თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 13:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2035,
კომენტარები: 11
რედნაპი წინასწარმეტყველებს
ჰარი რედნაპი "იუნაიტედის" მომავალს ჭვრეტს.
რედნაპი წინასწარმეტყველებს
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი თვლის, რომ მიუხედავად მთელი თავისი ნიჭიერებისა, ლუი ვან გაალი პრემიერ-ლიგას პირველივე სეზონში ვერ მოიგებს.

რედნაპის აზრით, "წითელ ეშმაკებს" განახლება სჭირდებათ, რათა ძველ დონეს დაუბრუნდეს. ინგლისელი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ შესწევს ტიტულისთვის ბრძოლის ძალა.

"ვან გაალს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მას მოთამაშეები სჭირდება. მას 4-5 ფეხბურთელი ესაჭირეობა იმისთვის, რომ იქ დაბრუნდნენ, სადაც ალექსის დროს იყვნენ, როცა ტიტულებს იგებდნენ. თითქოს ამისთვის ჯერ მზად არ არიან."

"ამჟამად ნამდვილად არ დავდებდი ფსონს მათ ჩემპიონობაზე. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ისინი მომდევნო წელს პრემიერ-ლიგას მოიგებენ, თუ კი ქუდიდან სამ-ოთხ ფანტასტიურ ფეხბურთელს არ ამოიყვანენ."

"არ მივიჩნევ მათ ესოდენ ძლიერებად, როგორც "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან. ვფიქრობ არსენალმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა (ალექსის სანჩესის სახით) და ისინი უფრო ახლოს იქნებიან ტიტულთან."

"საჩემპიონო რბოლა ყველასთვის ხსნილია. მინდა, რომ "ლივერპულმა" კიდევ ერთი კარგი სეზონი ჩაატაროს, მაგრამ მათ დაკარგეს ისეთი დიდებული ფეხბურთელი (ლუის სუარესი), რომლის შეფასებაც შეუძლებელია".
- ციტირებს რედნაპის სიტყვებს talkSPORT.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
18 ივლისი 2014 13:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერთი ეს არის კიდე რა და მეორე ჰოჯსონი და მესამე მოიესი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: gilmour
18 ივლისი 2014 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მთლად უაზრობასაც არ ამბობს, მაგრამ მოგებას მაშინ ექნება მუღამი როცა ყველა ფიქრობს რომ იუნაიტედს დარხეული აქვს. ამ სეზონისგან ველოდები აუცილებლად ლიგის საგზურს და არც ჩემპიონობას გამოვრიცხავ, ვნახოთ ჯერ სატრანსფერო ბაზარზე რა მოხდება.

0
№3
ავტორი: Best 7
18 ივლისი 2014 13:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რავი რა პირველივე სეზონში თუ ვე მოვიგებტ არ მეწყინება მთავარია ჩემპიონთა ლიგის სტადიაში შევიდეთ
0
№4
ავტორი: kakhi kakhidze
18 ივლისი 2014 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
რა ჩელსი რის ჩელსი მარტო წელს ჩელსიდან ლიდერები წავიდნენ ლუიზი ლამპარდი ტერი კოული და სხვები და რა უნდა ქნან დარჩენიკებმა მარტო წინა მესამე ადგილი მაგათ გამო მოიპოვეს და ახლა რომ არ არიან რა უნდა ქნან. არსენალი რაა გუნდი კაია მარა ოზილი და სანჩეზი (შესაძლოა ხედირაც) რას იზამენ, სიტიზე იგივე რამდენი ფეხბურთელი არაა ფორმაში ვინ იცის. ან ლივერპული ერთი ჯერარდი და სტარიჯი ერთი ზოგჯერ სტერლინგი მივა და გაიტანს თუ არა სუარეზის მერე ვინ დარჩა ისეტი გამტანი მითხარით, ტოტენჰემზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ, ამიტომ რედნაპს გაცუმებას და სეზონის დასრულების შემდეგ კომენტარების გაკეთებას ვურჩევ. bully
0
№5
ავტორი: Manchester_M
18 ივლისი 2014 14:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
kakhi kakhidze,
ჩელსმა თუ გაუშვა მოიყვანა სამაგიეროდ და ჩვენ გავუშვით ფერდინანდი ვიდიჩი ევრა დაცვაში პრახადნოი დვერია და ვინმე მცველი თუ არ დავიმატეთ გაგვიჭირდება :)) მაგრამ არსენალს მაინც არ მივიჩნევ ჩვენზე ძლიერ გუნდად :X
0
№6
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2014 16:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ქპრ მაგრად არ მევასება მაგრამ რიოს გამო ვუგულშემატკივრებ ამათ

მაგრად მევასება ეს კაცი და რაღც პონტში მართალია. ძალიან ძნელია ამ შემადგენლობით როცა წინანდელზე არც ისე ძლიერი გუნდი გვყავს, შეიძლება ითქვას საერთოდ არაა იამზე ძლიერი ჩემპიონობაზე გვქონდეს პრეტენზია. მთავარი მიზანი ოთხეულია
0
№7
ავტორი: Malboro463
18 ივლისი 2014 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
და მართალს არ ბაზრობეს მერე? ამ დაციY გაჩერებს სიტის და ჩელსის ფეხბრუთელებს? ერერა იყიდეს და ამით მოიყსნა ც.ნახევარდაცვის პრობლემა ვითომ? ან ფლანგზე ვინ ყავს წესიერი მეტოქის დაცვა რომ გარღვიოს. სეტევაში მასეთი არც პერსია და არც რუნი

kakhi kakhidze,
შენი ლაპრაკიდან გამომდინარე მაშინ არავინ არ უნდა ვიყიდოტ ყველაზე ერტი თავით მაღლა ვდგავართ. ლამპარდი თუ წავიდია ფაბრეგას იყიდა ჟოზემ. კოლის შემცვლელად ფილიპე ლუისი და იყიდიან კიდე ვიღაცას. სიტიზე არაფერს ვმაბობ ყველა პოზიციაზე ვარსკლავი ყავთ + უძლიერესი მწვრთვნელი
0
№8
ავტორი: don_vini
18 ივლისი 2014 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
არც არავინ ითხოვს ჩემპიონობას ეგრევე.,და ეს მთავარი არცაა.მ,თავარი ის არის რომ კლუბმა დაიბრუნოს ის რაც დაკარგა მოიესთან ერთად,ის რითიც შიშის ზარს სცემდა ოლდ ტრაფორზე ჩასულ ყველა გუნდს,და კიდევ ის რომ ს მანჩესტერია და არა ვიღAც სხვა გუნდი.ესაა მთAვარი ამ პირვლე წელს და დისციპლინა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება.თამაშს უნდა მოუმატოს წესლ მანჩესტერმა და ის თამაში აჩვენოს რატოც მოგვწონს ჩვენ ეს გუნდი.და თუ ჩემპიონიც გახდება ეს უკვე სასწარული და დიდამ სასიამოვნო იქნება,..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: Amanda Seyfried
18 ივლისი 2014 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
2-3 მაღალი დონის მოთამაშე გვინდა სულ მინიმუმ და მერე უკვე თავისუფლად შეიძლება მოგებაზე საუბარი
0
№10
ავტორი: Juan Mata
18 ივლისი 2014 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
რაღაც რაღაცეებში ვეთანხმები. გუნდს 3-4 ფეხბურთელი მაინც სჭირდება კიდევ , რომ ტიტული დაიბრუნოს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top