თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2012, 20:51
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 4498,
კომენტარები: 16
იუნაიტედის ერთგული ეშმაკი
ის არ უყვართ, მაგრამ აფასებენ. მოწინააღმდეგე დასცინის მას ერთგულებისთვის, მაგრამ იუნაიტედის ფანები აღმერთებენ. მისი ცხოვრების სამი პრიორიტეტი:იუანიტედი, შვილები, ცოლი.
იუნაიტედის ერთგული ეშმაკი
"ისინი, ვინც არ გულშემატკივრობენ იუნაიტედს"

"მე ვნახე ბევრი ადამიანი, რომლებსაც კისერში ბურთი ჰქონდათ გაჩხერილი, ხმას არ იღებდნენ და კუთხეში იდგნენ მაშინ, როცა ჩვენ გავიფორმეთ ტრებლი 1999 წელს. დარწმუნებული ვარ, ამაზე ცუდი მათ არაფერი განუცდიათ, რომცა ჩვენ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ 30 ფუნტი ყოველ კვირას არაფერში ან რაიმე უაზრობაში. ან შეგიძლიათ "იკაიფოთ", იყიდოთ ბილეთი და უყუროთ მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს ოლდ ტრაფორდზე."

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"კლუბის ემბლემა"

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ რაც არ უნდა ცუდი დღე ჰქონდეთ ცხოვრებაში, ყოველთვის შეხედონ ემბლემას, რომელიც მათ მკერდს უმშვენებს. თუ იქ იუნაიტედის ლოგოა, ყველაფერი კარგადაა. ის დღე, როცა ვერ დავინახავ ამ ლოგოს ის დღე იქნება ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, არასდროს არ დავთანხმდებოდი სხვა კლუბში თამაშს"

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"დიდი კლუბები"

"არც ისე გიჟი ვარ, რომ მხოლოდ იუნაიტედი ჩავთვალო მსოფლიოს ერთადერთ უდიდეს კლუბად. კიდევ არის რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, მილანი, ბაიერნი, ლივერპული. ამ კლუბებს უმდიდრესი ისტორია და ტრადიციები აქვთ. ისინი ამ დიდების პედესტალიდან არასოდეს ჩამოვლენ."

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"იუნაიტედის სიყვარული"

"ყოველთვის მაღიზიანებს გულშემატკივრების საუბარი კლუბის პრეზიდენტებზე, დირექტორებზე და ასე შემდეგ. ეს არაა მნიშვნელოვანი. როდესაც კლუსბში მოდიხარ 5-10 წლის ბავშვი და გადიხართ საფეხბურთო სკოლის ყველა საფეხბურს და შემდეგ იღებ ოლდ ტრაფორდიზე დებიუტის შესანიშნავ საშუალებას რა მნისვნელობა აქვს ვინ გიყურებს დირექტორთა წევრებიდან. თქვენ გიყვარდებათ ეს გუნდი და მისი თამაში, ემბლემა, წითელი ფერი, ოლდ ტრაფორდის გაზონი. აი რამ მიგვიზიდა თქვენც და მეც ამ კლუბში. ერთხელ ყველამ ვთქვით:"ვაუ" და ამით იწყება ყველაფერი. ეს ემოციები მთელი ცხოვრების მანძილზე მიგყვებათ. როცა პირველად გამოვედი ოლდ ტრაფორდზე გაოცებული ვიყავი მისი სიდიდით. აღტაცებული ვიყავი. ამის შემდეგ შევიყვარე ყველაფერი, რაც ამ კლუბთან იყო დაკავშირებული.

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"საქმისადმი დამოკიდებულება"

"ახლაც მიკვირს, თუ როგორ მოვახერხე ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ყველაფერს ჩემი სიბბეჯითით მივაღწიე. თუ ვარჯიში 5 საათზე გვეწყებოდა 4.15 უკვე ბაზაზე ვუყავი. მე, ნიკი ბატი და პოლ სქოულზი ყველანი ასე ვიქცეოდით. ჩვენ ადგილობრივი ბიჭები ვიყავით. მალე შემოგვიერთდნენ დეივიდ ბექჰემი, რობი სევეჯი და კეიტ გილესპი. ადრე ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, მაგრამ ყოველთვის ვეუბენოდი თავს, რომ ეს ჩემთვის ზედმეტი იყო.

"ფერგის ბარტყები"

თუ არ იყავი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი აზრი არ ჰქონდა მწვრთნელთან ბევრ თხოვნას და გუნდში ასე ადგილის დამკვიდრება. აუცილებლად უნდა გაგეღოთ მსხვერპლი. 16 წლის ასაკში დავამთავრე სკოლა და გადავწყვიტე უარი მეთქვა ყველანაირ ახალგაზრდულ ცელქობაზე და მიზნად მთავარ გუნდში დამკვიდრება დავისახე. შეიძლება ეს ყველაფერი ცინიკურად ჟღერს, მაგრამ მე გავწყვიტე ურთიერთობა ყველა იმ მეგობართან, რომელსაც შეიძლება მოვეცდინე ამ საქმისგან. ისინი ჩემს ოცნებებს ხელს უშლიდნენ ალკოჰოლიზე დამოკიდებულებით და სხვა რამეებით. ყოველთვის მემახსოვრება მამაჩემის სიტყვები:"ცხოვრებაში არის მოლოდ ორი წელი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. იარე პირდაპირ და უკან არ გამოიხედო. მინდა, რომ ბოლომდე მიხვიდე"

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"ტესტი გამძლეობაზე"

"ყველანი ძალიან მკაცრ პირობებში გავიზარდეთ. ერიკ ჰარისონი ძალიან მომთხოვნი იყო და თითქმის გვაკლავდა ვარჯიშებზე. როცა პირველ გუნდში გადმოვედით ჩვენ უკვე საქმე გვქონდა მაკ ჰიუზთან, ერიკ კანტონასთან და პოლ ინსთან. არ შეიძლებოდა, რომ მედგრად არ ამ ვაჟკაცების გვერდით. ისინი ჩვენს პატარა ბიჭებს გვიყურებდენ როგორც მოწინააღმდეგეს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად. ისინი ამბობდნენ:"ამ ღლაპებს შეუძლიათ ტიტულების მოგება?

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"მკაცრი დამოკიდებულება პარტნიორებისგან"

"ჯერ კიდევ მახსოვს სტივ ბრიუსი, რომელმაც ერთ-ერთი თამაშის შემდეგ კინაღამ ნაფლეთებად მაქცია. მაკ ჰიუზი მიყვიროდა გასახდელში მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ფეხში ვერ მივეცი პასი. მახსოვს ერიკ კანტონას მომაკვდინებელი გამოხედვა, როი კინისა და ინსის ყვირილი ჩემს მიმართ. ეს ძალიან მძიმე სკოლა იყო. ეს იყო უმაღლესი საფეხბურთო გამოცდილება, რომელზეც ბევრი ოცნებობს. ჩვენ ვხედავდით თამაშის დონეს და იმ სტანდარტებს რასაც კლუბი მოითხოვდა. ზოგიერთი ჩვენ პარტნიორი ნამდვილი ცხოველი იყო. ბევრი მათგანი არ იყო კარგი ადამიანი. მათან მუშაობისას მაქსიმალურად უნდა გაგეძლო ან უნდა მომკვდარიყავი."

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"გამომუშავებული ხელფასი"

"პირველი კონტრაქტი გავაფორმე როცა 16 წლის ვიყავი. კვირაში 29.5 ფუნტს ვიღებდი ორი წლის განმავლობაში. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ ამ კლუბში ფულის გამო არ მოვსულვარ. აქ იმიტომ მოვედი, რომ იუნაიტედს ვაღმერთებ. "

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"ბარსელონური ტრიუმფის კვალდაკვალ"

"ნახევარფინალში, როცა იუვენტუსთან ვაგებდით დევიდ ბექჰემი მოვიდა და მითხრა:"ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ." ამის დაჯერება მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც არ ადევნებდა მატჩს თვალყურს. მოძრაობაზე დამიჭირა ინძაგიმ და გაიტანა გოლი. სტამიც არ იყო თავის ჭკუაზე. მხოლოდ რონი იონსენი დარბოდა მთელს მოედანზე. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ძლიერები ვიყავით სულიერად, რომ მოგვეგო ეს მატჩი. ვფიქრობ ვერავინ ვერ შეძლებს მსგავსი მატჩის შემობრუნებას"

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


წყარო:Redevils.Ru
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: R.v.Persie
22 ნოემბერი 2012 20:52
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ჩემი 50 სტატია, რომელიც საიტისთვის მე_700ა.

გარი მაგარი კაცი ხარ, ყველაზე მაგარი. hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№2
ავტორი: UTD-Rule
22 ნოემბერი 2012 20:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მალადეც ბექა )) გარი კიდევ ნამდვილი ლეგენდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Red Hooligan
22 ნოემბერი 2012 21:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
გარიიიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: Amanda Seyfried
22 ნოემბერი 2012 21:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მადლობ ავტორ ))) გარი უძლიერესია დაჩენი ლეგენდა love
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2012 21:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გარი ნამდვილი მანჩესტერელია love საღოლ ბექა! ძაან მაგარია love ფავორიტებშია megustamucho
0
№6
ავტორი: Jubo
22 ნოემბერი 2012 21:22
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
"ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ რაც არ უნდა ცუდი დღე ჰქონდეთ ცხოვრებაში, ყოველთვის შეხედონ ემბლემას, რომელიც მათ მკერდს უმშვენებს. თუ იქ იუნაიტედის ლოგოა, ყველაფერი კარგადაა. ის დღე, როცა ვერ დავინახავ ამ ლოგოს ის დღე იქნება ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში.
love
გილოცავ 50-ეს საღოლ ბექა!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: always ReD
22 ნოემბერი 2012 21:28
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ. კარგი გარი ნამდვილი ლეგენდაა!
0
№8
ავტორი: love united
22 ნოემბერი 2012 21:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..უმაგრესი სტატია...პირველი 2 სურათი რა მაგარია...ფერგის დაფეთებული სახე... wink love
0
№9
ავტორი: Luka Gelashvili
22 ნოემბერი 2012 21:47
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ის რა არი სქოულზს რო ტუჩებში კოცნის???
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№10
ავტორი: giochinio
22 ნოემბერი 2012 22:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
საღოლ კარგია,მაგრამ გაგრძელება არ ექნება?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top