თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 12:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1979,
კომენტარები: 12
დე ხეას NBA იზიდავს
დავიდ დე ხეა ტურნეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
დე ხეას NBA იზიდავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა ტურნეს მნიშვნელობასა და მოლოდინზე ლაპარაკობს.

"ფეხბურთელის ხედვით რომ ვიმსჯელოთ, მოთამაშითვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპტიმალური ფორმა და სათამაშო დროა. წინ გუნდს ხანგრძილი სეზონი ელოდება, რომელშიც მატჩები ერთმანეთს სწრაფად შეენაცვლება. ასეთ რიტს კარგი ფიზიკური მდგომარეობით უნდა შევხვდეთ. მაგრამ დატვირთვა - ეს არის ერთადერთი რამ, რაც ტურნეს ახლავს. შენ გაქვს პარტნიორებთან შეხვედრის საშუალება, რომელთაც შვებულების დროს განშორდი. თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას."

"გუნდთან ჩემი გაცნობა სწორედ აშშ-ში მოხდა, სადაც გუნდი 2011 წელს წინასასეზონო ტურნეს ატარებდა. კარგად მახსოვს როგორ მიმიღეს და პარტნიორებმა და ასევე მახოსვს სერ ალექს ფერგიუსონის პირველი ვარჯიშები. ეს მართლაც დაუჯერებელი გამოცდილება იყო. როცა კლუბში ახალად მოდიხარ, თანაგუნდელებთან მუშაობას სწავლობ, რამეთუ ყოველ დღე ჭეშმარიტ პროფესიონალებთან ერთად ვარჯიშობ. "იუნაიტედი" - ძალიან დიდი კლუბია. ამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ისეთ ქვეყნებში მიდიხარ, როგორიც აშშ და იაპონიაა. კლუბს გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს."

"მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ხილვა, რომლებიც რეზერვიდან მოვიდნენ. კარგია, რომ ტურნეზე "რეალი", "რომა" და "ინტერი" შეგვხვდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ასეთ გუნდებთან შეხვედრაში გამოჩდნება რისი მაქნისი ხარ ამჟამად."

"მოუთმენლად ველოდები ამერიკის ყველა იმ ქალაქის ხილვას, სადაც დაგეგმილი გვაქვს მატჩები. მე NBA-ს ქომაგი ვარ და თავისუფალ დროს თამაშებს ვუყურებ. თუმცა ჩვენი ტურნეს მთავარი მიზანი - სეზონის დაწყებისთვის ფორმის აღდგენაა. მისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
21 ივლისი 2014 23:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ვინმემ რომ თქვას 70 მილიონი ღირხარო რეალი მეც მიყიდის
0
№12
ავტორი: red devil
22 ივლისი 2014 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს თუ რეალში წავიდა ჩემი ხელით მოვკლავ. ეგ ღორები არ არიან დეხაეს ღირსნი კასოს არ აფასებენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top