თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2014, 08:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2918,
კომენტარები: 14
რაში შეცდა ვან გაალი
რატომ იყო ვან გაალის ქმედება შეცდომა.
რაში შეცდა ვან გაალი
დევიდ მოიესს ძლიერ აკრიტიკებდნენ, მაგრამ ის რომ დარჩენილიყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, იმის შესაძლებლობაც იქნებოდა, რომ "ეშმაკები" მომავალ წელს ნახევარდაცვის ხაზში ტონი კროოსისა და ფერნანდოს დუეტით ითამაშებდნენ.

მოიესის მისამართით არსებული კრიტიკის უმეტესობა გამართლებულია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გერმანიაში ჩასვლითა და ტონი კროოსის აგენტთან თუ "ბაიერნთან" მოლაპარაკებების გამართვით მან გუნდის გადაწყობას ჩაუყარა საფუძველი.

მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო და თითქოს ჩანდა, რომ კროოსი პრემიერ-ლიგაში გადმოვიდოდა.

მოიესის გათავისუფლებას შოუს ტრანსფერში ხელი არ შეუშლია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე კროოსის გამოსვლამ "იუნაიტედის" გულშემატკივრები ჩააფიქრა: "ვან გაალის ეჭვგარეშე შესაძლებლობებისა და თავდაჯერებულობას თუ გავითვალისწინებთ, ხომ არ დაუშვა შეცდომა, როცა გერმანელის გადმოსვლას ვეტო დაადო?"

გამომდინარე იქიდან, რომ "სპორტინგიდან" კარვალიუს 37 მლნ. ფუნტად წამოყვანაზე უარი ითქვა, "იუნაიტედი" ცდილობდა "მანჩესტერ სიტისთვის" 12 მლნ. ფუნტად ფერნანდო წაერთმია. ფერნანდოს სახით ისინი ხედავდნენ მოთამაშეს, რომელიც კროოსისთვის ბურთებს მოიგებდა, მაგრამ ამ ტრანსფერის პერსპექტივა მოიესის გაგდებასთან ერთად გაქრა.

კროოსი დაუჯერებელი ნახევარმცველი იყო ამ მსოფლიო ჩემიონატზე - მისმა ფორმამ კულმინაციას მიაღწია, როცა ის გასაოცარ ნახევარფინალში, რომელშიც გერმანიამ ბრაზილიას 7:1 სძლია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

"იუნაიტედის" წყაროებზე დაყრდნობით, კროოსის ტრანსფერი ძალაში რჩებოდა, მაშინაც, როცა მოიესი სათავეში მოვიდა. ვან გაალმა კი, როგორც ჩანს უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა წინამორბედმა უდიდეს ძალისხმევა ჩადო 24 წლის ნახევარმცველის გადმობირებაში, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით სულ რაღაც ერთი წელი რჩებოდა გერმანულ კლუბთან.

უფრო გასაოცარია ეს ფაქტი იქიდან გამომდინარე, რომ ვან გაალი კროოსის შესაძლებლობებს იცნობს, რამეთუ ორი წლის წინ, როცა იგი "ბაიერნის" მწვრთნელი იყო ბევრ ახალგაზრდას მისცა შანსი. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ვან გაალმა დააბრუნა კროოსი "ბაიერნში" "ბაიერში" იჯარის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში შეიყვანა.

კროოს ნახევარდაცვაში რამდენიმე როლის შესრულება შეუძლია - როგორც ღრმად მოთამაშე ფეხბურთელი, რომელსაც ბურთის დაჭერა შეუძლია, ისე კრეატიულ ათიანად. ამასთან ერთდ, როგორც ეს ბრაზილიელებთან აჩვენა, ის კარზეა ორიენტირებული.

ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯი წინ გადაედგა, "იუნაიტედი" გვერდზე გადგა და "რეალს" საშუალება მისცა კროოსისთვის ბრძოლა უპრობლემოდ მოეგო. თანაც "ბაიერნი" ტონის ახალ კონტრაქტს არ სთავაზობდა.

"იუნაიტედმა" ანდერ ერარა შეისყიდა, რომელიც მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში "წითლების" სამიზნეს წარმოადგენდა, მაგრამ განსხვავებით კროოსისგან, იგი არც ნაკრებში თამაშობს და არც ჩემპიონთა ლიგაზე - შესაბამისად ეს სარისკო შენაძენია.

რა თქმა უნდა კროოსის ხელფასი გაცილებით დიდი იქნებოდა, ვიდრე ერერასი, მაგრამ მისი ტრანსფერი გაცილებით ნაკლები დაჯდებოდა, ვიდრე 29 მლნ. ფუნტია, რომელიც "იუნაიტედმა" ბასკის კონტრაქტის გამოსყიდვის ფუნქტის გააქტიურებისთვის დახარჯა.

კროოსი დაახლოებით 20 მლნ. ფუნტი ეღიდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას კვირაში 250 ათასი ფუნტი და კომერციული შეთანხმებებიდან 50 ათასი სურდა, დავიჯერო "იუნაიტედის" ბევრი ქომაგი მოიძებნება ვინც იტყვის, რომ ასეთი მოთამაშის 4-5 წლით შესყიდვა არ ღირს?

ავტორი: Jason Burt

თარგმანი: გიორგი დუმბაძე

telegraph



სიახლეები, სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 ივლისი 2014 08:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე რაღაც არ მჯერა, რომ ლუი ვან გაალმა ეს ტრანსფერი დაბლოკა... არც იმის მჯერა, რომ მოიესს უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ლუის... უბრალოდ რეალმა გვაჯობა. იმიტომ, რომ გაცილებით უკეთეს პირობებში იმყოფებიან და შესაბამისად პრეტენზიული ფეხბურთელი ბევრს ითხოვს... უბრალოდ გვაჯობეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
19 ივლისი 2014 09:00
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თავად კროოსს უნდოდა რეალში გადასვლა და როგორც კი შანსი გაჩნდა მაშინვე მოხია pokerface
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Manchester_M
19 ივლისი 2014 09:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კროსმა ოცნება ავიხდინე რეალში თამაშითო და შანსი არ გვქონდა უკეთეს პირობებსაც ვერ შევთავაზებდით წელს :X
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ივლისი 2014 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან მინდოდა კროოსი, მაგრამ თავის ლაპარაკიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, აშკარად უნდოდა რეალში გადასვლა.
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
19 ივლისი 2014 10:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
აღარაფერი ეშველება. დავივიწყოთ კროოსი
0
№6
ავტორი: Best 7
19 ივლისი 2014 10:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან გალს ეს ტრანსფერი არ დაუბლოკია უვერენი ვარ 100%
0
№7
ავტორი: WAYNE ROONEY 10
19 ივლისი 2014 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
დი მარიაზე რა ისმის ?
0
№8
ავტორი: gilmour
19 ივლისი 2014 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
დაბლოკა თორე ავტობუსში იჯდა და მოდიოდა. რეალში უნდოდა და წავიდა ბევრი გასაგები მიზეზის გამო.

ერთი სეზონი დარჩება რეალში და მერე წამოვა:) მაინც ოპტიმიზმი.
0
№9
ავტორი: don_vini
19 ივლისი 2014 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
თავისფულად შეიძლებობდა ამაზე ჩაილიჩი,20 მილიონად ასე მარტივად დავუთმეთ რეალს,დიახ დაბლოკა ვან გაალმა ს და მაგიტომაც ასე მარტივად დაითრია რეალმ,ა20 მილინად პროსტო.მე არ ვერევი ვან გაალის კომპეტენციაში მაგრამ აშკარააა რომდ აიბლოკა ეს ტრანსფერი ვან გაალის მიერ.ვნახოთ იქნებ უფრო უკეთესი ვარიანტები აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№10
ავტორი: Manchester United 14
19 ივლისი 2014 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
RojoDiablo,
აბა 25 მილიონად მოდისო მაშინ სულ არ აინტერესებდა რეალს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top