თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2014, 15:40
ავტორი: washington,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 12
ექსკლუზივი ლუკ შოუსგან
შოუსთან ინტერვიუს ჩაწერა "ტელეგრაფმა" გადაწყვიტა, რაც მეტ ნაკლებად საინტერესო გამოვიდა....
ექსკლუზივი ლუკ შოუსგან
ლუკ შოუ - დაიბადა 1995 წლის 12 ივლისს, ინგლისელი მარცხენა მცველის კარიერა საფეხბურთო კლუბ "საუტჰემპტონში" დაიწყო. გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედს" გაძლიერება ყველაზე მეტად დაცვაში სჭირდებოდა, ამას ყველა ამჩნევდა და სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა თუ არა, კლუბის ხელმძღვანელობამ შოუ € 29.5 მილიონად გადაიბირა. შოუსთან ინტერვიუს ჩაწერა "ტელეგრაფმა" გადაწყვიტა და "იუნაიტედში" გადასვლის მილოცვით დაიწყო.

- პირველ რიგში გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები

- "ეს ემოცია ენით აუღწერელს, უფრო სწორად რომ ვთქვათ სიზმარს ჰგავს და ჯერ კიდევ მიჭირს ამის დაჯერება, რომ “მანჩესტერის” ფეხბურთელი გავხდი. უმჯობესია შემდეგ კითხვაზე გადახვიდეთ, რადგან რთულია ემოციების გამოხატვა ასე უცბათ. ბედნიერებისგან სიტყვები არ მყოფნის".

- იფიქრებდით, რომ ეს ბედნიერი დღე თქვენთვის დადგებოდა?

- "საუტჰემპტონს" შეურაწყოფას არ ვაყენებ, მათ საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო აკადემია აქვთ. თუმცა მუდამ ვოცნებობდი ისეთ გუნდში გადასვლაზე, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". თუმცა მიჭირდა იმის წარმოდგენა, თუ როდესმე ამ კლუბის შეფები დამიკავშირდებოდნენ. როცა “მანჩესტერის” დაინტერესების თაობაზე პირველად შევიტყვე და ლაპარაკი უკვე კარგისკენ წარიმართა, შოკში ჩავვარდი".

- თქვენი ოჯახის წევრების რეაქცია როგორი იყო?

- "სიმართლე გითხრათ, ვცდილობდი ყველაფერი ეს საიდუმლოდ შემენახა და “მანჩესტერში” შესაძლო გადასვლის ვარიანტზე მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ვუამბე. მშობლებს როცა ვუთხარი, ატირდნენ, რადგან ყველაზე კარგად მათ იციან, რომ ჩემთვის ეს ოცნების ასრულება იყო".

- საკმაოდ კარგი კარიერა გაქვთ, ამავდროულად ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ. რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი?

- "ფეხბურთი ძალიან მიყვარს, რადგან ეს ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ვინმე თუ მაკრიტიკებს იმის გამო, რომ ცუდათ ვითამაშე მათ არ ვუსმენ და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად ვზრუნავ(დი). არ აქვს, რომელი გუნდის ღირსებაც ვიცავ, ჩემთვის მთავარი მაღალ დონეზე ასპარეზობაა. მიუხედავად ჩემი ასაკისა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე, რომელიც ზუსტად იქ დასრულდა, სადაც მინდოდა".

- შეგიძლიათ "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობის ფეხბურთელად პირველივე სეზონში იქცეთ?

- "რა თქმა უნდა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად ვარ ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდე. ზურგს სერიოზული კარიერა მიმაგრებს, შეიძლება მქონდა აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები, თუმცა ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა".

- მოკლედ გვითხარით თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- "მინდა გუნდის წინგადადგმულ ნაბიჯებში ჩემი არამოკრძალებული წვლილი შევიტანო".

- 18 წლის ლუკ შოუ, თუ პატრის ევრამ კლუბი არ დატოვა, რაიმეს ისწავლის მისგან?

- "ძალიან მინდა, რომ ევრა კლუბში დარჩეს. რაიმეს კიარა ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი ფრანგისგან. ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს, რამდენიმე თვეა რაც ინგლისის ნაკრებიდან მუნდიალზე მიმიწვიეს და იმდენი რამ ვისწავლე უკვე, რაც "სოტონში" (ხუმრობს). რაც უფრო მაღალი დონის გუნდში და მაღალი დონის მოთამაშეების გვერდით თამაშობ, მით უფრო დიდ გამოცდილებას იღებ".

- გასულ წელს გუნდი ყველა ტურნირზე ხელმოცარული დარჩა. ეს თქვენთვის დამატებითი სტიმული იქნება?

- "დიახ და იდეალური იქნება, თუ გუნდი გამარჯვებების გზას წელსვე დაადგება".

- რამდენად შეეფერება “მანჩესტერის” სათამაშო სტილი თქვენსას?

- "სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ჭკვიან დამცველად მთვლიან. ძალიან ამბიციური ვარ და მუდამ ვცდილობ გუნდისთვის სარგებლის მომტანი ვიყო, რის გამოც “იუნაიტედს” ალბათ გამოვადგები. ამ გუნდის სათამაშო ფილოსოფია ძალიან მომწონს და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი".

- შეგიძლია გვითხრათ, თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები?

- "ვცდილობ თამაშში გამუდმებით ჩართული ვიყო და ვფიქრობ, ეს თანამედროვე ფეხბურთში თითოეული დამცველისთვის დიდი პლიუსია".

- და ბოლოს უეინ რუნის, რობინ ვან პერსისა და პატრის ევრას გვერდით თამაში თქვენთვის რამდენად დიდი პატივია?

- "პატივია და უმჯობესიცაა ისინი შენს წინააღმდეგ კი არა, შენს მხარდამხარ რომ თამაშობდნენ".

წყარო: www.telegraph.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
5 ივლისი 2014 15:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სულ ერერაზე იწერება და შოუც დროული იყო ყოჩაღ გიო winked

მაგრად მომწონს ეს ბიჭი ძალიან კარგი მცველია და ყველაფერი წინ აქვს, ჯერ 18 წლისაა და უკვე ასეთ დონეზე თამაშობს. ევრას წასვლა სისულელეა და როგორც შოიუმ თქვა მისგან ძალიან ბევრს ისწავლის. ამბიციურია და მომწონს ეს, პირველი ნაბიჯი მართლაც შოუს შეძენა იყო, საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადეთ მაგრამ რირდა ამად
0
№2
ავტორი: darcmela
5 ივლისი 2014 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
აბა ვის უნდა პერსის და რუნის წინააღმდეგ თამაში ერთი
0
№3
ავტორი: washington
5 ივლისი 2014 16:01
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: გიორგი
სულ ერერაზე იწერება და შოუც დროული იყო ყოჩაღ გიო

ასაკთან ერთად ინტერვიუების გამოქვეყნებაზეც გვეჩაქრებოდა ეს ბიჭი და მიუხედავად სტატიის მოცულობისა გადავწყვიტე დამეწერა wink გაიხარე request

მეც მომწონს ეს ბიჭი.. ძალიან ჭკვიანია და მიუხედავად იმისა, რომ შეტევებში ხშირად ადის, უკან ჩამოსვლას მშვენივრად ასწრებს, რაც შეეხება ფლანგიდან მის ჩაწოდებებს როგორც სოტონში ისევე იუნაიტედშიც იდეალური იქნება და პერსი მინიმუმ 5 გოლს თავით შეაგდებს ამის ასისტებით wink ყოველ შემთხვევაში იანგმა და ვალენსიამ სულ რო 100 ჯერ ჩააწოდონ ერთ თამაშში ამის ერთი ჩაწოდება მირჩევნია იმ 100-იდან lol გასული სეზონის ფონზე, თუ ვიმსჯელებთ დამეთანხმებით...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: ლადო
5 ივლისი 2014 16:39
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
washington,
საღოლ გიო...

დიდი იმედი მაქვს რომ გაამართლებს...
0
№5
ავტორი: red devil
5 ივლისი 2014 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი ბიჭია და იმედია დიდი ხელფასი მოტივაციას არ დაუკარგავს
0
№6
ავტორი: DaTo_O
5 ივლისი 2014 18:07
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ძალიან კარგი ბიჭი მეიმედება ამის ძალიან და იმედია წარმატებას მოგვიტანს იმიტომ, რომ ძალიან ბვერია გადახდილი ამიტომ იმედები უნდა გაამართლოს request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№7
ავტორი: chudikone
5 ივლისი 2014 19:10
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჰოი, რა დღე ელით პრემიერ ლიგის გუნდებს აგვისტოოდაან !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Manchester_M
5 ივლისი 2014 19:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველაზე მეტად ის ასწორებს რომ ვან გაალის ტაქტიკას 5+ ით ერგება :D
0
№9
ავტორი: LizarD
6 ივლისი 2014 01:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კარგი სტატიაა, მომწონს მისი აზროვნება. კარგია რომ ავტორიტეტები არ ჰყავს და პირველ გუნდში ძირითადი უნდა
0
№10
ავტორი: RojoDiablo
6 ივლისი 2014 10:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
washington,
ვეთანხმები ქონის. ეს ძალიან სასარგებლო საქმე გაგიკეთებია, რადგან ამაზე არავინ არაფერს წერს. რაღაც მასზეც ხომ უნდა გაგვეგო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top