თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 13:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2039,
კომენტარები: 11
რედნაპი წინასწარმეტყველებს
ჰარი რედნაპი "იუნაიტედის" მომავალს ჭვრეტს.
რედნაპი წინასწარმეტყველებს
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი თვლის, რომ მიუხედავად მთელი თავისი ნიჭიერებისა, ლუი ვან გაალი პრემიერ-ლიგას პირველივე სეზონში ვერ მოიგებს.

რედნაპის აზრით, "წითელ ეშმაკებს" განახლება სჭირდებათ, რათა ძველ დონეს დაუბრუნდეს. ინგლისელი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ შესწევს ტიტულისთვის ბრძოლის ძალა.

"ვან გაალს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მას მოთამაშეები სჭირდება. მას 4-5 ფეხბურთელი ესაჭირეობა იმისთვის, რომ იქ დაბრუნდნენ, სადაც ალექსის დროს იყვნენ, როცა ტიტულებს იგებდნენ. თითქოს ამისთვის ჯერ მზად არ არიან."

"ამჟამად ნამდვილად არ დავდებდი ფსონს მათ ჩემპიონობაზე. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ისინი მომდევნო წელს პრემიერ-ლიგას მოიგებენ, თუ კი ქუდიდან სამ-ოთხ ფანტასტიურ ფეხბურთელს არ ამოიყვანენ."

"არ მივიჩნევ მათ ესოდენ ძლიერებად, როგორც "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან. ვფიქრობ არსენალმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა (ალექსის სანჩესის სახით) და ისინი უფრო ახლოს იქნებიან ტიტულთან."

"საჩემპიონო რბოლა ყველასთვის ხსნილია. მინდა, რომ "ლივერპულმა" კიდევ ერთი კარგი სეზონი ჩაატაროს, მაგრამ მათ დაკარგეს ისეთი დიდებული ფეხბურთელი (ლუის სუარესი), რომლის შეფასებაც შეუძლებელია".
- ციტირებს რედნაპის სიტყვებს talkSPORT.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
18 ივლისი 2014 19:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფეხბურთელები რო ჭირდება ეგ ფაქტია. 3 ცენტრალური მცველი გვყავს მხოლოდ და ეგ დიდი პრობლემაა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top