თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2014, 16:35
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3095,
კომენტარები: 11
პატრის ევრა: ციტატები
"იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა პატრის ევრას გამორჩეული ციტატები გამოაქვეყნა
პატრის ევრა: ციტატები
"იუნაიტედში" გადმოსვლაზე: "ლივერპული" და "არსენალი" კარგი კლუბები არიან, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" სრულიად სხვა რამაა. "ინტერიც" ცდილობდა თავის სატრანსფერო გეგმებში მოვეხვედრებინე, მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში მხოლოდ ერთი კლუბი არსებობდა."


პატრის ევრა: ციტატები


გასახდელ ოთახში DJ-ის როლზე: "რიოსთან ყოველთვის ვჩხუბობ, რადგან ის ამბობს, რომ აიპოდში უკეთესი სიმღერები აქვს! მაგრამ გუნდში ჩემი სიმღერები ყველას მოსწონს, ყველა მე მთხოვს მუსიკის ჩართვას. შემიძლია ჩავრთო ჰიპ-ჰოპი, შევურიო როკი, გასახდელში ყველას გემოვნებას ვითვალისწინებ."

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: "ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ ჩემპიონატს მოვიგებდით, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვიჯერებ, რომ ჩემპიონი ვარ. უბედნიერესი ვარ, გასახდელში ატმოსფერო შესანიშნავი იყო. ეს სერ ალექსისთვის დიდი საჩუქარია, მან ეს დაიმსახურა."

პატრის ევრა: ციტატები


"ჩემი აქ ჩამოსვლის დღესვე ვიგრძენი, რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი. როცა გუნდის ძირითადი მოთამაშე გავხდი, მაშინ მივხვდი ვინ ვიყავი და რა შემეძლო. ეს ადგილი ჩემს ხასიათს მოუხდა. აქ მე შემეძლო ვყოფილიყავი ნამდვილი მე."

პადი ქრერანდს: "რატომ მეძახით პატრიციას?"

2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "არსენალის" დამარცხებაზე: "11-მა კაცმა 11 ბავშვის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ჩვენს თავში არასოდეს დავეჭვებულვართ. ბევრად მეტი გამოცდილება გვქონდა და ამან გადაწყვიტა ყველაფერი. თავდაჯერებულები ვიყავით და მოვიგეთ კიდეც."

ჯი-სუნგ პარკზე: "ის კორეის დევიდ ბექჰემია. როცა კორეელები მას ხედავენ ტირიან, ყვირიან, კანკალებენ."

"იუნაიტედში" თამაშის სირთულეზე: "როცა ამ კლუბში გადმოხვალ, უნდა შეეჩვიო იმ აზრს, რომ თუ ვერ მოიგებ მატჩს და შემდეგ ტიტულს, კრიტიკა გარდაუვალია. როცა აქ გადმოვედი, პრემიერ ლიგა მოვიგეთ, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა, ყოველ წელს ტიტულს ვიგებდით. მოგება აქ ჩვეულებრივი მოვლენაა."


პატრის ევრა: ციტატები


"ბაიერნთან" გატანილ გოლზე: "მატჩის დაწყებამდე ვილოცე და გავიფიქრე, შემეძლო "ბასბის ჩვილებისთვის" რამე გამეკეთებინა? გოლი არ მიგულისხმია. სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი ემოციური გოლის შემდეგ, ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა."

პატრის ევრა: ციტატები


ავტობიოგრაფიის პოტენციურ სათაურზე: "სათაური უკვე მოფიქრებული მაქვს: ქუჩიდან "მანჩესტერ იუნაიტედამდე"

"იუნაიტედის" დატოვებაზე: "ჩემი უდიდესი მადლობა ფანებს, ჩვენ ერთად ფანტასტიკური დრო გავატარეთ, ყველანაირი ტიტული ერთად ავღნიშნეთ და ყველა ეს მოგონება მუდამ ჩვენთან ერთად იცხოვრებს. ყოველი მატჩისას ვხვდებოდი, რომ განსაკუთრებული კლუბის ღირსება უნდა დამეცვა. ჩემი სიყვარული ამ კლუბის მიმართ არასდროს გაქრება და დარწმუნებული ვარ, თქვენ ასეთი შემართებით გააგრძელებთ თამაშს და კიდევ ბევრი წარმატებით ისიამოვნებთ უახლოეს სეზონებში."

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები


წყარო: manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Amanda Seyfried
27 ივლისი 2014 17:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მენატრება უკვე ეს ჩემისა wink ხუმარა
0
№2
ავტორი: Berba 9
27 ივლისი 2014 17:09
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძალიან მაგარი კაცი დავკარგეთ, როგორც ფეხბურთელი, როგორც პიროვნება და არ ვიცი ევრიტოს გარეშე როგორ გავაგრძელებთ, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურტელი იყო იუნაიტედში ! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: RedTeen
27 ივლისი 2014 17:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
როგორ მომენატრა უკვე.. cry2 ბერბატოვს რას უშვრება.. :დდ სიმღერებზე გამეცინა.. :დდ წარმატებები პატრიცია.. love
0
№4
ავტორი: chaobi
27 ივლისი 2014 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
evraa shen genacvale mxeci xar <3 :D
0
№5
ავტორი: Manchester_M
27 ივლისი 2014 17:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთ-ერთი მათთაგანია ვინაც მანჩესტერი შემაყვარა პატრის უმაგრესი პიროვნება არ მინდოდა ჯერ რომ წასულიყო 3d_6
0
№6
ავტორი: GeorgeBest
27 ივლისი 2014 17:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"რიოსთან ყოველთვის ვჩხუბობ, რადგან ის ამბობს, რომ აიპოდში უკეთესი სიმღერები აქვს! მაგრამ გუნდში ჩემი სიმღერები ყველას მოსწონს, ყველა მე მთხოვს მუსიკის ჩართვას. შემიძლია ჩავრთო ჰიპ-ჰოპი, შევურიო როკი, გასახდელში ყველას გემოვნებას ვითვალისწინებ."


ესენი რა კაცები არიან wink ეჰ რა ხალხი წავიდა გუნდიდან...
0
№7
ავტორი: ლადო
27 ივლისი 2014 17:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან მაგარი ხალხი წწავიდა გუნდიდან, აი ძალიან, ყველაზე მეტად არ ვიცი რატომ ევრას წასვლა გამიტყდა, თან იუვეში...
0
№8
ავტორი: temo-scholes
27 ივლისი 2014 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
BOLO PERIODSHI XANSHI SHEVIDA DA SHENELDA, MAGRAM CHVENI GULEBIDAN ARASDROS AMOXVAL PATRIC
0
№9
ავტორი: Manchester United 14
27 ივლისი 2014 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
რა ცუდია რო წავიდა ასეთ ფეხბურთელები კარიერას გუნდში უნდა ამთავრებდნენ 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: Z A C K™
27 ივლისი 2014 20:19
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ძაან მაგარი კაცი დავკარგეთ რა :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top