თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2014, 11:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2694,
კომენტარები: 15
№ 11 - ვინ იქნება შემდეგი?
ვინ "შეცვლის" გიგზს.
№ 11 - ვინ იქნება შემდეგი?
24 წლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" 11 ნომრიანი მაისური პირველად გახდა ვაკანტური, მაგრამ განსხვავებით 7 ნომრიანი მაისურისა, მისი ნათელი ჩამცმელი არ არსებობს.

ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები გაბრწყინებასა და იმის ჩვენებას, რომ ისინი ნამდვილად არიან ასეთი ღირსების ტარების ღირსნი - რაც თავისებურ "ლეგენდარულ მაისურად" შეიქმნა კლუბისთვის, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავდა კაცი, რომელმაც ხანგრძილი და წარმატებული კარიერა შექმნა და რომლის სახელიც რაიან გიგზია. თუმცა შეიძლება გამოვყოთ ერთადერთი კანდიტატი, რომელსაც ესპანელი ფეხბურთელი, ხუან მატა წარმოადგენს. ის უკვე გახლავთ გულშემატკივართა "საყვარელი" ფეხბურთელი და მას საკმაო ოსტატობაც აქვს იმისთვის, რომ ეს როლი იტვრითოს. თუმცა გუნდში მოსვლისას მან განაცხადა, რომ კლუბის ძვირფას ნომრებს არ მოირგებდა და საეჭვოა ამ ზაფხულს რამე შეიცვალოს.

ზოგიერთი გულშემატკივარი თვლის, რომ ეს ნომერი ტომ ლოურენსს უნდა ერგოს. მას ძალუძს "იუნაიტედის" პირველ გუნდში შესვლა, მაგრამ ამ ბიჭმა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო და სეზონის დანარჩენი ნაწილი "იოვილისა" და "კარლაილის" მსგავს გუნდებში გაატარა.

თუ მაისური მორგებულია იმისთვის, რომ მან მისი მფლოებელის ნიჭს გასუვას ხაზი, რა თქმა უნდა ის არა მორგებული, არამედ გამომუშავებული უნდა იყოს, რაც ნიჭისა და თავდადების ხარჯზე უნდა მოხდეს და არა ქველომოქმედების შედეგად. ამ მიზეზით, თუ "წითელი ეშმაკები" მოინდომებენ 11 ნომრიანი მაისურის ვინმესთვის მიცემას, მას ახალი ხელწერა უნდა ჰქონდეს.

ფლანგის ამჟამინდელი მოთამაშეებისგან ვინ იმსახურებს ამას? ნანი - ალბათ დატოვებს "ოლდ ტრაფორდს". ანტონიო ვალენსიას თამაში კი უბრალოდ ჩავარდა მას შემდეგ, რაც 7 ნომრიანი მაისური მოირგო. რაც შეეხება ეშლი იანს, შეიძლება ითქვას მან უკვე ჩაახშო ეს მოსაზრება, როცა 18 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც კარიერის უდიდეს პერიოდში ლეგენდარულ ფეხბურთელს, პოლ სქოულზს ეკუთვნოდა.

ლუი ვან გაალი პირველ რიგში ფლანგებს გაამაგრებს და სწორედ ამის გამო ჰოლანდიელი ვუნდერკინდი, მემფის დეპაი აქტიურად არის დაკავშირებული "მანჩესტერ იუნაიტედთან". ის კარგი კანდიდატი იქნებოდა ამ ნომრისთვის - მემფისი მთელი სეზონის განმავლობაში 12 გატანილი გოლითა და 7 საგოლე გადაცემით "პსვ"-ს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.

როცა კრიშტიანუ რონალდუ მოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექსმა საკმარისი სიმამაცე გამოიჩინა და მას 7 ნომრიანი მაისური უბოძა, მიუხედავ იმისა, რომ რონალდუს სხვა ალტერნატივაც ჰქონდა. ბოლოს კი რონალდუ იქცა ერთ-ერთ საუკეთესო 7-ანად, რომელიც "იუნაიტედს" ოდესმე ჰყოლია.

მოთამაშეთა ნომრები აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ადრე იყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისტორიას ეკუთვნის და ფეხბურთელი, რომელიც გიგზის კვალს გაჰყვება გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოექცევა.

manutd8.com


უნდა გაუქმდეს თუ არა №11

დიახ
არა

სიახლეები, სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
4 ივლისი 2014 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ჯესი არა? თუ ეგ მომავლის გუნდში არ მოიაზრება?
0
№12
ავტორი: lefty
4 ივლისი 2014 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ადნანს მიცენ
0
№13
ავტორი: gilmour
4 ივლისი 2014 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ერთი ის ვიცი რომ ნომრის გაუქმებაზე დიდი სისულელე ჯერ არავის გამოუგონებია ფეხბურთში, ჯერ ერთი რო დიდი სტიმულია ფეხბურთელისთვის ლეგენდების მაისურით თამაში და მეორე ის რომ კლუბს თავისი საუკუნეზე დიდი ხნის ისტორიის მანძილზე შეიძლება იმდენი ლეგენდა ყავდეს რო ყველა კარგი ნომერი გაუქმდეს.
0
№14
ავტორი: LizarD
4 ივლისი 2014 02:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Januzaj, Lingard და Di Maria თუ გადმოვიდა მასზეც შეიძლება ფიქრი
0
№15
ავტორი: red devil
4 ივლისი 2014 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დიმარია 11 ნომრად :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top