ვან გაალი არჩევნის წინაშე.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ცოტა ხნის წინ შეიძინა მარცხენა მცველი, ლუკ შოუ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები დაცვაში უკვე მოგვარებულია. რიო-ვიდას წასვლის შემდეგ ლუი ვან გაალი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ვინ უნდა შეუწყოს მან ჯონსს, ევანსსა და სმოლინგს?
"მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ მატ ჰუმელსს, ტომას ვერმაელენს ასევე სტეფან დე ვრეის.
ახლა კი გადავხედოთ თითოეულ მათგანს და მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ მათ შესახებ.
მატს ჰუმელსიასაკი: 25
კლუბი: "დორტმუნდი"
ქვეყანა: გერმანიამატს ჰუმელსი ვან გაალის მთავარი სამიზნეა ცენტრალურ მცველებს შორის. მაგრამ ჰუმელსის შეძენა რთული იქნება. 25 წლის მცველმა განაცხადა, რომ ის შესაძლოა მართლაც გადაბარგდეს "ოლდ ტრაფორდზე" მაგრამ არა ამ ზაფხულში.
"მე არასდროს ვფიქრობ და არასდროს ვსაუბრობ ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ჩემთვის ამ მომენტში მნიშვნელოვანი არ გახლავთ. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი გახდეს როდესმე, მაგრამ მე ამას არ განვიხილავ ამ ზაფხულისთვის."თომას ვერმაელენიასაკი: 28
კლუბი: "არსენალი"
ქვეყანა: ბელგიარაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "იუნაიტედი" დაინტერესებულია "არსენალის" მცველის, ვერმაელენის შეძენით. ის ჰუმელსზე უფრო იაფია, და ალბათ უნდა უნდოდეს კიდეც "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლა.
როდესაც მას ჰკითხეს იქნებოდა თუ არა "არსენალში" მომდევნო სეზონიდან, ჟურნალისტებმა 28 წლის მცველისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
"უამრავ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის შესახებ მე არ შემიძლია ვისაუბრო, რადგანაც დანამვდილებით არც ვიცი რა ხდება. ჭორებზე ვერაფერს გიპასუხებთ. არ არის მარტივი, მაგრამ ვცდილობ პოზიტიურად დავრჩე. ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს."სტეფან დე ვრეიასაკი: 22
კლუბი: ფეიენორდი
ქვეყანა: ჰოლანდიავან გაალი დიდი ყურადღებით აკვირდება ჰოლანდიელ ახალგაზრდა მცველს, დე ვრეის. მან მოიპოვა ჰოლანდიელის იმხელა ნდობა, რომ დააყენეს როგორც სამკაციან, ისე ოთხკაციან დაცვაში. მაგრამ რადგანაც მას მხოლოდ 150 თამაში აქვს ჩატარებული, საეჭვოა არის თუ არა ის ისეთი გამოცდილი მცველი როგორიც "იუნაიტედს" სჭირდება.
მას "ლაციოსაც" უკავშირებდნენ, მაგრამ ჰოლანდიურ პრესას სჯერა, რომ ვან გაალი ძალიან არის დაინტერესებული მისი "ოლდ ტრაფორდზე" წაყვანით და ჰოლანდიელიც სწორედ "იუნაიტედს" აირჩევს.
მანგალაასაკი: 23
კლუბი: პორტო
ქვეყანა: საფრანგეთიმანგალა დევიდ მოიესსაც აინტერესებდა მანამ სანამ კლუბს დატოვებდა. მაგრამ მისით "იუნაიტედის" გარდა დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "პსჟ".
წარსულში მან განაცხადა, რომ პორტუგალიის დატოვების შემთხვევაში ისურვებდა პარიზში ან ლონდონში გადასაბარგებლად, და ასევე განაცხადა, რომ მისთვის 40 მილიონი ევრო იაფი არ იქნებოდა.
"ყველა ფეხბურთელს სურს განვითარდეს დიდ კლუბში. მე მომეცა უფლება "პორტოში" თამაშისა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კლუბია ევროპაში. მე რაც მაინტერესებს არის კლუბი, რომელიც ბევრ ტიტულს მომაგებინებს. "პსჟ" იზრდება და მათ დიდ წარმატებებს ვუსურვებ. "პროსტო" ესაუბრა "მანჩესტერ სიტისაც", მაგრამ კლუბები ვერ შეთანხმდნენ. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში."ბრუნო მარტინს ინდიასაკი: 22
კლუბი: ფეინორდი
ქვეყანა: ჰოლანდიავან გაალის გუნდის კიდევე რთი შემადგენელი, რომელიც დე ვრეის მსგავსად ფეინორდში თამაშობს შესანიშნავი მცველია. მასზე ამბობდნენ, რომ შესაძლოა "პორტოში" გადაინაცვლოს, თუ ფრანგი მანგალა დატოვებს კლუბს.
თუ "იუნაიტედი" დაინტერესდება მისით, მათ შეუძლიათ "პორტოს" შეთავაზების გაზრდა 8 მილიონ ფუნტამდე.
რაფაელ ვარანიასაკი: 21
კლუბი: რეალ მადრიდი
ქვეყანა: საფრანგეთი"იუნაიტედი" ძალიან ახლოს იყო ვარანის სეძენასთან 2011 წელს, მაგრამ რაფაელი "რეალ მადრიდს" შეუერთდა.
ის სწორედ ერთ-ერთი იმათგანია, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის თასი აწიეს გასულ სეზონში. მაგრამ კითხვაზე დარჩება, თუ არა "ბერნაბეუზე" მან პასუხი არ გასცა. მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცის გაგრძელდება თუ არა ფრანგის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე".
"ვიქნები თუ არა "რეალის" ფეხბურთელი მომავალ სეზონში? ეს ახლა საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს მიზანს და ინტერესის სფეროს. მე ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობ და არამგონია ამგვარი კითხვებისთვის სწორი დრო იყოს."ManchesterNews