თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2014, 18:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2262,
კომენტარები: 17
რატომ არ არის თანხა გადაჭარბებული
The Republik Of Mancunia -ს აზრი ლუკ შოუს ტრანსფერი შესახებ.
რატომ არ არის თანხა გადაჭარბებული
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა და დიდი ხნის წადილი აისრულა. "წითელმა ეშმაკებმა" "საუთჰემტონის" მარცხენა მცველი, ინგლისელი ლუკ შოუ შეისყიდეს. მასში გადახდილი 34 მილიონი, "იუნაიტედის" სხვადასხვა გულშემატკივარში აზრთა სხვადასხვაობას ბადებს.

ერთნი ფიქრობენ, რომ "იუნაიტედმა" გადააჭარბა და თანხა არ შეესაბამება ლუკ შოუს დონეს, მეორენი კი ფიქრობენ, რომ თანხა ზუსტად იმ რაოდენობისაა, რა რაოდენობას ლუკისთვის იყო საჭირო. თუმცა მოიძებნებიან ისეტებიც, ვინც თვლის, რომ 27 მლნ. მხოლოდ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა გადახდილი, რასაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის არ ქონა ქმნის.

შევეცადე ასეთი გულშემატკივრების მზერა უფრო გამეფართოვებინა და წავაწყდი კიდეც ერთ-ერთ საინტერესო სტატიას, რომელშიც ლუკ შოუს ტრანსფერის მნიშვნელობა და მასში გადახდილი თანხის სისწორე კარგად ჩანს.

გთავაზობთ The Republik Of Mancunia -ს სტატიას, სადაც ხაზგასმულია ზემოაღნიშნული.


თუ კი გასულმა ზაფხულმა რამე მასწავლა, ეს არის ის, რომ არ ვიჯდე და ვიფიქრო თუ როდის განხორცილედება ტრანსფერები. ჯობია ველოდო იმას, თუ როდის და მოაწერენ ხელს კონტრაქტს და როდის გავრცელდება მოთამაშის ფოტოები კლუბის ფომრაში.

ცესკ ფაბრეგასს "ბარსელონას" დატოვება სურდა და დაინტერესებული იყო მანჩესტერში გადასვლით, მაშინ როცა კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ 25 მილიონ ფუნტს იძლეოდა ესპანელის სანაცვლოდ. კლუბის მიერ ინტერესის გახმაურებამ, მხოლოდ და მხოლოდ თავდაჯერებულობა შემმატა იმისა, რომ მოლაპარაკება ნებისმიერ შემთხვევაში შედგებოდა. მაგრამ არა, ედ ვუდვორდს მხოლოდ ჩვენი "დატროლვა" სურდა.

ტიაგო ალკანატარასაც სურდა "ბარსელონას" დატოვება და მამამისმა განაცხადა, რომ მისი შვილი "სიტის", "ჩელსის" და "ბაიერნის" შემოთავაზებას ჩვენს სასარგებლოდ უარყოფდა. ტრანსფერის გამოსყიდვისთვის საჭირო 15 მილიონი ფუნტი მხოლოდ ადასტურებდა ამ შეთანხმების შესაძლებლობას. "იუნაიტედი" ყოველთვის სასარგებლო ტრანსფერების ძებნაში იყო, ან როგორც ფერგის უყვარდა თქმა, საბაზრო ფასში ყიდულობდა, ამიტომაც ტიაგო იდეალური შენაძენი იქნებოდა. სწორედ მაშინ, როცა ჩვენ ფეხს ვითრევდით, პეპ გვარდიოლამ ესპანელი ცხვირწინ აგვაცალა. ასე დაკარგა დევიდ მოიესმა შესანიშნავი ნახევარმცველის შესყიდვის შესაძლებლობა.

ანდერ ერერას ყიდივს ჩვენი შესაძლებლობები პრესაშიც გახმაურდა და გვეჩვენებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს კარგ ნახევარმცველს ვიყიდდით. მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მყისვე განაცხადა, რომ ესპანეთში მხოლოდ თვითმარქვიები ჩაფრინდნენ.

"წითლების" რიგებში ახალწვეულის გამოჩენას სხვადასხვა მოთამაშეებს უკავშირებდნენ - მაგ. სამი ხედირა, რომელზეც "იუნაიტედი" დანიელ დე როსისთან განცდილი კრახის შემდეგ გადაერთო. ჩანდა, თითქოს მარუან ფელაინიში გადახდილი დიდი ფული იმ დღეს არ იქნებოდა ერთადერთი. ხმა გავრცელდა, რომ ფაბიო კოენტრაუ თითქმის უკვე ნაყიდი იყო, მაგრამ მეორე დღესვე კლუბმა ბანალურად განაცხადა, რომ ტრანსფერისთვის საჭირო ქაღალდების ჩატანა ვერ მოესწრო.

ამიტომაც, როცა ლუკ შოუს ტრანსფერის შესახებ ხმა დაირხა, ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმექცია. იყიდეს, იყიდეს, მერე რა, მე ოდნავადაც არ ვღელავდი. ახლა კი ის აქ არის, ხელში წითელი მაისურით, რომელიც ყვება, რომ მოხარულია "მსოფლიო ყველაზე დიდი კლუბის" წევრი გახდეს და ჩვენც ვიღიმით.

ჩვენი მოწინააღმდეგეების შეწუხებული სახის ფონზე, ლუკ შოუს შესყიდვით გამოწვეული რეაქცია საკმაოდ სასაცილო იყო. საუბრები იმის შესახებ, რომ მოთამაშის ფასი გადაჭარბებულია, თითქმის ყველა ფორუმსა თუ ტვიტერზე გავრცელდა. ისინი გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ სწორედ "იუნაიტედმა" დააცარიელა ჯიბე 27 მლნ. ფუნტით. მაშინ, როცა ამდენი აღგზნებული გულშემატკივრის კითხვა წარმოიშვა, საკუთარ თავს თვითონ უნდა ვკითხოთ: რატომ გამოიწვია ამ მოლაპარაკებამ ასეთი რეზონანსი? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ შევისყიდეთ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც თავის პოზიციაზე საუკეთესოდ ქცევა შეუძლია?



"საუთჰემპტონში" გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, შოი "PFA წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე" წარდგენილი იყო ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორიც სესარ ასპილიკუეტა და ლეიტონ ბეინსი გახლავთ. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და მის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებული 3 მატჩია, რის ფონზეც ეშლი კოული შემადგენლობიდან ამოაგდო.

"იუნაიტედმა" 10 წლის წინ ახალგაზრდა თინეიჯერში 27 მლნ. ფუნტი დახარჯა და მიუხედავად იმისა, რომ რუნის გავლენის თაობაზე არაერთგვაროვანი საჩივრები არსებობს, რთულია იმაზე დავა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". სრულიად შესაძლებელია, რომ კარიერის დასრულებმადე იგი როგორც "იუნაიტედის", ასევე ფეხბურთის ისტორიაში შევა. მას 33 გოლი აშორებს სერ ბობი ჩარლტონის რეკორდამდე კლუბში და 9 გოლი ნაკრებში.

ამავდროულად, რუნის სატრანსფერო თანხა ფეხბურთის ისტორიის რეკორდული სატრანსფერო თანხის 60%-ს შეადგენს. ლუკის კი - 30%. რა თქმა უნდა ყველას მიაჩნია, რომ ჯობია კლუბმა თავდამსხმელის სატრანსფერო თანხაში გადააჭარბოს, ვიდრე თავდამცველის, მაგრამ ხომ არსებბობს "პსჟ"-ს მაგალითი, რომელმაც 50 მლნ. ფუნტი დახარჯა შოუზე 10 წლით უფროს და თავის პოზიციაზე არც თუ გამორჩეულ მცველზე. ეს მაგალითი სატრანსფერო თანხების ნამდვილი ბუმი გახლავთ.

ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი ფერდინანდის "ლიდსიდან" გადმოყვანას? 22 წლის ფეხბურთელში 29 მლნ. ფუნტი იქნა გადახდილი, მაგრამ აქ მაინც ნაკლებვი მსგავსებაა შოუსთან მიმართებაში. მის სანაცლოდ ადრე 18 მლნ. ფუნტს იძლეოდნენ და ის ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველი გახლავთ. თუ კი ფერდინანდის კარიერას გადახვედავთ, განა მოგვიბრუნდება ენა, რომ ვთქვათ, მისი ფასი გაუმართლებელიაო? საჩემპიონო 6 ტიტული, ინგლისის ერთი თასი, ინგლისისი ლიგის 3 თასი, ჩემპიონთა ლიგის 1 თასი, რომელშიც 2008 წელს თავად იყო კაპიტანი.

ეჭვგარეშეა, რომ შოუს თაობაზე ასეთი დასკვნების გაკეთება ნაადრევია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ყვეაფერი ისე არ წარიმართება, როგორც მოსალოდნელია. მაგრამ 18 წლის ასაკში პრემიერ-ლიგაში თამაშისას თუ ამტკიცებს, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესოა, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ვიფიქროთ, მას ნათელი მომავალი აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შოუ თავისი კარიერის დარჩენილი ნაწილის გატარებას "იუნაიტედში" აპირებს. მისი ტრანსფერის მნიშვნელობას მალევე გავაცნობიერებთ - უახლოეი ათწლეულის განმავლობაში ხომ არ გვექნება მარცხენა მცველის პრობლემა და ხანდახან როტაციასაც მივმართავთ. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ვიფიქროთ, ის აქ დიდხანს დარჩება.

ყველაფერი ეს ამტკიცებს, რომ მცველს და მითუმეტეს ასეთ ახალგაზრდას არასდროს აფასაებენ ამდენად ძვირად. მაგრამ რთულია ამ ტრანსფერის დროს ოპტიმიზმს არ მიეცე და მეც მოუთმენლად ველოდები თუ რას გვიჩვენებს ეს ვუნდერკინდის.

ავტორი: scott

თარგმანი: გიორგი დუმბაძე


therepublikofmancunia
სიახლეები, სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
10 ივლისი 2014 22:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: nika_123
მაგრამ შეიძლება პირიქით ფელაინისავით გამოვიდეს და დავრჩეთ ხახამშრალები


ტრამვიანი კაცისგან კარგ თამაშს რატომ ითხოვ?
0
№12
ავტორი: red devil
10 ივლისი 2014 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
nika_123,
არ დახარჯავ და დაემსგავსები მილანს ეგ კი ნაგდად არ მინდა. რაც შეეხება ფეხბურთელის ფასს, მაგ ფულს მარტო მაისურებით ამოიღებენ და არამგონია ლიდსის ბედი გაიზიაროს მანჩესტერმა.
0
№13
ავტორი: Count Alucard
10 ივლისი 2014 23:42
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
LizarD,
კაი რა, რაც არ უნდა ტრავმა ქონდეს 27.5 მილიონ ფუნტს იხდის მანჩესტერი ფეხბურთელში რომელიც მთელი წელი არაფერს აკეთებს. მანჩესტერია წნორის მილანი კი არა.

red devil,
ეგ ნამდვილად ვიცი რომ ლიდსის ბედს არ გავიზიარებთ უბრალოდ ჩვენ დონეზე გვექნება პრობლემები თუ რამე მოხდა. ისეთი რამ რაც შარშან იყო მოისის ხელში არამგონია ოდესმე გამეორდეს.
0
№14
ავტორი: LizarD
11 ივლისი 2014 01:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
nika_123,
მაგას რა აზრი აქვს? ტრამვა ჰქონდა თან ზურგზე.. და ეგეთი მოთამაშისგან რატომ ითხოვ ტოპ კლასს? რუნის რომ ტრამვა ჰქონდა ფეხის თითზე ის ვერ თამაშობდა საერთო ჯამში, მარტო დარტყმაზე არ მაქვს საუბარი და ხერხემალზე როცა ტრამვა აქვს მეტი რა გინდა რომ ქნას? და ზოგადად ბოლო წლებშI ფასები ძალიან გაიბერა და ეგ ახლა ჩანს სხვა ტრანსფერების ფონზე რომ ბევრს ვხარჯავთ თორემ რომელ გუნდსაც პრეტენზია აქვს გადახედე აბა რამდენს ისვრიან თითო კაცში? არ დახარა და დაიჩაგრები, აღარაა ის ძველი დრო
0
№15
ავტორი: chudikone
11 ივლისი 2014 03:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
LizarD,
გეთანხმები ყველანაირად. არავინ ჩივის რა სიძვირეაო, ვისაც ვინ ჭირდება მიჰყავს და ჩვენ მითუმეტეს წუწუნის და ყოყმანის დრო არ გვაქვს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№16
ავტორი: RojoDiablo
11 ივლისი 2014 07:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეა თუ ისეა, თანხა რაც უნდა დიდად გვეჩვენოს, ის უკვე გადახდილია და აღარაფერი აღარ ეშველება... კრიტიკასაც რომ მოვყვეთ, ყოველთვის იარსებებს საწინააღმდეგო საბუთი, რომელიც ასე გაიჟღერებს: "დღეს ეს ფასებია და ამის გარეშე ვერ გაძლიერდები". ყველაფერი უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად...თანაც არამგონია "მანჩესტერს" ისეთი ფინანსისტები ჰყავდეს, რომ დახარჯულმა ფულმა მერე ვალებში ჩააგდოს. ორასი მილიონი ისედაც გამოყოფილი იყო, რაც ნიშნავს, რომ გუნდს აქვს ამის საშუალება... ისე ეს საწყალი გლეიზერები - ფულს არ ხარჯავდნენ ვწუწუნებდით, ხარჯავენ და მაინც ვწუწუნებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: MANUTD FAN.
11 ივლისი 2014 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
შოუ ღირს იმდენი რამდენიც არის მასში გადახდილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top