თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2012, 16:15
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2308,
კომენტარები: 14
ფერგიუსონი მატჩის შემდეგ
სერ ალექსი "ქუინზ პარკთან" მატჩზე საუბრობს....
ფერგიუსონი მატჩის შემდეგ
სერ ალექსმა ისაუბრა თავის შთაბეჭდილებებზე "ქუინზ პარკთან" მატჩის შემდეგ.

ანდერსონი.

სერ ალექსი აღფრთოვანებული დარჩა ბრაზილიელის ბრწყინვალე თამაშით. ანდერსონი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და საგოლე პასიც მიითვალა. ანდერსონმა უფრო ენერგიული გახადა "იუნაიტედის" ნახევარდაცვა, რამაც დიდწილად დაეხმარა "წითელ ეშმაკრებს" გამარჯვების მოპოვებაში.

"ვფიქრობ, ანდერსონმა შეცვალა ჩვენი თამაში. ჩვენ ვაჩვენებდით ძალიან კარგ ფეხბურთს 10-15 წუთი, რომლის განმავლობაშიც 3 გოლი გავიტანეთ. "ქუინზ პარკმა" გამოავლინა ხასიათი და შრომისმოყვარეობა, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდათ უმწვრთნელოდ თამაში. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება".

თამაში.

"რა თქმა უნდა ვწუხვარ იმის გამო, რომ კიდევ პირველებმა გავუშვით. ეს ძალიან მანერვიულებს. იმის შემდეგ, რაც მეტოქემ გაგვიტანა საქმეს სერიოზულად მოვკიდეთ ხელი და კარგი მომენტების შექმნა დავიწყეთ. ანდერსონმა ჩიჩარიტოს ბრწყინვალე მომენტი შეუქმნა. ეს მშვენიერი იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მესამე გოლის გატანისას დავმშვიდდით და ტემპმაც იკლო. ჩვენ გვქონდა მომენტები მეოთხე და მეხუთე გოლისათვის, მაგრამ ვერ შევძელით მათი გამოყენება. უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება ამ დღეს უფრო დაამშვენებდა".

ფეხბურთელები.

ამ მომენტისათვის სერ ალექსს დიდი არჩევანი აქვს. ყველა ფეხბურთელს სურს ძირითად შემადგენლობაში გამოსვლა. "ჩვენს ყველა მოთამაშეს ძალიან უნდათ თამაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანდერსონმა. მან ძალიან კარგად ითამაშა. ჯონი ევანსმა ბომბარდირული უნარები ამ სეზონში აღმოაჩინა.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ამ ბოლო დროს თამაშობს ჯონი ძირითად შემადგენლობაში. ჩვენი გუნდის ისტორიაში არიან მცველები, რომლებსაც ხშირად გაჰქონდათ გოლები. მათ შორის ნემანია ვიდიჩი, სტივ ბრიუსი. კარგია, როდესაც ისეთი მცველი გყავს, რომელსაც ხშირად გოლის გატანა შეუძლია".

დარენ ფლეტჩერი.

"ვფიქრობ, ახლა ყველა აღფრთოვანებულია დარენის თამაშით. მან ძალიან დიდი გზა გაიარა, რათა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილიყო.

პირველად, მე ის კვირაში ორჯერ გამოვიყვანე ძირითად შემადგენლობაში და მან ძალიან კარგად გაართვა თავი ამ დავალებას. ალბათ, ის "ვესტ ჰემთანაც" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. მან ძალიან დიდი წვრილი შეიტანა "ქუინზ პარკის" დამარცხებაში".

ანტონიო ვალენსია.

სერ ალექსმა განაცხადა, რომ ეკვადორელმა მიიღო დაზიანება და შეიძლება ის ვერ ვიხილოთ "ვესტ ჰემთან" მატჩში. "ამ ბოლო კვირაში მან ტკვილი იგრძნო, თუმცა მაინც თამაშობდა.

ასეთია ამ ბიჭის ხასიათი. ის არასდროს არ გეტყვით თქვენ ამის შესახებ. თუ მაინც შეეკითხებით ის გიპასუხებთ: არა, ეს ტკივილები არ მიშლიან ხელს. არამგონია ეს სერიოზული დაზიანება იყოს. ალბათ ის შემდეგ კვირაში მზად იქნება.

წყარო: Redevils.Ru
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
25 ნოემბერი 2012 18:17
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ფერგიიიიიიი
0
№12
ავტორი: gilmour
25 ნოემბერი 2012 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ნანი მაგრა აკლია გუნდს. ანდო მართლა მაგრა ათამაშდა და ევანსი ძალიან მაგარი იყო გუშინ
0
№13
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2012 23:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგი როდრიგესი გვჭირდება areyoukiddingme
0
№14
ავტორი: Mgelo
27 ნოემბერი 2012 15:15
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
საღოლ ავტორ კარგია smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top