თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2014, 21:50
ავტორი: Esi,
ნანახია: 6462,
კომენტარები: 37
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!




26 ივლისი


1. ოფიციალურად, მანჩესტერ იუნაიტედის 24 წლის პორტუგალიელი შემტევი, ბებე ამიერიდან ბენფიკას ღირსებას დაიცავს.

2. არა და არ მთავრდება არტურო ვიდალის სატრანსფერო საგა, მაგრამ როგორც Tuttosport იტყობინება, რომ სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა. ამავე წყაროს ინფორმაციით, 2 აგვისტო არის საბოლოო დღე, როდესაც გაირკვევა ითამაშებს თუ არა არტურო ვიდალი მომავალი წლიდან იუნაიტედში.

3. მოგეხსენებათ ლუის ვან გაალის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი კევინ სტროტმანია. მას ძალიან სურს ამ უკანასკნელის იუნაიტედში ხილვა, მაგრამ როგორც მან განაცხადა, სტროტმანს უკვე 6 თვეა ტრავმა აქვს და სარისკოა მისი ყიდვა, რადგან არავინ იცის თუ როგორ ფორმაში დაბრუნდება ჰოლანდიელი.

4. ტომას ვერმაელენით კატალონიური ბარსელონა დაინტერესდა. ასევე ამ ფეხბურთელისადმი ინტერესს იუნაიტედი იჩენს.


27 ივლისი


1. Sunday Sport-ის ინფორმაციით, ამ კვირის ბოლოს ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი იუნაიტედში £35 მილიონად გადავა.

2. როგორც ჩანს ლუის ვან გაალი თავის ფავორიტ მცველს ვერ იყიდის. საუბარია გერმანელ მცველ მატს ჰუმელსზე. ბორუსიას ხელმძღვანელობამ კატეგორიულად იუარა ამ უკანასკნელის გაყიდვა. ჰუმელსით ასევე სიტი და იუვენტუსი ინტერესდებოდა.

3. ლუის ვან გაალს კიდევ ერთი ფავორიტი ფეხბურთელის დათმობა მოუწევს. ამჟამად საუბარია ჰოლანდიელ ნახევარმცველ კევინ სტროტმანზე. რომას ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ჰოლანდიელს მხოლოდ მაშინ გაყიდიან თუ მასში 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

4. ტომას ვერმაელენის ტრანსფერში იუნაიტედი ისევ დაწინაურდა. ამჟამად მანჩესტერი მზადაა ამ უკანასკნელში £6 მილიონი გადაიხადოს.

28 ივლისი


1. Gazetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის აგენტი იუვენტუსის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა იუნაიტედის ახალი შემოთავაზება გაეცნო მათთვის, ამავე წყაროს ინფორმაციით იუნაიტედი მზადაა ვიდალიში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

2. იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა გავლენიანი გაზეთი დი მარიას პ.სჟ-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, Daily Star-მა სულ სხვა ინფორმაცია გაავრცელა. ამ წყაროს ინფორმაციით ანხელ დი მარიას დღეები მადრიდულ კლუბში დათვლილია, რადგან არგენტინელი უკმაყოფილოა "სამეფო კლუბის" მიერ ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერების გამო და ამიტომ სურს დატოვოს კლუბი, ხოლო თუ Daily star-ს დავუჯერებთ, მაშინ ამ კვირის ბოლომდე დიდი ალბათობით არგენტინელი იუნაიტედში £45 მილიონად გადავა.

3. The Sun-ს დავუჯერებთ, მაშინ ვან გაალი მზადაა კევინ სტროტმანის სანაცვლოდ £79 მილიონი გადაიხადოს.

4. პორტუგალიური გაზეთ A Bola-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მექსიკელი თავდამსხმელი ჩიჩარიტო შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გადავიდეს.


29 ივლისი


1. იტალიური კლუბი ნაპოლი მარუან ფელაინით დაინტერესდა.

2. The Independent-ის ინფორმაციით, შესაძლოა შინჯი კაგავა დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდეს.

3. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა კოლუმბიელ შემტევ ხუან კუადრადოში £30 მილიონი გადაიხადოს.

4. გერმანული გაზეთი Bild-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მარკო როისით კვლავ დაინტერესდა. იუნაიტედი მზადა €35 მილიონი გადაიხადოს.


30-31 ივლისი


1. მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხავიერ ერნანდესისადმი ინტერესი დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩიჩარიტო შესანიშნავი ფეხბურთელია.

2. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მარუან ფელაინიმ ნაპოლის თანხმობა განუცხადა. იტალიური კლუბი მზადაა ამ უკანასკნელში £15 მილიონი გადაიხადოს.

3. ედისონ კავანიმ ფრანგულ პრესასთან განაცხადა, რომ ის ბედნიერია პარიზულ კლუბში და არსად წასვლას არ აპირებს.

4. The Daily Express-ის ინფორმაციით, ნაპოლი მზადაა მარუან ფელაინის ტრანსფერში დრის მერტენსი ჩართოს, როგორც ჩანს იტალიური კლუბი მარუანით სერიოზულადაა დაინტერესებული.

5. ესპანური გაზეთ AS-ის ინფორმაციით, დი მარიას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა, ამჯერად მისდამი ინტერესი მიუნხენის ბაიერნმა გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ დი მარიათი იუნაიტედი და პ.ს.ჟ-ც ინტერესდება.

6. ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, ლონდონის არსენალი მოლაპარაკებებს აწარმოებს დორტმუნდის ბორუსიასთან, მარკო როისის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპულია დაინტერესებული.

7. ლისაბონის სპორტინგი მზადაა გაყიდოს ვილიამ კარვალიო, ამ ტრანსფერში ლონდონის არსენალი დაწინაურდა. ასევე პორტუგალიელით მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული.

8. Caught Offside-ის ინფორმაციით ტურინის იუვენტუსი დიდი ალბათობით დათანხმდება იუნაიტედის შემოთავაზებას. ინგლისური კლუბი მზადაა არტურო ვიდალიში £47 მილიონი გადაიხადოს.
ჭორები
37 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
27 ივლისი 2014 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5896
Manchester_M,
ფოტოშოპია ეგ.
რომ გადავიდეს არც გამიკვირდება.

დიმარია პსჯში გადადისო
0
№12
ავტორი: Manchester_M
27 ივლისი 2014 00:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Middlesbro,
სერიოზული გაკეთებულია თუ ფოტოშოპია :X დი მარია პსჟ ს არენდით მიყავს და დატრიალდნენ ახლა არ შეიძლება ამ შანსის გაშვება :X
0
№13
ავტორი: Jonberi
27 ივლისი 2014 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
kviris bolo dges aris avtor

kviris bolo dges aris avtor
0
№14
ავტორი: Malboro463
27 ივლისი 2014 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5896
რა მიაკვდნენ ამ ჰუმელს მცველები დაილია. ვერტონგენსაც გაუკეთეონ შეთავაზება მანგალა, კოსტას მანოლასი, ბონუჩიც არა ცუდი ვარიანტი კარგი ასაკისა გამოცდილი თან პასიც კარგი აქვს საჭიროამასეთი მცველები გუნდში
0
№15
ავტორი: L. van Gaal
27 ივლისი 2014 17:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
ვერმალენი მაინც გადმოვიდეს რა იქნება :(
ან ვლაარი
0
№16
27 ივლისი 2014 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 59
აი კაცურად მიტხარით რა თუ იცით ვიდალზე მარტალია რა წერია?????
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ dadu777
№17
ავტორი: Manchester_M
27 ივლისი 2014 17:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
dadu777,
ვიდალმა ინტერვიუში განაცხადა მანჩესტერში არ გადავალო და როგორ იფორმებენ არ ვიცი :X
კლოპმა ყველა წამყვანი დაყიდა და ამ ჰუმელსს რა ვერ შეელია გაატრაკა რა ბუბლიკ საქმე :@ დე ვრეი მაინც მოიყვანონ ახალგაზრდაა და კაი იგროკიც
0
№18
ავტორი: Malboro463
27 ივლისი 2014 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5896
ჰაჰ რა კაცია :დ My Webpage
0
№19
ავტორი: Manchester United 14
27 ივლისი 2014 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ოფიციალურზე ვნახავ რა ხდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№20
ავტორი: Manchester_M
28 ივლისი 2014 14:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არც ვიდალი ღირს 60 მილიონი და არც სტროტმანი 79 :X და დი მარიაში გადაიხადონ ეგ ფული ვურჩევ :X ეს ყველაფერი თუ სიმართლეა სტროტმანზე და ვიდალზე რავიცი სად აქვთ ამათ ტვინი :X მაგ ფასში გუნდს ააწყობ და ეს 2 ფეხბურთელი ვინ მიგდია :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top