თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2014, 08:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 15
EXCLUSIVE: "იუნაიტედმა" ჰუმელსს მიმართა
ერთი ნაბიჯი წინ.
EXCLUSIVE:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალურ მცველს, მატს ჰუმელსს მიმართა, რათა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის სურვილის შესახებ ცნობა მიეღო.

სანამ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებდნენ, "იუნაიტედის" ბოსებს სურთ თავად 25 ფეხბურთელის პოზიციის გაგება.

"იუნაიტედი" წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს განცდილ მარცხს არ უშინდება და მეორედ მიმართავს მატს ჰუმელსს.

გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს დევიდ მოიესი უშედეგოდ ცდილობდა ცესკ ფაბრეგასის გადმობირებას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ "ბარსელონას" რიგებში ირიცხებოდა.

ფაბრეგასის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოყვანა წელსაც იგეგმებოდა, თუმცა ლონდონის "ჩელსიმ" კონკურენტებს სძლია და ესპანელი "სტემფორდ ბრიჯზე" წაიყვანა.

ჰუმელსს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ერთად 1/2 ფინალურ ეტაპზე იმყოფება, "ბორისიასთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

"იუნაიტედის" ახალი ბოსი, ლუი ვან გაალი უკვე დიდი ხანია მოხიბლულია ჰუმელსით, რის გამოც გუშინ თავად ფეხბურთელს მიმართეს შეთავაზებით. ვან გაალს "ბაიერნშიც" კი სურდა ჰუმელსის დაბრუნება, მას შემდეგ, რაც გერმანელმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა.

ვან გაალი მატსს მიიჩნევს მცველად, რომლის ირგვლივაც დაცვის ხაზის აშენებას აპირებს. "იუნაიტედს" კი ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წასვლის შემდეგ ძალიან სჭირდება დაცვის ცენტრში გამაგრება.

ვან გაალს ასევე სურს ტომას ვერმაელენი, რომელიც ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება.

dailystar
სიახლეები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
8 ივლისი 2014 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ ნეტა დაითრიონ ან ეს ან მანგალა
0
№12
ავტორი: Esi
8 ივლისი 2014 15:35
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეჰ
0
№13
ავტორი: VaRdo
8 ივლისი 2014 17:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გადმო გადმო. დაცვის პრობლემაც მოვაგვაროთ თორე მარტო შოუთი არაფერი შეიცვლება დიდად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: Aon1
8 ივლისი 2014 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ამის გადმოსვლის შAნესებს ასე შევაფასებდი 5% ჰაჰა ტუ ფინალში წააგეს ჰოლანდიასთან 10%
0
№15
ავტორი: don_vini
8 ივლისი 2014 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
არ მაქვს დიდი იმედი სამწუხაროდ ამსი გადმოსვლის.ყველაზე მეტად კი მინდა ეს რომ მოვიდეს,მაგრამ რავიცი არ მგონია.თუ მოვა დიდად გამახრებენ,ასე რომ წარმატებები ამის ყიდვაში:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top