrueDeviL ,
სპასიბა, გაიხარე : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: Jubo
25 ნოემბერი 2012 16:31
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვალენსია რა მუდოა :დ ვინგერებში უკვე ძაან გვიჭირს: ნანი მიდის, იანგი არაა ფორმაში, გიგზი ბებერია და მარტო ვალენსიას იმედათ ვერ ვიქნებით.. როდრიგესი გვინდა okay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: VaRdo
25 ნოემბერი 2012 16:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ავტორ. ფერგი რამე მოხუერხე ამ დაცვას რა : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: UTD-Rule
25 ნოემბერი 2012 16:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ გიო )) ამის დადებას ვაპირებდი wink გუშინ კარგი დღე იყო 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Red Hooligan
25 ნოემბერი 2012 16:44
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
VaRdo,
UTD-Rule,
სპთ. უტდ ეს მერე უნდა დამედო მარა ფლეტჩერზე რო დადე სტატია წყარო იყო რედევილსი და მეთქი ეს არ ნახოს თქო და დავდე უცბად :დ troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: v.persie and rooney
25 ნოემბერი 2012 16:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
საღორ
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
25 ნოემბერი 2012 17:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ანდო ძირითადში ბაბუ
0
№9
ავტორი: love united
25 ნოემბერი 2012 17:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფლანგებზე მაგრა გავიჭირდა...
0
№10
ავტორი: Shako Jones
25 ნოემბერი 2012 18:13
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აუ რავიცი ვინგერის ყიდვის ხსენებაზე გული მიწუხდებოდა ამდენი გვყავნან მეთქი და ეხლა ერთი მაგარი ვალენსია გვყავს და იანგი არაა ფორმაში ნანი მიდის :(( როდრიგეს !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top