თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2014, 11:23
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2289,
კომენტარები: 12
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია
ლუი ვან გაალი "ინტერთან" მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია
თამაში

ძალიან მიხარია, რადგან ვფიქრობ, რომ "ინტერთან" მატჩი საუკეთესოდ ჩავატარეთ ტურნეზე. ჩვენს მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერტხელ მივეცით შანსი კარში დაერტყა და ესეც ჯარიმა აღმოჩნდა. საპასუხოდ კი 6-7 მწვავე შეტევა განვახორციელეთ. ჩვენ უფრო კარგად ვფლობდით ბურთს ვიდრე მოწინააღმდეგე და ფეხბურთელებიც დამაჯერებლად მოქმედებდნენ მინდორზე. ასე, რომ მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რადგან მათ როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

პენალტების სერია

მატჩამდე ერთი დღით ადრე პენალტების შესრულებაში ვივარჯიშეთ. სწორედ ამიტომ იცავდა მეორე ტაიმში კარს დავიდ დე ხეა. ჩვენი მეკარეებიდან ყველაზე კარგად მას შეუძლია თერთმეტ მეტრიანების მოგერიება.

დაცვა

პირველ მატჩში გოლი არ გაგვიშვია, მეორე თამაშში პიანიჩმა გაგვიტანა შესანიშნავი გოლი, ხოლო მესამე თამაშშიც კარი მშრალად შევინახეთ. ასე, რომ ჩვენ კარგად ვმოქმედებთ დაცვაში, მაგრამ დაცვის ხაზის გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება, რადგან კლუბი ბევრმა გამოცდილმა მცველმა დატოვა. ასევე კმაყოფილი ვარ ახალგაზრდების - მაიკლ კინის და ტაილერ ბლეკეტის თამაშით.

შინჯი კაგავა

შინჯის "ბორუსიაში" ასაპრეზობის დროსაც ვიცნობდი. პირველ ორ მატჩში მისი გამოცდა საყრდენის და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მსურდა. ახლა ის "ათიანის" პოზიციაზე დავაყენე და ძალიან კარგად ითამაშა, რადგან ეს ხომ მისი საყვარელი პოზიციაა.

ლუკ შოუ

ბოლო დღეებში ლუკი ძალიან მონდომებით ვარჯიშობს. ამ მატჩში ვერ ვენდე რის ჯეიმსს, რადგან მას მცირედი დაზიანება ჰქონდა, ამიტომ ლუკს ვკითხე მზად იყო თუ არა თამაშისთვის, და იმისდა მიუხედავად, რომ მან დილით ძალიან დიდი დატვირთვით ივარჯიშა, მაინც დამთანხმდა თამაშზე. ვფიქრობ, რომ მანაც კარგად წარმოაჩინა თავი.

უილფრედ ზაჰა

კმაყოფილი ვარ ასევე უილფრედის თამაშითაც, მაგრამ იმ პოზიციაზე, სადაც ის იდგა ძალიან დიდი კონკურენციაა.

წყარო:http://redevils.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
30 ივლისი 2014 11:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დაცვა მარტLა კარგი იყო, ზაჰასაც არაუშავდა, მაგრამ რამდენად გაუძლებს ამხელა კონკურენციას არ ვიცი...კაგავს გაყიდვა სისულელ იქნება ჩემი აზრით, თუ ვინმეში არ გავცვალეთ, ან ჰუმელსში, ან სუბოტიჩში, ან როისში...
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ივლისი 2014 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"კმაყოფილი ვარ ასევე უილფრედის თამაშითაც, მაგრამ იმ პოზიციაზე, სადაც ის იდგა ძალიან დიდი კონკურენციაა." მგონი არც ვან გაალის ხელში მიეცემა დიდი დრო ზაჰას sad
0
№3
ავტორი: Manchester_M
30 ივლისი 2014 11:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არადა ზაჰამ კარგად ითამაშა ლამაზ ფეხბურთს მაინც აჩვენებს კაცს ატყუებს სისწრაფე მაგარი აქვს მეტი რა უნდა უნდოდეს დრო მიცეს და დაიხვეწება უფრო derpwhy

კაი თამაში იყო კლევერლის პენალი უნდა დადებულიყო მაგრამ მსაჯმა თვალებზე გაჯი მიიწეპა და ვითომ ვერ დაინახა :@ შოუ ცოტა მსუქანი მეჩვენება იმედია ცოტა დაიკლებს :D
0
№4
ავტორი: ლადო
30 ივლისი 2014 11:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვახო ( G G M U),
Manchester_M,
ზაჰას რა პოზიციაზეც ათამაშებს იმ პოზიციაზე არიან რუნი, ვან პერსი, ჩიჩარიტო, ველბეკი, ვილსონი და რავიცი გაუჭირდება მართლა ამათი ამოგდება...და კრაიებზე იმიტომ არ აყენებს, რომ თქვა იანგს და ვალენსიას უფრო გამოსდით დაცვაში ჩასვლა და კარგად თამაში ვიდრე ზაასო...ისე დაიტოვოს და თასის თამაშებზე ახალგაზრდები ათამაშოს ხოლმე და ვზროსლი ხალხი პრემიერ-ლიგაში..
0
№5
ავტორი: გაბადაძე
30 ივლისი 2014 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ნუ კაგავას გაყიდვა არც მე არ მინდა და როგორც ჩანს არ გაუშვეს ვან გაალი,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: chudikone
30 ივლისი 2014 13:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შემდეგზე ვინგერად დააყენოს, იქნებ ჯობია ამ იანგს და ვალენსიას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
30 ივლისი 2014 13:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმის მიუხედავად რომ გოლი ვერ გავიტანეთ შეცდომები არ იყო ბევრი და საბოლოო ჯამში შედეგსაც მივაღწიეთ
0
№8
ავტორი: NickCantona
30 ივლისი 2014 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
~ van gaalis preskonperenciis pasuxebi momewona dzalian maladec i belive in van gaal

~ van gaalis preskonperenciis pasuxebi momewona dzalian maladec i belive in van gaal
0
№9
ავტორი: VaRdo
30 ივლისი 2014 14:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შენი იმედი გვაქვს ვან გაალ :* აჰა დაცვაში ვინმეს ვიყიდით ესეიგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Z A C K™
30 ივლისი 2014 15:03
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ყველაფერი წინასწარ გათვლილი აქ hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top