თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 12:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1975,
კომენტარები: 12
დე ხეას NBA იზიდავს
დავიდ დე ხეა ტურნეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
დე ხეას NBA იზიდავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა ტურნეს მნიშვნელობასა და მოლოდინზე ლაპარაკობს.

"ფეხბურთელის ხედვით რომ ვიმსჯელოთ, მოთამაშითვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპტიმალური ფორმა და სათამაშო დროა. წინ გუნდს ხანგრძილი სეზონი ელოდება, რომელშიც მატჩები ერთმანეთს სწრაფად შეენაცვლება. ასეთ რიტს კარგი ფიზიკური მდგომარეობით უნდა შევხვდეთ. მაგრამ დატვირთვა - ეს არის ერთადერთი რამ, რაც ტურნეს ახლავს. შენ გაქვს პარტნიორებთან შეხვედრის საშუალება, რომელთაც შვებულების დროს განშორდი. თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას."

"გუნდთან ჩემი გაცნობა სწორედ აშშ-ში მოხდა, სადაც გუნდი 2011 წელს წინასასეზონო ტურნეს ატარებდა. კარგად მახსოვს როგორ მიმიღეს და პარტნიორებმა და ასევე მახოსვს სერ ალექს ფერგიუსონის პირველი ვარჯიშები. ეს მართლაც დაუჯერებელი გამოცდილება იყო. როცა კლუბში ახალად მოდიხარ, თანაგუნდელებთან მუშაობას სწავლობ, რამეთუ ყოველ დღე ჭეშმარიტ პროფესიონალებთან ერთად ვარჯიშობ. "იუნაიტედი" - ძალიან დიდი კლუბია. ამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ისეთ ქვეყნებში მიდიხარ, როგორიც აშშ და იაპონიაა. კლუბს გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს."

"მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ხილვა, რომლებიც რეზერვიდან მოვიდნენ. კარგია, რომ ტურნეზე "რეალი", "რომა" და "ინტერი" შეგვხვდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ასეთ გუნდებთან შეხვედრაში გამოჩდნება რისი მაქნისი ხარ ამჟამად."

"მოუთმენლად ველოდები ამერიკის ყველა იმ ქალაქის ხილვას, სადაც დაგეგმილი გვაქვს მატჩები. მე NBA-ს ქომაგი ვარ და თავისუფალ დროს თამაშებს ვუყურებ. თუმცა ჩვენი ტურნეს მთავარი მიზანი - სეზონის დაწყებისთვის ფორმის აღდგენაა. მისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ივლისი 2014 12:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ უნდა აუღო მაქ სასწაული ბურთები რეალს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: L. van Gaal
21 ივლისი 2014 12:28
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
ნბა არ ვუყურებ მაგრამ კარგია რო კალათბურთი უყვარს
ისე საქართველო თამაშებს ვუყურებ :)
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 12:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სეზონი რეალთან რევანშით უნდა დავიწყოთ, თქვენ იმედზე ვარ

ისე მანდ რამის საყიდლად რო წახვალ ვინმე გაიყოლე კიდე არ დაგიჭირონ wink
0
№4
ავტორი: Beckham 7
21 ივლისი 2014 13:02
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
იმედია ლეიკერსის ფანი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: Manchester_M
21 ივლისი 2014 13:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დავით შენი იმედი გვაქ აბა შენ იცი რაც შეიძლება მშრალად შეინახე კარგი რეალთან სასწაულები ჩაიდინე მაგრამ იმედია არ დაგჭირდება :D
0
№6
ავტორი: ელენე
21 ივლისი 2014 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
RojoDiablo,
რა სასწაული ბურთები უნდა აუღოს, დავიღუპებით, ესეც მოუნდება მერე რეალს. :/
0
№7
ავტორი: RojoDiablo
21 ივლისი 2014 13:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Ryan97,
მაგის შიშით აღაარავინ არარ უნდა ითამაშოს მაშინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: ელენე
21 ივლისი 2014 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
RojoDiablo,
მეკარეს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, ყველაზე მეტად მაგ საკითხში უჭირთ, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებიან მგონი :დ
0
№9
ავტორი: love united
21 ივლისი 2014 14:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ერთადერთ პოზიციაზე არ გვაქ არანაირი პრობლემა :დ და ესეც რეალმა უნდა აგვახიოს? შანსი არაა :დ
0
№10
ავტორი: Best 7
21 ივლისი 2014 16:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Es momavali van der saria
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top