თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2014, 18:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2097,
კომენტარები: 17
რატომ არ არის თანხა გადაჭარბებული
The Republik Of Mancunia -ს აზრი ლუკ შოუს ტრანსფერი შესახებ.
რატომ არ არის თანხა გადაჭარბებული
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა და დიდი ხნის წადილი აისრულა. "წითელმა ეშმაკებმა" "საუთჰემტონის" მარცხენა მცველი, ინგლისელი ლუკ შოუ შეისყიდეს. მასში გადახდილი 34 მილიონი, "იუნაიტედის" სხვადასხვა გულშემატკივარში აზრთა სხვადასხვაობას ბადებს.

ერთნი ფიქრობენ, რომ "იუნაიტედმა" გადააჭარბა და თანხა არ შეესაბამება ლუკ შოუს დონეს, მეორენი კი ფიქრობენ, რომ თანხა ზუსტად იმ რაოდენობისაა, რა რაოდენობას ლუკისთვის იყო საჭირო. თუმცა მოიძებნებიან ისეტებიც, ვინც თვლის, რომ 27 მლნ. მხოლოდ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა გადახდილი, რასაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის არ ქონა ქმნის.

შევეცადე ასეთი გულშემატკივრების მზერა უფრო გამეფართოვებინა და წავაწყდი კიდეც ერთ-ერთ საინტერესო სტატიას, რომელშიც ლუკ შოუს ტრანსფერის მნიშვნელობა და მასში გადახდილი თანხის სისწორე კარგად ჩანს.

გთავაზობთ The Republik Of Mancunia -ს სტატიას, სადაც ხაზგასმულია ზემოაღნიშნული.


თუ კი გასულმა ზაფხულმა რამე მასწავლა, ეს არის ის, რომ არ ვიჯდე და ვიფიქრო თუ როდის განხორცილედება ტრანსფერები. ჯობია ველოდო იმას, თუ როდის და მოაწერენ ხელს კონტრაქტს და როდის გავრცელდება მოთამაშის ფოტოები კლუბის ფომრაში.

ცესკ ფაბრეგასს "ბარსელონას" დატოვება სურდა და დაინტერესებული იყო მანჩესტერში გადასვლით, მაშინ როცა კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ 25 მილიონ ფუნტს იძლეოდა ესპანელის სანაცვლოდ. კლუბის მიერ ინტერესის გახმაურებამ, მხოლოდ და მხოლოდ თავდაჯერებულობა შემმატა იმისა, რომ მოლაპარაკება ნებისმიერ შემთხვევაში შედგებოდა. მაგრამ არა, ედ ვუდვორდს მხოლოდ ჩვენი "დატროლვა" სურდა.

ტიაგო ალკანატარასაც სურდა "ბარსელონას" დატოვება და მამამისმა განაცხადა, რომ მისი შვილი "სიტის", "ჩელსის" და "ბაიერნის" შემოთავაზებას ჩვენს სასარგებლოდ უარყოფდა. ტრანსფერის გამოსყიდვისთვის საჭირო 15 მილიონი ფუნტი მხოლოდ ადასტურებდა ამ შეთანხმების შესაძლებლობას. "იუნაიტედი" ყოველთვის სასარგებლო ტრანსფერების ძებნაში იყო, ან როგორც ფერგის უყვარდა თქმა, საბაზრო ფასში ყიდულობდა, ამიტომაც ტიაგო იდეალური შენაძენი იქნებოდა. სწორედ მაშინ, როცა ჩვენ ფეხს ვითრევდით, პეპ გვარდიოლამ ესპანელი ცხვირწინ აგვაცალა. ასე დაკარგა დევიდ მოიესმა შესანიშნავი ნახევარმცველის შესყიდვის შესაძლებლობა.

ანდერ ერერას ყიდივს ჩვენი შესაძლებლობები პრესაშიც გახმაურდა და გვეჩვენებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს კარგ ნახევარმცველს ვიყიდდით. მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მყისვე განაცხადა, რომ ესპანეთში მხოლოდ თვითმარქვიები ჩაფრინდნენ.

"წითლების" რიგებში ახალწვეულის გამოჩენას სხვადასხვა მოთამაშეებს უკავშირებდნენ - მაგ. სამი ხედირა, რომელზეც "იუნაიტედი" დანიელ დე როსისთან განცდილი კრახის შემდეგ გადაერთო. ჩანდა, თითქოს მარუან ფელაინიში გადახდილი დიდი ფული იმ დღეს არ იქნებოდა ერთადერთი. ხმა გავრცელდა, რომ ფაბიო კოენტრაუ თითქმის უკვე ნაყიდი იყო, მაგრამ მეორე დღესვე კლუბმა ბანალურად განაცხადა, რომ ტრანსფერისთვის საჭირო ქაღალდების ჩატანა ვერ მოესწრო.

ამიტომაც, როცა ლუკ შოუს ტრანსფერის შესახებ ხმა დაირხა, ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმექცია. იყიდეს, იყიდეს, მერე რა, მე ოდნავადაც არ ვღელავდი. ახლა კი ის აქ არის, ხელში წითელი მაისურით, რომელიც ყვება, რომ მოხარულია "მსოფლიო ყველაზე დიდი კლუბის" წევრი გახდეს და ჩვენც ვიღიმით.

ჩვენი მოწინააღმდეგეების შეწუხებული სახის ფონზე, ლუკ შოუს შესყიდვით გამოწვეული რეაქცია საკმაოდ სასაცილო იყო. საუბრები იმის შესახებ, რომ მოთამაშის ფასი გადაჭარბებულია, თითქმის ყველა ფორუმსა თუ ტვიტერზე გავრცელდა. ისინი გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ სწორედ "იუნაიტედმა" დააცარიელა ჯიბე 27 მლნ. ფუნტით. მაშინ, როცა ამდენი აღგზნებული გულშემატკივრის კითხვა წარმოიშვა, საკუთარ თავს თვითონ უნდა ვკითხოთ: რატომ გამოიწვია ამ მოლაპარაკებამ ასეთი რეზონანსი? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ შევისყიდეთ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც თავის პოზიციაზე საუკეთესოდ ქცევა შეუძლია?



"საუთჰემპტონში" გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, შოი "PFA წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე" წარდგენილი იყო ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორიც სესარ ასპილიკუეტა და ლეიტონ ბეინსი გახლავთ. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და მის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებული 3 მატჩია, რის ფონზეც ეშლი კოული შემადგენლობიდან ამოაგდო.

"იუნაიტედმა" 10 წლის წინ ახალგაზრდა თინეიჯერში 27 მლნ. ფუნტი დახარჯა და მიუხედავად იმისა, რომ რუნის გავლენის თაობაზე არაერთგვაროვანი საჩივრები არსებობს, რთულია იმაზე დავა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". სრულიად შესაძლებელია, რომ კარიერის დასრულებმადე იგი როგორც "იუნაიტედის", ასევე ფეხბურთის ისტორიაში შევა. მას 33 გოლი აშორებს სერ ბობი ჩარლტონის რეკორდამდე კლუბში და 9 გოლი ნაკრებში.

ამავდროულად, რუნის სატრანსფერო თანხა ფეხბურთის ისტორიის რეკორდული სატრანსფერო თანხის 60%-ს შეადგენს. ლუკის კი - 30%. რა თქმა უნდა ყველას მიაჩნია, რომ ჯობია კლუბმა თავდამსხმელის სატრანსფერო თანხაში გადააჭარბოს, ვიდრე თავდამცველის, მაგრამ ხომ არსებბობს "პსჟ"-ს მაგალითი, რომელმაც 50 მლნ. ფუნტი დახარჯა შოუზე 10 წლით უფროს და თავის პოზიციაზე არც თუ გამორჩეულ მცველზე. ეს მაგალითი სატრანსფერო თანხების ნამდვილი ბუმი გახლავთ.

ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი ფერდინანდის "ლიდსიდან" გადმოყვანას? 22 წლის ფეხბურთელში 29 მლნ. ფუნტი იქნა გადახდილი, მაგრამ აქ მაინც ნაკლებვი მსგავსებაა შოუსთან მიმართებაში. მის სანაცლოდ ადრე 18 მლნ. ფუნტს იძლეოდნენ და ის ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველი გახლავთ. თუ კი ფერდინანდის კარიერას გადახვედავთ, განა მოგვიბრუნდება ენა, რომ ვთქვათ, მისი ფასი გაუმართლებელიაო? საჩემპიონო 6 ტიტული, ინგლისის ერთი თასი, ინგლისისი ლიგის 3 თასი, ჩემპიონთა ლიგის 1 თასი, რომელშიც 2008 წელს თავად იყო კაპიტანი.

ეჭვგარეშეა, რომ შოუს თაობაზე ასეთი დასკვნების გაკეთება ნაადრევია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ყვეაფერი ისე არ წარიმართება, როგორც მოსალოდნელია. მაგრამ 18 წლის ასაკში პრემიერ-ლიგაში თამაშისას თუ ამტკიცებს, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესოა, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ვიფიქროთ, მას ნათელი მომავალი აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შოუ თავისი კარიერის დარჩენილი ნაწილის გატარებას "იუნაიტედში" აპირებს. მისი ტრანსფერის მნიშვნელობას მალევე გავაცნობიერებთ - უახლოეი ათწლეულის განმავლობაში ხომ არ გვექნება მარცხენა მცველის პრობლემა და ხანდახან როტაციასაც მივმართავთ. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ვიფიქროთ, ის აქ დიდხანს დარჩება.

ყველაფერი ეს ამტკიცებს, რომ მცველს და მითუმეტეს ასეთ ახალგაზრდას არასდროს აფასაებენ ამდენად ძვირად. მაგრამ რთულია ამ ტრანსფერის დროს ოპტიმიზმს არ მიეცე და მეც მოუთმენლად ველოდები თუ რას გვიჩვენებს ეს ვუნდერკინდის.

ავტორი: scott

თარგმანი: გიორგი დუმბაძე


therepublikofmancunia
სიახლეები, სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 ივლისი 2014 18:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ესეც 700... ბოლო პერიოდში სულ ერერას შესახებ იწერება, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო არ არის. მცირედი შოუს შესახებაც უნდა ვისაუბროთ...ეს რა თქმა უნდა მისი წარსული არაა, მაგრამ მალე მაგასაც ვიშოვით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
10 ივლისი 2014 20:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რაც არ უნდა თქვან ვინც არ უნდა თქვას მე მაინც ჩემს აზრზე ვარ, ძალიან ბევრს იხდიან ფეხბურთელებში პანიკაში ჩავარდნილ გუნდს გავს მანჩესტერი და ფულს იხდიან რომ გამოსწორდეს სიტუაცია. და ზოგი რომ იძახის ჩვენი რა მიდისო, ის მიდის რომ ბევრი ფულის დახარჯვის მერე ვალი დაედება გუნდს, მერე ხელფასს ვეღარ გადაუხდიან და წავლენ ფეხბურთელები, ფინანსური კრიზისი კი რას უშვება გუნდს ლიდსის მაგალითზე შეგიძლიათ ნახოთ, მერე ჩვენ მოგვიწევს გასაცოდავებული მანჩესტერის ყურება და ოთხეული კი არა ევროპის ლიგა სანატრელი გვექნება. ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას რომ ლიგაზე არ ვართ და ბევრის გადახდა გვიწევს, მაგის გამო არ არის რომ ამხელა თანხას იხდიან ყველამ იცის რომ მანჩესტერს ესაჭირეობა ტრანსფერი და მაგიტომ ორმაგ ფასს ადებენ ფეხბურთელებს იციან რომ გამოუვალ მდგომარეობაშია გუნდი და მოუწევს გადახდა, მიტომაც ითხოვენ ასტრონომიულ თანხებს და გამოუვალ მდოგამრეობაში მყოფი ვუდვორდიც იხდის.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
10 ივლისი 2014 20:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
გეთანხმები ნიკა, რომ ამ ეტაპზე ძალიან დიდ თანხად გვეჩვენება ეს, მაგრამ მომავალში რომ იგი თავის საქმეს გააკეთებს და ბევრ პრობლემას მოგვიხსნის, გადახდილ თანხას არათუ ამოვა, არამედ გადააჭარბებს კიდეც... ლუკი თუ 10 წლის განმავლობაში მოგვიხსნის მარცხენა მცველის პრობლემას, წარმოიდგინე რამხელა ტვირთი მოგვეხსნება..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: LizarD
10 ივლისი 2014 20:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ძალიან კარგი სტატიაა, მე ეჭვი საერთოდ არ მეპარება რომ გაამართლებს. მითუმეტეს მოტივაცია აქვს და პრეტენზია ძირითადზე. მთავარია კონკურენტი მოუყვანონ რომ სულ ტონუსში იყოს.
0
№5
ავტორი: Count Alucard
10 ივლისი 2014 20:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
ხო მაგრამ რა არის იცი, ეგ ყველაფერი ვარაუდია ჯერ და დიდ რისკზეა წასული გუნდი ამხელა თანხის გადახდით, მაგის ნაGთელი მაგალითი გვაქვს ვერონის ფელაინის ბებეს და მრავალი სხვის სახით. მით უმეტეს რომ ინგლისელია შოუ და ინგლისელებს ეგ სენი ჭირთ თავიდან მაგრები არიან მაგრამ ერთ ეტაპზე ჩერდებიან, პროგრესს წყვეტენ თან ნისლიან ალბიონზე ძალიან უყვართ ადგილობრივი ფეხბურთელების გაპაირება, ისე გამოიყვანენ მილნერი მესი გეგონება და მერე ვიღაც იხდის ამ გაპიარებულ ფეხბურთელებში 30-40 მილიონებს და ისინიც კმაყოფილი სახით იჯიბავენ ფულს, თითქოს ყველა კმაყოფილია მაგრამ იმავე პოზიციაზე ნახევარ, თუ უფრო ნაკლებ, ფასად გაცილებით უკეთესი უცხოელის ყიდვა შეიძლება, მაგრამ რადგან იგი ინგლისელია უნდა იყოს გუნდში და უნდა გადაიხადონ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასტრონომიული თანხა.

მით უმეტეს რომ მანჩესტერს არც გენიოსი ფერგი აღარ ყავს და არც მისი არანაკლებ ჭკვიანი პარტნიორი დევიდ გილი და ახლა ვუდვორდი ხარჯავს თანხებს როგორც მოისურვებენ მომყიდველი კლუბები, დარწმუნებული ვარ ფერგი და გილი რომ ყოფილიყვნენ ლუკ შოუს 27 კი არა 20 მილიონად იყიდიდნენ და ჰერერასაც დაახლოებით მაგ ფასში 10-15 მილიონს მაინც დაზოგავდნენ. მაგრამ რა იცი რა ხდება შეიძლება გაამართლონ კი არა გადააჭარბონ მოლოდინს ამ ფეხბურთელებმა, მაგრამ შეიძლება პირიქით ფელაინისავით გამოვიდეს და დავრჩეთ ხახამშრალები. როგორც რუსები იტყვიან поживем увидим.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
10 ივლისი 2014 20:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან ძვირია მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არაა, დღეს უკვე ახალაგზრდა ტალანტს იაფად ვეღრ იყიდი. აღარაა ფერგი გუნდში რომ ხალხი 3–5 მილიონად მოგვიყვანოს და შემდეგ 80–ად გაყიდოს. ლიგაზე არ ვართ და ეხლა მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ფასად გადმოვიდოდა შოუ გუნდსი, გვწირდებოდა ეს კაცი და ვიყიდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა ფეხბურთელებშიც ვისროლოთ თანხები. არ მომწონს ასეთი პოლიტიკა რომელიც ნელ–ნელა უკვე დამკვიდრდა ფეხბურთში მაგრამ ასეა და ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ეხლა გუნდს გადახალისება სჭირდება და ფულია დასახარჯი, ამიტომ ამ თანხების გადახდას მე მივესალმები რადგან საჭიროა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
10 ივლისი 2014 21:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
ფერგი და გილი აღარ გვყავს, მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ სწორედ ისინი რომ არ გვყავს, ამიტომ გვაქვს ცუდი პერიოდი... ახლა "იუნაიტედი" არის "იუნაიტედი" და არ არის ფერგიუსონის გუნდი...ადრე რამდენჯერ მსმენია: "მე მივდივარ იქ, სადაც ფერგია"...რა თქმა უნდა ასეთი სიტყვებით არა, მაგრამ მსგავსი შინაარსი იყო... დღეს აღარ გვყავს ფერგი... სიტყვა "ეს ხომ მანჩესტერია" აღარ არის მადისაღმძვრელი ფეხბურთელებში... ისინი უკვე მოდიან არა "მანჩესტერ იუნაიტედში", არამედ გუნდში, რომელსაც პრობლემები აქვს. თავად ფეხბურთელს დიდი ხელფასი, კლუბს კი დიდი თანხა უნდა შესთავაზო, რადგან გეთანხმები, დაგვიჭირეს გამოუვალ მდგომარეობაში და გვწურავენ... თუმცა თუ კი დღეს არ ჩანს სხვა გამოსავალი, გუნდს ხომ ვერ ვამყოფებთ ასეთ მდგომარეობაში არა? უნდადავხარჯოთ, რომ ამოვიდეთ ამ ჭAობიდან...სხვა გზა არ გვაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Manchester_M
10 ივლისი 2014 21:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი სტატია, ვერ ვიტყვი დანამდვილებით რომ შოუ ან ანდერი გაამართლებს მაგრამ დიდი იმედი მაქვს იმის რომ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანენ :) და ეგრე თუ ვიტყვით რომ ჯერ ახალგაზრდა და რისკია მისი გადმოყვანა შეიძლება პროგრესი შეწყვიტოს ეგრე ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება შეწყვიტოს განვითარება და უკან წავიდეს მისი საქმე ნათელი მაგალითია ტორესი ლივერპულში ვარსკვლავებს წყვეტდა მაგრამ ჩელსში ცარიელ კარში ვერ იტანს გოლს :X ეგრე ვერავიზე ვიტყვით ეს შეწყვეტს პროგრესს ეს თავს გაიგიჟებს ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს :)
0
№9
ავტორი: Count Alucard
10 ივლისი 2014 21:51
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
გეთანხმები, მაგრამ მე იმიტო არ მომწონს ეს პოლიტიკა რომ მომავალში შეიძლება ფინანსური პრობლემა შეექმნას გუნდს და ეგ მაშინებს. შეიძლება ახლა არაფერი ეტყობა მაგრამ იმდენ ფულს იქხიან და ცალკე იმხელა ხელფასები აქვთ ფეხბურთელებს, რომ მართლა საშიშია რამდენიმე წელიწადში ფული არ გამოელიოს კლუბს და სერიოზული პრობლემა გვექნება. მერე მოისის მიერ გუნდის დანგრევა სასაცილოდ არ გვეყოფა.

მაგრამ თუ მართლა რაიმე საშინელება მოხდა მომავალში, ყველაფერი მოისის ბრალი გამოდის რადგან მისმა საქციელმა და "საოცარმა" მწვრთნელობამ მიგვიყვანა ფიასკომდე. თუმცა ეს უბრალოდ ჩემი უკიდურესად პესიმისტური და კრიტიკული წარმოსახვის ნაწილია lol
0
№10
ავტორი: chudikone
10 ივლისი 2014 21:56
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შოუ და ერერა ხო, მარა ვიდალში 40 მილიონი უკვე მეტისმეტი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top