ლუკ შოუ - დაიბადა 1995 წლის 12 ივლისს, ინგლისელი მარცხენა მცველის კარიერა საფეხბურთო კლუბ "საუტჰემპტონში" დაიწყო. გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედს" გაძლიერება ყველაზე მეტად დაცვაში სჭირდებოდა, ამას ყველა ამჩნევდა და სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა თუ არა, კლუბის ხელმძღვანელობამ შოუ € 29.5 მილიონად გადაიბირა. შოუსთან ინტერვიუს ჩაწერა "ტელეგრაფმა" გადაწყვიტა და "იუნაიტედში" გადასვლის მილოცვით დაიწყო.
- პირველ რიგში გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები
- "ეს ემოცია ენით აუღწერელს, უფრო სწორად რომ ვთქვათ სიზმარს ჰგავს და ჯერ კიდევ მიჭირს ამის დაჯერება, რომ “მანჩესტერის” ფეხბურთელი გავხდი. უმჯობესია შემდეგ კითხვაზე გადახვიდეთ, რადგან რთულია ემოციების გამოხატვა ასე უცბათ. ბედნიერებისგან სიტყვები არ მყოფნის".
- იფიქრებდით, რომ ეს ბედნიერი დღე თქვენთვის დადგებოდა?
- "საუტჰემპტონს" შეურაწყოფას არ ვაყენებ, მათ საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო აკადემია აქვთ. თუმცა მუდამ ვოცნებობდი ისეთ გუნდში გადასვლაზე, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". თუმცა მიჭირდა იმის წარმოდგენა, თუ როდესმე ამ კლუბის შეფები დამიკავშირდებოდნენ. როცა “მანჩესტერის” დაინტერესების თაობაზე პირველად შევიტყვე და ლაპარაკი უკვე კარგისკენ წარიმართა, შოკში ჩავვარდი".
- თქვენი ოჯახის წევრების რეაქცია როგორი იყო?
- "სიმართლე გითხრათ, ვცდილობდი ყველაფერი ეს საიდუმლოდ შემენახა და “მანჩესტერში” შესაძლო გადასვლის ვარიანტზე მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ვუამბე. მშობლებს როცა ვუთხარი, ატირდნენ, რადგან ყველაზე კარგად მათ იციან, რომ ჩემთვის ეს ოცნების ასრულება იყო".
- საკმაოდ კარგი კარიერა გაქვთ, ამავდროულად ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ. რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი?
- "ფეხბურთი ძალიან მიყვარს, რადგან ეს ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ვინმე თუ მაკრიტიკებს იმის გამო, რომ ცუდათ ვითამაშე მათ არ ვუსმენ და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად ვზრუნავ(დი). არ აქვს, რომელი გუნდის ღირსებაც ვიცავ, ჩემთვის მთავარი მაღალ დონეზე ასპარეზობაა. მიუხედავად ჩემი ასაკისა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე, რომელიც ზუსტად იქ დასრულდა, სადაც მინდოდა".
- შეგიძლიათ "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობის ფეხბურთელად პირველივე სეზონში იქცეთ?
- "რა თქმა უნდა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად ვარ ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდე. ზურგს სერიოზული კარიერა მიმაგრებს, შეიძლება მქონდა აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები, თუმცა ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა".
- "მინდა გუნდის წინგადადგმულ ნაბიჯებში ჩემი არამოკრძალებული წვლილი შევიტანო".
- 18 წლის ლუკ შოუ, თუ პატრის ევრამ კლუბი არ დატოვა, რაიმეს ისწავლის მისგან?
- "ძალიან მინდა, რომ ევრა კლუბში დარჩეს. რაიმეს კიარა ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი ფრანგისგან. ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს, რამდენიმე თვეა რაც ინგლისის ნაკრებიდან მუნდიალზე მიმიწვიეს და იმდენი რამ ვისწავლე უკვე, რაც "სოტონში" (ხუმრობს). რაც უფრო მაღალი დონის გუნდში და მაღალი დონის მოთამაშეების გვერდით თამაშობ, მით უფრო დიდ გამოცდილებას იღებ".
- გასულ წელს გუნდი ყველა ტურნირზე ხელმოცარული დარჩა. ეს თქვენთვის დამატებითი სტიმული იქნება?
- "დიახ და იდეალური იქნება, თუ გუნდი გამარჯვებების გზას წელსვე დაადგება".
- რამდენად შეეფერება “მანჩესტერის” სათამაშო სტილი თქვენსას?
- "სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ჭკვიან დამცველად მთვლიან. ძალიან ამბიციური ვარ და მუდამ ვცდილობ გუნდისთვის სარგებლის მომტანი ვიყო, რის გამოც “იუნაიტედს” ალბათ გამოვადგები. ამ გუნდის სათამაშო ფილოსოფია ძალიან მომწონს და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი".
- შეგიძლია გვითხრათ, თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები?
- "ვცდილობ თამაშში გამუდმებით ჩართული ვიყო და ვფიქრობ, ეს თანამედროვე ფეხბურთში თითოეული დამცველისთვის დიდი პლიუსია".
- და ბოლოს უეინ რუნის, რობინ ვან პერსისა და პატრის ევრას გვერდით თამაში თქვენთვის რამდენად დიდი პატივია?
- "პატივია და უმჯობესიცაა ისინი შენს წინააღმდეგ კი არა, შენს მხარდამხარ რომ თამაშობდნენ".