თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2014, 11:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2693,
კომენტარები: 15
№ 11 - ვინ იქნება შემდეგი?
ვინ "შეცვლის" გიგზს.
№ 11 - ვინ იქნება შემდეგი?
24 წლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" 11 ნომრიანი მაისური პირველად გახდა ვაკანტური, მაგრამ განსხვავებით 7 ნომრიანი მაისურისა, მისი ნათელი ჩამცმელი არ არსებობს.

ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები გაბრწყინებასა და იმის ჩვენებას, რომ ისინი ნამდვილად არიან ასეთი ღირსების ტარების ღირსნი - რაც თავისებურ "ლეგენდარულ მაისურად" შეიქმნა კლუბისთვის, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავდა კაცი, რომელმაც ხანგრძილი და წარმატებული კარიერა შექმნა და რომლის სახელიც რაიან გიგზია. თუმცა შეიძლება გამოვყოთ ერთადერთი კანდიტატი, რომელსაც ესპანელი ფეხბურთელი, ხუან მატა წარმოადგენს. ის უკვე გახლავთ გულშემატკივართა "საყვარელი" ფეხბურთელი და მას საკმაო ოსტატობაც აქვს იმისთვის, რომ ეს როლი იტვრითოს. თუმცა გუნდში მოსვლისას მან განაცხადა, რომ კლუბის ძვირფას ნომრებს არ მოირგებდა და საეჭვოა ამ ზაფხულს რამე შეიცვალოს.

ზოგიერთი გულშემატკივარი თვლის, რომ ეს ნომერი ტომ ლოურენსს უნდა ერგოს. მას ძალუძს "იუნაიტედის" პირველ გუნდში შესვლა, მაგრამ ამ ბიჭმა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო და სეზონის დანარჩენი ნაწილი "იოვილისა" და "კარლაილის" მსგავს გუნდებში გაატარა.

თუ მაისური მორგებულია იმისთვის, რომ მან მისი მფლოებელის ნიჭს გასუვას ხაზი, რა თქმა უნდა ის არა მორგებული, არამედ გამომუშავებული უნდა იყოს, რაც ნიჭისა და თავდადების ხარჯზე უნდა მოხდეს და არა ქველომოქმედების შედეგად. ამ მიზეზით, თუ "წითელი ეშმაკები" მოინდომებენ 11 ნომრიანი მაისურის ვინმესთვის მიცემას, მას ახალი ხელწერა უნდა ჰქონდეს.

ფლანგის ამჟამინდელი მოთამაშეებისგან ვინ იმსახურებს ამას? ნანი - ალბათ დატოვებს "ოლდ ტრაფორდს". ანტონიო ვალენსიას თამაში კი უბრალოდ ჩავარდა მას შემდეგ, რაც 7 ნომრიანი მაისური მოირგო. რაც შეეხება ეშლი იანს, შეიძლება ითქვას მან უკვე ჩაახშო ეს მოსაზრება, როცა 18 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც კარიერის უდიდეს პერიოდში ლეგენდარულ ფეხბურთელს, პოლ სქოულზს ეკუთვნოდა.

ლუი ვან გაალი პირველ რიგში ფლანგებს გაამაგრებს და სწორედ ამის გამო ჰოლანდიელი ვუნდერკინდი, მემფის დეპაი აქტიურად არის დაკავშირებული "მანჩესტერ იუნაიტედთან". ის კარგი კანდიდატი იქნებოდა ამ ნომრისთვის - მემფისი მთელი სეზონის განმავლობაში 12 გატანილი გოლითა და 7 საგოლე გადაცემით "პსვ"-ს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.

როცა კრიშტიანუ რონალდუ მოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექსმა საკმარისი სიმამაცე გამოიჩინა და მას 7 ნომრიანი მაისური უბოძა, მიუხედავ იმისა, რომ რონალდუს სხვა ალტერნატივაც ჰქონდა. ბოლოს კი რონალდუ იქცა ერთ-ერთ საუკეთესო 7-ანად, რომელიც "იუნაიტედს" ოდესმე ჰყოლია.

მოთამაშეთა ნომრები აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ადრე იყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისტორიას ეკუთვნის და ფეხბურთელი, რომელიც გიგზის კვალს გაჰყვება გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოექცევა.

manutd8.com


უნდა გაუქმდეს თუ არა №11

დიახ
არა

სიახლეები, სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ივლისი 2014 11:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე ვფიქრობ საკმაოდ საგულისხმო თემაა. მართალია, ვინც არ უნდა წავიდეს კლუბი რცება კლუბად, მაგრამ ეს გიგზია ხალხო. ეს 11 ნომერია და ეს საჭირო და განსახილველია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
3 ივლისი 2014 12:00
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ეს ნომრების გაუქმება არასწორი მგონია. მეორე ის რომ, მატა ფლანგის ფეხბურთელი არ არის, და ვინც 11 ნომერს მოირგებს გიგზისნაირი ფეხბურთელი უნდა იყოს. ტიპიური ვინგერი. მერე ის რომ აქ რო წერია
11 ნომრიანი მაისური პირველად გახდა ვაკანტური, მაგრამ განსხვავებით 7 ნომრიანი მაისურისა, მისი ნათელი ჩამცმელი არ არსებობს.
7 ნომერზე ვინ ჩანს ჩამცმელი ? ქლევერლი ? თუ ვინ ? არც შვიდი ნომერის კანდიდატი ჩანს და არც 11ის ჯერ. მომავალში იანუზაი შეიძლება, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი რამ აქვს კიდევ დასამტკიცებელი. თუ სხვა არავინ დავიმატეთ მასზე უკეთესი, მაშინ მომავალში ამაზე ფიქრი შეიძლება. არც 9 ნომერის კანდიდატურა გვყავს გუნდსი, პერსის თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მან თქვა რომ 20 ნომერი იღბლიანი გამოდგა და თან არ მინდა გულშემატკივრებს ფული ზედმეტად დავახარჯინო, ვისაც ჩემი 20 ნომრიანი მაისურიაქვთ შეძენილიოო.. ვნახოთ როგორ გადანაწილდება ნომრებით. მთავარია კარგად ითამაშონ თორე 44საც არაფერი უჭრეს :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Manchester_M
3 ივლისი 2014 12:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როისი მინდა მოიყვანონ და 11 ნომერი ჩააცვან და 7 ნომერი ჯერ რავიცი მართლა არავინ გვყავს :X
0
№4
ავტორი: nikusha1999
3 ივლისი 2014 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
რაც არ უნდა იყოს ნომერი არ უნდა გააუქმონ
0
№5
ავტორი: levanb
3 ივლისი 2014 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მე მგონი ამ საკითხს, ვეთანხმები ყველას ვინც ამბობს რომ ნომერი არ უნდა გაუქმდეს, ტრადიცია უნდა გრძელდებოდეს, როგორც ეს 7 ნომერთან დაკავშირებით ხდება, მიხარია რომ უკვე 2 ნომერია რომლის ტარებაც პატივია და დიდი პასუხისმგებლობაა, ეგ გარკვეულ დამატებით მონდომებას იწვევს. ჩემი აზრით ვან გაალი მოიკცევა ისე როგორც მოიქცა თავის დროზე ფერგი და ამ ნომრებით დაასაჩუკრებს ჩვენი გუნდის მომავალს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ვინც უნდა შექმნას მანიუს მომავალი მე ეგეთები იანუზაი და უილსონი მგონია. მისცეს დამატებითი სტიმული ამ ორ უნიჭიერეს ახალგაზრდას.
0
№6
ავტორი: Goginashvili777
3 ივლისი 2014 13:00
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ვინც არ უნდა დატოვოს კლუბი მანც რჩება დიდი სახელი
"მანჩესტერ იუნაიტედი" !! 11 ნომრის გაუქმება არასწორი საქციელი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: GeorgeBest
3 ივლისი 2014 13:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონი იანუზაის თუ მისცემენ ძალიან კარგი იქნება. დიდი პასუხისმგებლობაცაა და მოტივაციაც
0
№8
ავტორი: RedTeen
3 ივლისი 2014 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
იანუზაი ზედგამოჭრილი ვარიანტია 11 ნომრისთვის... მასე კანტონას 7-ც უნდა გაეუქმებინათ თუ ისე ვიმსჯელეთ რო ლეგენდის იყო და სხვა ვეღარ მოირგებს.. იანუზაი ან ვილსონი კარგი ვარიანტია.. მაგრამ უფრო იანუზაის მოვიაზრებ...
0
№9
ავტორი: RedGirl
3 ივლისი 2014 17:35
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რავიცი ნომრის გაუქმება მაინც არ მიმაჩნია სწორად და რატომ. გიგზის პატივსაცემად კიდევ სხვა რამის მოფიქრება შეიძლება და 11 ნომრიანი მაისურით თამაში ნებისმიერი ახალგაზრდისთვის დიდი მოტივაცია იქნება რატომ უნდა დავუკარგოთ ეს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: Count Alucard
3 ივლისი 2014 20:42
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან ბევრი სპეკუალიცა შეიძლება ვის ეკუთვნის და ვის არა ეს ნომერი მაგრამ მგონი ჯობია ამ სეზონში არავის მისცენ და იქითა სეზონიდან დაარიგონ 11 და 7 ნომრიანი მაისურები იმის მიხედვით თუ ვინ დაიმსახურებს. ადნანი ჯერ პატარაა და არ ეკუთვნის არცერთი და სხვა არავინ ჩანს გუნდში ისეთი ვინც დაიმსახურებს ან ერთს ან მეორეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top