თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2014, 08:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2919,
კომენტარები: 14
რაში შეცდა ვან გაალი
რატომ იყო ვან გაალის ქმედება შეცდომა.
რაში შეცდა ვან გაალი
დევიდ მოიესს ძლიერ აკრიტიკებდნენ, მაგრამ ის რომ დარჩენილიყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, იმის შესაძლებლობაც იქნებოდა, რომ "ეშმაკები" მომავალ წელს ნახევარდაცვის ხაზში ტონი კროოსისა და ფერნანდოს დუეტით ითამაშებდნენ.

მოიესის მისამართით არსებული კრიტიკის უმეტესობა გამართლებულია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გერმანიაში ჩასვლითა და ტონი კროოსის აგენტთან თუ "ბაიერნთან" მოლაპარაკებების გამართვით მან გუნდის გადაწყობას ჩაუყარა საფუძველი.

მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო და თითქოს ჩანდა, რომ კროოსი პრემიერ-ლიგაში გადმოვიდოდა.

მოიესის გათავისუფლებას შოუს ტრანსფერში ხელი არ შეუშლია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე კროოსის გამოსვლამ "იუნაიტედის" გულშემატკივრები ჩააფიქრა: "ვან გაალის ეჭვგარეშე შესაძლებლობებისა და თავდაჯერებულობას თუ გავითვალისწინებთ, ხომ არ დაუშვა შეცდომა, როცა გერმანელის გადმოსვლას ვეტო დაადო?"

გამომდინარე იქიდან, რომ "სპორტინგიდან" კარვალიუს 37 მლნ. ფუნტად წამოყვანაზე უარი ითქვა, "იუნაიტედი" ცდილობდა "მანჩესტერ სიტისთვის" 12 მლნ. ფუნტად ფერნანდო წაერთმია. ფერნანდოს სახით ისინი ხედავდნენ მოთამაშეს, რომელიც კროოსისთვის ბურთებს მოიგებდა, მაგრამ ამ ტრანსფერის პერსპექტივა მოიესის გაგდებასთან ერთად გაქრა.

კროოსი დაუჯერებელი ნახევარმცველი იყო ამ მსოფლიო ჩემიონატზე - მისმა ფორმამ კულმინაციას მიაღწია, როცა ის გასაოცარ ნახევარფინალში, რომელშიც გერმანიამ ბრაზილიას 7:1 სძლია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

"იუნაიტედის" წყაროებზე დაყრდნობით, კროოსის ტრანსფერი ძალაში რჩებოდა, მაშინაც, როცა მოიესი სათავეში მოვიდა. ვან გაალმა კი, როგორც ჩანს უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა წინამორბედმა უდიდეს ძალისხმევა ჩადო 24 წლის ნახევარმცველის გადმობირებაში, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით სულ რაღაც ერთი წელი რჩებოდა გერმანულ კლუბთან.

უფრო გასაოცარია ეს ფაქტი იქიდან გამომდინარე, რომ ვან გაალი კროოსის შესაძლებლობებს იცნობს, რამეთუ ორი წლის წინ, როცა იგი "ბაიერნის" მწვრთნელი იყო ბევრ ახალგაზრდას მისცა შანსი. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ვან გაალმა დააბრუნა კროოსი "ბაიერნში" "ბაიერში" იჯარის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში შეიყვანა.

კროოს ნახევარდაცვაში რამდენიმე როლის შესრულება შეუძლია - როგორც ღრმად მოთამაშე ფეხბურთელი, რომელსაც ბურთის დაჭერა შეუძლია, ისე კრეატიულ ათიანად. ამასთან ერთდ, როგორც ეს ბრაზილიელებთან აჩვენა, ის კარზეა ორიენტირებული.

ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯი წინ გადაედგა, "იუნაიტედი" გვერდზე გადგა და "რეალს" საშუალება მისცა კროოსისთვის ბრძოლა უპრობლემოდ მოეგო. თანაც "ბაიერნი" ტონის ახალ კონტრაქტს არ სთავაზობდა.

"იუნაიტედმა" ანდერ ერარა შეისყიდა, რომელიც მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში "წითლების" სამიზნეს წარმოადგენდა, მაგრამ განსხვავებით კროოსისგან, იგი არც ნაკრებში თამაშობს და არც ჩემპიონთა ლიგაზე - შესაბამისად ეს სარისკო შენაძენია.

რა თქმა უნდა კროოსის ხელფასი გაცილებით დიდი იქნებოდა, ვიდრე ერერასი, მაგრამ მისი ტრანსფერი გაცილებით ნაკლები დაჯდებოდა, ვიდრე 29 მლნ. ფუნტია, რომელიც "იუნაიტედმა" ბასკის კონტრაქტის გამოსყიდვის ფუნქტის გააქტიურებისთვის დახარჯა.

კროოსი დაახლოებით 20 მლნ. ფუნტი ეღიდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას კვირაში 250 ათასი ფუნტი და კომერციული შეთანხმებებიდან 50 ათასი სურდა, დავიჯერო "იუნაიტედის" ბევრი ქომაგი მოიძებნება ვინც იტყვის, რომ ასეთი მოთამაშის 4-5 წლით შესყიდვა არ ღირს?

ავტორი: Jason Burt

თარგმანი: გიორგი დუმბაძე

telegraph



სიახლეები, სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
19 ივლისი 2014 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვან გაალმა დაბლოკა ეს ტრანსფერი და ნახავთ კროოს რაც შეუძლია უძლიერესი ნახევარმცველია და მისი ხელიდან გაშვება უდიდესი შეცდომა.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
19 ივლისი 2014 16:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეალში უნდოდა ამას როგორც ვიცი და წავიდა კიდეც
0
№13
ავტორი: kakhi kakhidze
19 ივლისი 2014 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
დი მარიაზე შანსი გვაქვს პსჟს გააჩნია რას იტყვის
0
№14
ავტორი: Lev
20 ივლისი 2014 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
რას აიჩემეთ ვან გაალმა დაბლოკმა ვან გაალმა დაბლოკა. რა იცით რომ დაბლოკა.. 3 კვირის წინ ორმა პროChiს ჭია ჟურნალისტმა ვითომ აზრი გამოთქვეს BBC-ზე და ყველამ აიტაცა .კაცი ჯერ ეხლა მოვიდა და უკვე ეგეთ სისულელეებს აბრალებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top