თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2012, 20:51
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 4499,
კომენტარები: 16
იუნაიტედის ერთგული ეშმაკი
ის არ უყვართ, მაგრამ აფასებენ. მოწინააღმდეგე დასცინის მას ერთგულებისთვის, მაგრამ იუნაიტედის ფანები აღმერთებენ. მისი ცხოვრების სამი პრიორიტეტი:იუანიტედი, შვილები, ცოლი.
იუნაიტედის ერთგული ეშმაკი
"ისინი, ვინც არ გულშემატკივრობენ იუნაიტედს"

"მე ვნახე ბევრი ადამიანი, რომლებსაც კისერში ბურთი ჰქონდათ გაჩხერილი, ხმას არ იღებდნენ და კუთხეში იდგნენ მაშინ, როცა ჩვენ გავიფორმეთ ტრებლი 1999 წელს. დარწმუნებული ვარ, ამაზე ცუდი მათ არაფერი განუცდიათ, რომცა ჩვენ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ 30 ფუნტი ყოველ კვირას არაფერში ან რაიმე უაზრობაში. ან შეგიძლიათ "იკაიფოთ", იყიდოთ ბილეთი და უყუროთ მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს ოლდ ტრაფორდზე."

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"კლუბის ემბლემა"

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ რაც არ უნდა ცუდი დღე ჰქონდეთ ცხოვრებაში, ყოველთვის შეხედონ ემბლემას, რომელიც მათ მკერდს უმშვენებს. თუ იქ იუნაიტედის ლოგოა, ყველაფერი კარგადაა. ის დღე, როცა ვერ დავინახავ ამ ლოგოს ის დღე იქნება ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, არასდროს არ დავთანხმდებოდი სხვა კლუბში თამაშს"

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"დიდი კლუბები"

"არც ისე გიჟი ვარ, რომ მხოლოდ იუნაიტედი ჩავთვალო მსოფლიოს ერთადერთ უდიდეს კლუბად. კიდევ არის რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, მილანი, ბაიერნი, ლივერპული. ამ კლუბებს უმდიდრესი ისტორია და ტრადიციები აქვთ. ისინი ამ დიდების პედესტალიდან არასოდეს ჩამოვლენ."

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"იუნაიტედის სიყვარული"

"ყოველთვის მაღიზიანებს გულშემატკივრების საუბარი კლუბის პრეზიდენტებზე, დირექტორებზე და ასე შემდეგ. ეს არაა მნიშვნელოვანი. როდესაც კლუსბში მოდიხარ 5-10 წლის ბავშვი და გადიხართ საფეხბურთო სკოლის ყველა საფეხბურს და შემდეგ იღებ ოლდ ტრაფორდიზე დებიუტის შესანიშნავ საშუალებას რა მნისვნელობა აქვს ვინ გიყურებს დირექტორთა წევრებიდან. თქვენ გიყვარდებათ ეს გუნდი და მისი თამაში, ემბლემა, წითელი ფერი, ოლდ ტრაფორდის გაზონი. აი რამ მიგვიზიდა თქვენც და მეც ამ კლუბში. ერთხელ ყველამ ვთქვით:"ვაუ" და ამით იწყება ყველაფერი. ეს ემოციები მთელი ცხოვრების მანძილზე მიგყვებათ. როცა პირველად გამოვედი ოლდ ტრაფორდზე გაოცებული ვიყავი მისი სიდიდით. აღტაცებული ვიყავი. ამის შემდეგ შევიყვარე ყველაფერი, რაც ამ კლუბთან იყო დაკავშირებული.

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"საქმისადმი დამოკიდებულება"

"ახლაც მიკვირს, თუ როგორ მოვახერხე ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ყველაფერს ჩემი სიბბეჯითით მივაღწიე. თუ ვარჯიში 5 საათზე გვეწყებოდა 4.15 უკვე ბაზაზე ვუყავი. მე, ნიკი ბატი და პოლ სქოულზი ყველანი ასე ვიქცეოდით. ჩვენ ადგილობრივი ბიჭები ვიყავით. მალე შემოგვიერთდნენ დეივიდ ბექჰემი, რობი სევეჯი და კეიტ გილესპი. ადრე ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, მაგრამ ყოველთვის ვეუბენოდი თავს, რომ ეს ჩემთვის ზედმეტი იყო.

"ფერგის ბარტყები"

თუ არ იყავი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი აზრი არ ჰქონდა მწვრთნელთან ბევრ თხოვნას და გუნდში ასე ადგილის დამკვიდრება. აუცილებლად უნდა გაგეღოთ მსხვერპლი. 16 წლის ასაკში დავამთავრე სკოლა და გადავწყვიტე უარი მეთქვა ყველანაირ ახალგაზრდულ ცელქობაზე და მიზნად მთავარ გუნდში დამკვიდრება დავისახე. შეიძლება ეს ყველაფერი ცინიკურად ჟღერს, მაგრამ მე გავწყვიტე ურთიერთობა ყველა იმ მეგობართან, რომელსაც შეიძლება მოვეცდინე ამ საქმისგან. ისინი ჩემს ოცნებებს ხელს უშლიდნენ ალკოჰოლიზე დამოკიდებულებით და სხვა რამეებით. ყოველთვის მემახსოვრება მამაჩემის სიტყვები:"ცხოვრებაში არის მოლოდ ორი წელი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. იარე პირდაპირ და უკან არ გამოიხედო. მინდა, რომ ბოლომდე მიხვიდე"

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"ტესტი გამძლეობაზე"

"ყველანი ძალიან მკაცრ პირობებში გავიზარდეთ. ერიკ ჰარისონი ძალიან მომთხოვნი იყო და თითქმის გვაკლავდა ვარჯიშებზე. როცა პირველ გუნდში გადმოვედით ჩვენ უკვე საქმე გვქონდა მაკ ჰიუზთან, ერიკ კანტონასთან და პოლ ინსთან. არ შეიძლებოდა, რომ მედგრად არ ამ ვაჟკაცების გვერდით. ისინი ჩვენს პატარა ბიჭებს გვიყურებდენ როგორც მოწინააღმდეგეს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად. ისინი ამბობდნენ:"ამ ღლაპებს შეუძლიათ ტიტულების მოგება?

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"მკაცრი დამოკიდებულება პარტნიორებისგან"

"ჯერ კიდევ მახსოვს სტივ ბრიუსი, რომელმაც ერთ-ერთი თამაშის შემდეგ კინაღამ ნაფლეთებად მაქცია. მაკ ჰიუზი მიყვიროდა გასახდელში მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ფეხში ვერ მივეცი პასი. მახსოვს ერიკ კანტონას მომაკვდინებელი გამოხედვა, როი კინისა და ინსის ყვირილი ჩემს მიმართ. ეს ძალიან მძიმე სკოლა იყო. ეს იყო უმაღლესი საფეხბურთო გამოცდილება, რომელზეც ბევრი ოცნებობს. ჩვენ ვხედავდით თამაშის დონეს და იმ სტანდარტებს რასაც კლუბი მოითხოვდა. ზოგიერთი ჩვენ პარტნიორი ნამდვილი ცხოველი იყო. ბევრი მათგანი არ იყო კარგი ადამიანი. მათან მუშაობისას მაქსიმალურად უნდა გაგეძლო ან უნდა მომკვდარიყავი."

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"გამომუშავებული ხელფასი"

"პირველი კონტრაქტი გავაფორმე როცა 16 წლის ვიყავი. კვირაში 29.5 ფუნტს ვიღებდი ორი წლის განმავლობაში. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ ამ კლუბში ფულის გამო არ მოვსულვარ. აქ იმიტომ მოვედი, რომ იუნაიტედს ვაღმერთებ. "

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


"ბარსელონური ტრიუმფის კვალდაკვალ"

"ნახევარფინალში, როცა იუვენტუსთან ვაგებდით დევიდ ბექჰემი მოვიდა და მითხრა:"ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ." ამის დაჯერება მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც არ ადევნებდა მატჩს თვალყურს. მოძრაობაზე დამიჭირა ინძაგიმ და გაიტანა გოლი. სტამიც არ იყო თავის ჭკუაზე. მხოლოდ რონი იონსენი დარბოდა მთელს მოედანზე. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ძლიერები ვიყავით სულიერად, რომ მოგვეგო ეს მატჩი. ვფიქრობ ვერავინ ვერ შეძლებს მსგავსი მატჩის შემობრუნებას"

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი

იუნაიტედის ერთგული ეშმაკი


წყარო:Redevils.Ru
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Beckham 7
22 ნოემბერი 2012 22:40
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ საღოლ ძმაო : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№12
ავტორი: Malboro463
22 ნოემბერი 2012 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
საღოლ ავტორ კარგი სტატია .
0
№13
ავტორი: Shako Jones
23 ნოემბერი 2012 00:16
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კაპიტანოოო!!! კანტონა და ჰიუზი რა კაცები ყოფილან :D:D:D
0
№14
ავტორი: Ví Ví
23 ნოემბერი 2012 11:21
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ბექემი და გარი ტანგოს ცეკვავენ ტო :D :D :D
0
№15
ავტორი: love united
23 ნოემბერი 2012 11:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
TrueDeviL
სკოულზმა იმ თამაშში ისეთი რაღაც გააკეთა კოცნა კი არა რომ არ მიცა მადლობა უნდა ვუთხრათ.... wink
0
№16
ავტორი: VaRdo
23 ნოემბერი 2012 11:51
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ მკვლელი სტატიაა : )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top