თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2014, 11:23
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2296,
კომენტარები: 12
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია
ლუი ვან გაალი "ინტერთან" მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია
თამაში

ძალიან მიხარია, რადგან ვფიქრობ, რომ "ინტერთან" მატჩი საუკეთესოდ ჩავატარეთ ტურნეზე. ჩვენს მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერტხელ მივეცით შანსი კარში დაერტყა და ესეც ჯარიმა აღმოჩნდა. საპასუხოდ კი 6-7 მწვავე შეტევა განვახორციელეთ. ჩვენ უფრო კარგად ვფლობდით ბურთს ვიდრე მოწინააღმდეგე და ფეხბურთელებიც დამაჯერებლად მოქმედებდნენ მინდორზე. ასე, რომ მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რადგან მათ როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

პენალტების სერია

მატჩამდე ერთი დღით ადრე პენალტების შესრულებაში ვივარჯიშეთ. სწორედ ამიტომ იცავდა მეორე ტაიმში კარს დავიდ დე ხეა. ჩვენი მეკარეებიდან ყველაზე კარგად მას შეუძლია თერთმეტ მეტრიანების მოგერიება.

დაცვა

პირველ მატჩში გოლი არ გაგვიშვია, მეორე თამაშში პიანიჩმა გაგვიტანა შესანიშნავი გოლი, ხოლო მესამე თამაშშიც კარი მშრალად შევინახეთ. ასე, რომ ჩვენ კარგად ვმოქმედებთ დაცვაში, მაგრამ დაცვის ხაზის გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება, რადგან კლუბი ბევრმა გამოცდილმა მცველმა დატოვა. ასევე კმაყოფილი ვარ ახალგაზრდების - მაიკლ კინის და ტაილერ ბლეკეტის თამაშით.

შინჯი კაგავა

შინჯის "ბორუსიაში" ასაპრეზობის დროსაც ვიცნობდი. პირველ ორ მატჩში მისი გამოცდა საყრდენის და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მსურდა. ახლა ის "ათიანის" პოზიციაზე დავაყენე და ძალიან კარგად ითამაშა, რადგან ეს ხომ მისი საყვარელი პოზიციაა.

ლუკ შოუ

ბოლო დღეებში ლუკი ძალიან მონდომებით ვარჯიშობს. ამ მატჩში ვერ ვენდე რის ჯეიმსს, რადგან მას მცირედი დაზიანება ჰქონდა, ამიტომ ლუკს ვკითხე მზად იყო თუ არა თამაშისთვის, და იმისდა მიუხედავად, რომ მან დილით ძალიან დიდი დატვირთვით ივარჯიშა, მაინც დამთანხმდა თამაშზე. ვფიქრობ, რომ მანაც კარგად წარმოაჩინა თავი.

უილფრედ ზაჰა

კმაყოფილი ვარ ასევე უილფრედის თამაშითაც, მაგრამ იმ პოზიციაზე, სადაც ის იდგა ძალიან დიდი კონკურენციაა.

წყარო:http://redevils.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: General 171
30 ივლისი 2014 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 81
Auu kraize vinebi gvyavs :( dacva dges kargad gampiyureboda mara gadzliereba aucileblad chirdeba..au humelsi ro gadmovides ra kai iqneba..

Auu kraize vinebi gvyavs :( dacva dges kargad gampiyureboda mara gadzliereba aucileblad chirdeba..au humelsi ro gadmovides ra kai iqneba..udzlieresi mcvelia..tavitac karyad tamashobs da shetevis wamowyebac sheudzlia..zedgamochrilia van gaalis stilistvis..
0
№12
ავტორი: Amanda Seyfried
30 ივლისი 2014 17:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ზაჰას მიმიხედე შენ ჯობია და იანგი-ვალენსია დაივიწყე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top