თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2014, 16:40
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2201,
კომენტარები: 15
ბელგიელმა ნახევარმცველმა კლუბი დატოვა
ჩარნი ეკანგემენემ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "ზიულტე-ვარეგესთან".
ბელგიელმა ნახევარმცველმა კლუბი დატოვა
20 წლის ჩარნი ეკანგამენემ დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი" და დაბრუნდა მშობლიურ ბელგიაში, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი. ფეხბურთელმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "ზიულტე-ვარეგესთან".

ბელგიელმა ნახევარმცველმა გასული სეზონის მეორე ნაწილი გაატარა უორენ ჯონსი 21 წლამდელთა გუნდში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე და მისი დახმარებით კლუბმა მოახერხა რეზერვების ლიგის ფინალში გასვლა, სადაც ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხდა. სეზონის ბოლოს ჩარნი ნომინირებული იქნა დენზელ ჰაროუნის სახელობის პრიზზე, რომელიც რეზერვების საუკეთეო ფეხბურთელს გადაეცემა.

"მე "იუნაიტედში" 16 წლის ასაკში მოვედი და ძალიან ბევრი ვისწავლე აქ. თავიდან 18 წლამდელთა გუნდში ვიყავი, შემდეგ კი რეზერვების შემადგენლობაში. მე ვივარჯიშე მარნიკ ვერმილთან, რიხ დე ლაეტთან, ადნან ინუზაისთან და მარუან ფელაინთანაც კი. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ახლა უკვე დროა შემდეგ ნაბიჯი გადავდგა" - გადმოგვცემს ფეხბურთელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
12 ივლისი 2014 16:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
არადა ამას მაგრა აქებდნენ. მომავალი მაკელელეაო და არ მეგონა თუ გაუშვებდნენ.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
12 ივლისი 2014 16:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ის რომელია ახალ მაკელელეს რო ეძახიან?
0
№3
ავტორი: UTD-Rule
12 ივლისი 2014 16:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Vodafone,
კი მეც ეგრე მახსოვს მომავალ მაკელელეს რო უწოდებდნენ და საინტერესოა რატო გაუშვეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Vodafone
12 ივლისი 2014 16:43
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გიორგი,
ეგაა, ჩამშლელი ნახევარმცველია, უბრალოდ წინა სეზონი ცენტრალური მცველის პოზიციაზე იყო.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 ივლისი 2014 16:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Vodafone,
თავიდან მცველი გეწერა თუ მე მომეჩვენა? wink არ დავაკვირდი მაგას

ეს ყოფილა ის ვისზეც ვამბობდი და დიდ იმედებს ამყარებდნენ ესე მეგონა და რავი ალბათ გასაშვები იყო wink
0
№6
ავტორი: Vodafone
12 ივლისი 2014 16:45
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გიორგი,
არა ნახევარმცველი მეწერა wink wink
0
№7
ავტორი: kakhi kakhidze
12 ივლისი 2014 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
წარმატებები მომავალ გუნდში მარა დარჩენილიყო აჯობებდა
0
№8
ავტორი: red devil
12 ივლისი 2014 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რატო წავიდა ამას მაგრად აქებდნენ
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
12 ივლისი 2014 17:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგ მომავალს და განვითარებას გისურვებ ;დდ
0
№10
ავტორი: don_vini
12 ივლისი 2014 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მხოლოდ სტატიებიდან ვიცოდი ამის შესახებ ვაღიარებ,არასდროს მინახავს ამის თამაში:)) ვერაფერს ვერ ვიტყვი და არაკომპეტენტური ვიქნები ამის შეფასებაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top