თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2014, 16:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 13
იანგი ვან გაალის იდეებით მოხიბლულია
იანგი დარწმუნებულია, რომ ვან გაალის ახალი ტაქტიკა გუნდმა მომდევნო მატჩებშიც უნდა გამოიყენოს
იანგი ვან გაალის იდეებით მოხიბლულია
ეშლი იანგი დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალის ახალი ტაქტიკა გუნდმა მომდევნო მატჩებშიც უნდა გამოიყენოს.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან მატჩში იგივე სისტემა გამოიყენა. "იუნაიტედში" კი ახალ წყობაზე მუშაობისთვის მას მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა.
"ძალიან კარგი გრძნობა იყო, ეს სეზონისთვის მოსამზადებელი ტურნეა და გვინდა პირველ მატჩებს ფიზიკურად მომზადებულები შევხვდეთ. ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს დარჩენილი და გვინდოდა, რომ ტურნე მოგებით დაგვეწყო.
ამხანაგურ მატჩში, როცა ასეთი ანგარიშით იგებ, შეგიძლია მოდუნდე და მეორე ტაიმში დაისვენო, მაგრამ მწვრთნელმა ტაქტიკა სრულიად შეცვალა და დასვენებული ფეხბუთელები შემოუშვა, რამაც ხელი შეგვიწყო უკეთესი შედეგის მიღწევაში. არამგონია, "ლა გალაქსის" ამასთან გამკლავება შესძლებოდა. გვინდოდა მეტი გოლი გაგვეტანა და ასეც მოვიქეცით.
ახალმა ტაქტიკამ საშუალება მოგვცა ბურთი გვეკნოტროლებინა და მოწინააღმდეგე ამას ვერაფერს უხერხებდა. ამაზე ვარჯიშისას ვიმუშავეთ და ახლაც გამოგვივიდა. ეს ის ტაქტიკაა, რომელიც ვფიქრობ, მომდევნო მატჩებშიც უნდა გამოვიყენოთ.
როცა თავს ვიცავთ, ამას მთელი გუნდი ვაკეთებთ. როცა შეტევის დრო დგება, მთელი გუნდი ვუტევთ. მოთამაშეები ერთმანეთს ადგილებს უნაცვლებენ. ამის შედეგად გავიტანეთ შვიდი გოლი."
- დაასრულა იანგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
25 ივლისი 2014 16:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რომასთან თამაშშს მოუთმენლად ველოდები spiteful2 ზაჰასაც მიეცემა შანსი და იმ ფეხბურთელებს რომელბსაც არ მიცემიათ :)
0
№2
ავტორი: Manchester United 14
25 ივლისი 2014 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მართალია მართლა კაი იდიები აქვს მაგრამ დი მარია უნდა შეიძინოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: VaRdo
25 ივლისი 2014 16:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მშვენიერია. ეს მკვდარიც კი ათამაშდა მგონი. ეხლა იანუზაი და პერსიც დაბრუნდებიან და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
25 ივლისი 2014 16:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოხიბლული ერერათი უნდა იყო შე სასაფლაოდან გამოქცეულო

ახალი ტაქტიკა მომეწონა და გაამარტლა კიდეც. რა მნისვნელობა აქვს რა თამაში იყო და ვის ვეთამაშებოდით, გუნდმა ის ფეხბურთი ითამაშა რასაც ესე მოგვანატრა გენიოსამ. კარგი ცენტრალური მცველი პირველ რიგში დაგვჭირდება
0
№5
ავტორი: Malboro463
25 ივლისი 2014 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
გალმა შეაქო იანგი რის რონალდო გუნდში იაუნგი მყავსო და აბა არ მოეწონებოდა

ახალი ტაქტიკა მომწონს მარა განაპირა მცველებად არამგონია შოუმ და რაფაელმა გაქაჩოს :დ რაღაც შტევეაში ვერ ერთვებიან. კოენტრაუ უფრო მოუხდებოდა მაგ ტაქტიკას ჩემი აზრით.
0
№6
ავტორი: love united
25 ივლისი 2014 18:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს რამდენ ხანს უნდა დარჩეს გუნდში? areyoukiddingme
0
№7
ავტორი: salome-rooney
25 ივლისი 2014 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
love united,
რას ერჩი იანგს მასაც ხომ გვერდში დგომა ჭირდება, მშვენივრად ითამაშა და მემგონი არ არის მისი გაყიდვა საჭირო
0
№8
ავტორი: Lev
25 ივლისი 2014 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ამის თამაშის აღარ მჯერა. განსაკუთრებით პრემიერლიგაში ვეღარ გაქაჩავს. სადმე ზიმბაბვეს ჭ გუნდში შეიძლება მაგრამ არა პრემიერლიგის მცველების წინააღმდეგ. სუსტია ჩაწოდება არ იცის ცოტას დარბის ან ვერ დარბის მცველები მხრითაც ჯობნიან და სისწრაფეშიც მწვავე გადაცემა არ აქვს და ბურთს სულ უკან აბრუნებს და შეტევას შლის მოკლედ არაფრად არ ვარგა და მოდი და დაუდექი ეგეთს გვერდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: Macklemore
25 ივლისი 2014 23:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეტენება უკვე :D : D
0
№10
ავტორი: Lev
25 ივლისი 2014 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
Macklemore,
როგორც შეეტენება ეხლა ისე გამოეტენება ამ ზამთარს სატრანსფერო სეზონზე fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top