თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2014, 21:50
ავტორი: Esi,
ნანახია: 6197,
კომენტარები: 37
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!




26 ივლისი


1. ოფიციალურად, მანჩესტერ იუნაიტედის 24 წლის პორტუგალიელი შემტევი, ბებე ამიერიდან ბენფიკას ღირსებას დაიცავს.

2. არა და არ მთავრდება არტურო ვიდალის სატრანსფერო საგა, მაგრამ როგორც Tuttosport იტყობინება, რომ სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა. ამავე წყაროს ინფორმაციით, 2 აგვისტო არის საბოლოო დღე, როდესაც გაირკვევა ითამაშებს თუ არა არტურო ვიდალი მომავალი წლიდან იუნაიტედში.

3. მოგეხსენებათ ლუის ვან გაალის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი კევინ სტროტმანია. მას ძალიან სურს ამ უკანასკნელის იუნაიტედში ხილვა, მაგრამ როგორც მან განაცხადა, სტროტმანს უკვე 6 თვეა ტრავმა აქვს და სარისკოა მისი ყიდვა, რადგან არავინ იცის თუ როგორ ფორმაში დაბრუნდება ჰოლანდიელი.

4. ტომას ვერმაელენით კატალონიური ბარსელონა დაინტერესდა. ასევე ამ ფეხბურთელისადმი ინტერესს იუნაიტედი იჩენს.


27 ივლისი


1. Sunday Sport-ის ინფორმაციით, ამ კვირის ბოლოს ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი იუნაიტედში £35 მილიონად გადავა.

2. როგორც ჩანს ლუის ვან გაალი თავის ფავორიტ მცველს ვერ იყიდის. საუბარია გერმანელ მცველ მატს ჰუმელსზე. ბორუსიას ხელმძღვანელობამ კატეგორიულად იუარა ამ უკანასკნელის გაყიდვა. ჰუმელსით ასევე სიტი და იუვენტუსი ინტერესდებოდა.

3. ლუის ვან გაალს კიდევ ერთი ფავორიტი ფეხბურთელის დათმობა მოუწევს. ამჟამად საუბარია ჰოლანდიელ ნახევარმცველ კევინ სტროტმანზე. რომას ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ჰოლანდიელს მხოლოდ მაშინ გაყიდიან თუ მასში 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

4. ტომას ვერმაელენის ტრანსფერში იუნაიტედი ისევ დაწინაურდა. ამჟამად მანჩესტერი მზადაა ამ უკანასკნელში £6 მილიონი გადაიხადოს.

28 ივლისი


1. Gazetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის აგენტი იუვენტუსის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა იუნაიტედის ახალი შემოთავაზება გაეცნო მათთვის, ამავე წყაროს ინფორმაციით იუნაიტედი მზადაა ვიდალიში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

2. იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა გავლენიანი გაზეთი დი მარიას პ.სჟ-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, Daily Star-მა სულ სხვა ინფორმაცია გაავრცელა. ამ წყაროს ინფორმაციით ანხელ დი მარიას დღეები მადრიდულ კლუბში დათვლილია, რადგან არგენტინელი უკმაყოფილოა "სამეფო კლუბის" მიერ ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერების გამო და ამიტომ სურს დატოვოს კლუბი, ხოლო თუ Daily star-ს დავუჯერებთ, მაშინ ამ კვირის ბოლომდე დიდი ალბათობით არგენტინელი იუნაიტედში £45 მილიონად გადავა.

3. The Sun-ს დავუჯერებთ, მაშინ ვან გაალი მზადაა კევინ სტროტმანის სანაცვლოდ £79 მილიონი გადაიხადოს.

4. პორტუგალიური გაზეთ A Bola-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მექსიკელი თავდამსხმელი ჩიჩარიტო შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გადავიდეს.


29 ივლისი


1. იტალიური კლუბი ნაპოლი მარუან ფელაინით დაინტერესდა.

2. The Independent-ის ინფორმაციით, შესაძლოა შინჯი კაგავა დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდეს.

3. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა კოლუმბიელ შემტევ ხუან კუადრადოში £30 მილიონი გადაიხადოს.

4. გერმანული გაზეთი Bild-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მარკო როისით კვლავ დაინტერესდა. იუნაიტედი მზადა €35 მილიონი გადაიხადოს.


30-31 ივლისი


1. მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხავიერ ერნანდესისადმი ინტერესი დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩიჩარიტო შესანიშნავი ფეხბურთელია.

2. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მარუან ფელაინიმ ნაპოლის თანხმობა განუცხადა. იტალიური კლუბი მზადაა ამ უკანასკნელში £15 მილიონი გადაიხადოს.

3. ედისონ კავანიმ ფრანგულ პრესასთან განაცხადა, რომ ის ბედნიერია პარიზულ კლუბში და არსად წასვლას არ აპირებს.

4. The Daily Express-ის ინფორმაციით, ნაპოლი მზადაა მარუან ფელაინის ტრანსფერში დრის მერტენსი ჩართოს, როგორც ჩანს იტალიური კლუბი მარუანით სერიოზულადაა დაინტერესებული.

5. ესპანური გაზეთ AS-ის ინფორმაციით, დი მარიას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა, ამჯერად მისდამი ინტერესი მიუნხენის ბაიერნმა გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ დი მარიათი იუნაიტედი და პ.ს.ჟ-ც ინტერესდება.

6. ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, ლონდონის არსენალი მოლაპარაკებებს აწარმოებს დორტმუნდის ბორუსიასთან, მარკო როისის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპულია დაინტერესებული.

7. ლისაბონის სპორტინგი მზადაა გაყიდოს ვილიამ კარვალიო, ამ ტრანსფერში ლონდონის არსენალი დაწინაურდა. ასევე პორტუგალიელით მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული.

8. Caught Offside-ის ინფორმაციით ტურინის იუვენტუსი დიდი ალბათობით დათანხმდება იუნაიტედის შემოთავაზებას. ინგლისური კლუბი მზადაა არტურო ვიდალიში £47 მილიონი გადაიხადოს.
ჭორები
37 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
26 ივლისი 2014 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ეჰ არ არის კაი ამბები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: RedTeen
26 ივლისი 2014 13:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჰუმელსზე რატომ აღარ იწერება არაფერი?? :(((( ჭორებიც შეწყდა?? :((
0
№3
ავტორი: გაბადაძე
26 ივლისი 2014 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ცუდია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Manchester_M
26 ივლისი 2014 18:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სატრანსფერო ფანჯარა როდის იკეტება ? მალე რამე მოასწრონ თორე გაგვიჭირდება სამი მცველით მთელი სეზონი :@
0
№5
ავტორი: dachi_mu
26 ივლისი 2014 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ხალხოო ვეღარ გავიგეე..დღეს ღამეა თამაში თუ ხვალ ღამით.. :)
0
№6
ავტორი: WAYNE ROONEY 10
26 ივლისი 2014 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
dachi_mu,
დღეს არის ღამით
0
№7
ავტორი: dachi_mu
26 ივლისი 2014 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
WAYNE ROONEY 10,
spasiba brat :) 50 lari midevs porit mogebazee :D
0
№8
ავტორი: ელენე
26 ივლისი 2014 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
დი მარია პსჟ-ში გადავიდა. :/
0
№9
ავტორი: GeorgeBest
26 ივლისი 2014 20:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვერმაელენი წაიღონ რა love
0
№10
ავტორი: Manchester_M
26 ივლისი 2014 21:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027


ნერვები მეშლება უკვე :@ იმედია სიმართლე არ არის და ვინმეს ნაჩალიჩარია ფოტოშოპით :@
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top