თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2014, 16:35
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3318,
კომენტარები: 11
პატრის ევრა: ციტატები
"იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა პატრის ევრას გამორჩეული ციტატები გამოაქვეყნა
პატრის ევრა: ციტატები
"იუნაიტედში" გადმოსვლაზე: "ლივერპული" და "არსენალი" კარგი კლუბები არიან, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" სრულიად სხვა რამაა. "ინტერიც" ცდილობდა თავის სატრანსფერო გეგმებში მოვეხვედრებინე, მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში მხოლოდ ერთი კლუბი არსებობდა."


პატრის ევრა: ციტატები


გასახდელ ოთახში DJ-ის როლზე: "რიოსთან ყოველთვის ვჩხუბობ, რადგან ის ამბობს, რომ აიპოდში უკეთესი სიმღერები აქვს! მაგრამ გუნდში ჩემი სიმღერები ყველას მოსწონს, ყველა მე მთხოვს მუსიკის ჩართვას. შემიძლია ჩავრთო ჰიპ-ჰოპი, შევურიო როკი, გასახდელში ყველას გემოვნებას ვითვალისწინებ."

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: "ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ ჩემპიონატს მოვიგებდით, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვიჯერებ, რომ ჩემპიონი ვარ. უბედნიერესი ვარ, გასახდელში ატმოსფერო შესანიშნავი იყო. ეს სერ ალექსისთვის დიდი საჩუქარია, მან ეს დაიმსახურა."

პატრის ევრა: ციტატები


"ჩემი აქ ჩამოსვლის დღესვე ვიგრძენი, რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი. როცა გუნდის ძირითადი მოთამაშე გავხდი, მაშინ მივხვდი ვინ ვიყავი და რა შემეძლო. ეს ადგილი ჩემს ხასიათს მოუხდა. აქ მე შემეძლო ვყოფილიყავი ნამდვილი მე."

პადი ქრერანდს: "რატომ მეძახით პატრიციას?"

2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "არსენალის" დამარცხებაზე: "11-მა კაცმა 11 ბავშვის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ჩვენს თავში არასოდეს დავეჭვებულვართ. ბევრად მეტი გამოცდილება გვქონდა და ამან გადაწყვიტა ყველაფერი. თავდაჯერებულები ვიყავით და მოვიგეთ კიდეც."

ჯი-სუნგ პარკზე: "ის კორეის დევიდ ბექჰემია. როცა კორეელები მას ხედავენ ტირიან, ყვირიან, კანკალებენ."

"იუნაიტედში" თამაშის სირთულეზე: "როცა ამ კლუბში გადმოხვალ, უნდა შეეჩვიო იმ აზრს, რომ თუ ვერ მოიგებ მატჩს და შემდეგ ტიტულს, კრიტიკა გარდაუვალია. როცა აქ გადმოვედი, პრემიერ ლიგა მოვიგეთ, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა, ყოველ წელს ტიტულს ვიგებდით. მოგება აქ ჩვეულებრივი მოვლენაა."


პატრის ევრა: ციტატები


"ბაიერნთან" გატანილ გოლზე: "მატჩის დაწყებამდე ვილოცე და გავიფიქრე, შემეძლო "ბასბის ჩვილებისთვის" რამე გამეკეთებინა? გოლი არ მიგულისხმია. სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი ემოციური გოლის შემდეგ, ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა."

პატრის ევრა: ციტატები


ავტობიოგრაფიის პოტენციურ სათაურზე: "სათაური უკვე მოფიქრებული მაქვს: ქუჩიდან "მანჩესტერ იუნაიტედამდე"

"იუნაიტედის" დატოვებაზე: "ჩემი უდიდესი მადლობა ფანებს, ჩვენ ერთად ფანტასტიკური დრო გავატარეთ, ყველანაირი ტიტული ერთად ავღნიშნეთ და ყველა ეს მოგონება მუდამ ჩვენთან ერთად იცხოვრებს. ყოველი მატჩისას ვხვდებოდი, რომ განსაკუთრებული კლუბის ღირსება უნდა დამეცვა. ჩემი სიყვარული ამ კლუბის მიმართ არასდროს გაქრება და დარწმუნებული ვარ, თქვენ ასეთი შემართებით გააგრძელებთ თამაშს და კიდევ ბევრი წარმატებით ისიამოვნებთ უახლოეს სეზონებში."

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები

პატრის ევრა: ციტატები


წყარო: manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
28 ივლისი 2014 11:34
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ForEVRA RED !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top