თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2014, 16:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2123,
კომენტარები: 13
იანგი ვან გაალის იდეებით მოხიბლულია
იანგი დარწმუნებულია, რომ ვან გაალის ახალი ტაქტიკა გუნდმა მომდევნო მატჩებშიც უნდა გამოიყენოს
იანგი ვან გაალის იდეებით მოხიბლულია
ეშლი იანგი დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალის ახალი ტაქტიკა გუნდმა მომდევნო მატჩებშიც უნდა გამოიყენოს.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან მატჩში იგივე სისტემა გამოიყენა. "იუნაიტედში" კი ახალ წყობაზე მუშაობისთვის მას მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა.
"ძალიან კარგი გრძნობა იყო, ეს სეზონისთვის მოსამზადებელი ტურნეა და გვინდა პირველ მატჩებს ფიზიკურად მომზადებულები შევხვდეთ. ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს დარჩენილი და გვინდოდა, რომ ტურნე მოგებით დაგვეწყო.
ამხანაგურ მატჩში, როცა ასეთი ანგარიშით იგებ, შეგიძლია მოდუნდე და მეორე ტაიმში დაისვენო, მაგრამ მწვრთნელმა ტაქტიკა სრულიად შეცვალა და დასვენებული ფეხბუთელები შემოუშვა, რამაც ხელი შეგვიწყო უკეთესი შედეგის მიღწევაში. არამგონია, "ლა გალაქსის" ამასთან გამკლავება შესძლებოდა. გვინდოდა მეტი გოლი გაგვეტანა და ასეც მოვიქეცით.
ახალმა ტაქტიკამ საშუალება მოგვცა ბურთი გვეკნოტროლებინა და მოწინააღმდეგე ამას ვერაფერს უხერხებდა. ამაზე ვარჯიშისას ვიმუშავეთ და ახლაც გამოგვივიდა. ეს ის ტაქტიკაა, რომელიც ვფიქრობ, მომდევნო მატჩებშიც უნდა გამოვიყენოთ.
როცა თავს ვიცავთ, ამას მთელი გუნდი ვაკეთებთ. როცა შეტევის დრო დგება, მთელი გუნდი ვუტევთ. მოთამაშეები ერთმანეთს ადგილებს უნაცვლებენ. ამის შედეგად გავიტანეთ შვიდი გოლი."
- დაასრულა იანგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
26 ივლისი 2014 07:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს მოკალით ვინმემ თორე მემოვკლავ :@
0
№12
ავტორი: chudikone
26 ივლისი 2014 08:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაართლა საოცარი სანახავი იყო.. დიდი ხანია ასე არ გამსწორებია თანაშის ყურება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: chaobi
26 ივლისი 2014 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
dzaan magari tamashi chaatares da shecdomebi dzaan cota iyo <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top