თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2014, 08:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 15
EXCLUSIVE: "იუნაიტედმა" ჰუმელსს მიმართა
ერთი ნაბიჯი წინ.
EXCLUSIVE:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალურ მცველს, მატს ჰუმელსს მიმართა, რათა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის სურვილის შესახებ ცნობა მიეღო.

სანამ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებდნენ, "იუნაიტედის" ბოსებს სურთ თავად 25 ფეხბურთელის პოზიციის გაგება.

"იუნაიტედი" წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს განცდილ მარცხს არ უშინდება და მეორედ მიმართავს მატს ჰუმელსს.

გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს დევიდ მოიესი უშედეგოდ ცდილობდა ცესკ ფაბრეგასის გადმობირებას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ "ბარსელონას" რიგებში ირიცხებოდა.

ფაბრეგასის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოყვანა წელსაც იგეგმებოდა, თუმცა ლონდონის "ჩელსიმ" კონკურენტებს სძლია და ესპანელი "სტემფორდ ბრიჯზე" წაიყვანა.

ჰუმელსს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ერთად 1/2 ფინალურ ეტაპზე იმყოფება, "ბორისიასთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

"იუნაიტედის" ახალი ბოსი, ლუი ვან გაალი უკვე დიდი ხანია მოხიბლულია ჰუმელსით, რის გამოც გუშინ თავად ფეხბურთელს მიმართეს შეთავაზებით. ვან გაალს "ბაიერნშიც" კი სურდა ჰუმელსის დაბრუნება, მას შემდეგ, რაც გერმანელმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა.

ვან გაალი მატსს მიიჩნევს მცველად, რომლის ირგვლივაც დაცვის ხაზის აშენებას აპირებს. "იუნაიტედს" კი ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წასვლის შემდეგ ძალიან სჭირდება დაცვის ცენტრში გამაგრება.

ვან გაალს ასევე სურს ტომას ვერმაელენი, რომელიც ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება.

dailystar
სიახლეები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
8 ივლისი 2014 08:59
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რა არ მესმის იცით ? რო გინდათ ხოლმე ეს როისები და ჰუმელსები, ვინ გამოუშვებს ჩვენთან, რო დაფიქრდეთ ? საუთჰემპტონი ხომ არ არის, არანაირ თასზე პრეტენზია არ ჰქონდეს და ფეხბურთელების გაყიდვით შოულობდნენ დიდ თანხებს. აბა ცოტა დაუკვირდით, თქვენ რო ბორუსიას დირექტორი იყოთ, გუნდის მთავარ ფეხბურთელს გაუშვებდით ? მე არ მჯერა ამ ტრანსფერის, მიუხედავად ამისა თუ გადმოვა გამიკვირდება, მაგრად ძალიან ბედნიერიც ვიქნები. ვნახოთ რა მოხდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Manchester_M
8 ივლისი 2014 10:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
chudikone,
სადაც გიოტცე და ლევანდოვსკი გაუშვეს იქ ჰუმელსმაც რომ მოინდომოს ვერ დააკავებენ :))
0
№3
ავტორი: Count Alucard
8 ივლისი 2014 10:36
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან ძლიერი მცველია ჰუმელსი და რაღაც მეეჭვება დორტმუნდი ადვილად შეელიოს, გაგვიჭირდება რადგან ბორუსიამ უკვე ნახა ლიდერების დაკარგვით რაც ემართებათ და იგივე შეცდომას არ დაუშვებენ.
0
№4
ავტორი: Berba 9
8 ივლისი 2014 11:10
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
chudikone,

ეგრე მაშინ მაღალი დონის კლუბში ფეხბურთელი, რომ გამოჩნდება არავინ არ უნდა გაყიდონ... ლევერკუზენს შურლე არ უნდა გაეყიდა, იგივე დორტმუნდს გიოცე ლევანდოვსკი და ასე შემდეგ :)) მაშინ ტრანსფერები აღარ უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Macklemore
8 ივლისი 2014 11:38
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან მაგარი იქნება ამის ტრანსფერი!!!

ძაან მაგარი იქნება ამის ტრანსფერი!!!

ძაან მაგარი იქნება ამის ტრანსფერი!!!
0
№6
ავტორი: Malboro463
8 ივლისი 2014 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
სანამ ამას ბარსა ან ბაიუერნი დაიყვანს ჯობია იყიდონ
0
№7
ავტორი: gilmour
8 ივლისი 2014 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ამ ტრანსფერს ყველაზე მაგრად ველოდები და ვნახოთ რა იქნება.
0
№8
ავტორი: RedTeen
8 ივლისი 2014 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ფინალში რომ გავა ჰოლანდია.. იქ რომ დაამარცხებს გერმანიას მერე მოუნდება ჰუმელსს გაალთან მუშაობა.. :))))
0
№9
ავტორი: Best 7
8 ივლისი 2014 12:55
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მინდა ჰუმელსი მინდააააააააააააააააააააა gun2
0
№10
ავტორი: GeorgeBest
8 ივლისი 2014 14:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამაზე მაგარს ვერავის დავითრევთ. ზუსტად ისაა ვინც გვწირდება და იმედია რამე გამოვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top