თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2014, 17:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2545,
კომენტარები: 14
ვინ შეცვლის რიო-ვიდას?
ვან გაალი არჩევნის წინაშე.
ვინ შეცვლის რიო-ვიდას?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ცოტა ხნის წინ შეიძინა მარცხენა მცველი, ლუკ შოუ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები დაცვაში უკვე მოგვარებულია. რიო-ვიდას წასვლის შემდეგ ლუი ვან გაალი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ვინ უნდა შეუწყოს მან ჯონსს, ევანსსა და სმოლინგს?

"მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ მატ ჰუმელსს, ტომას ვერმაელენს ასევე სტეფან დე ვრეის.

ახლა კი გადავხედოთ თითოეულ მათგანს და მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ მათ შესახებ.

მატს ჰუმელსი

ვინ შეცვლის რიო-ვიდას?


ასაკი: 25
კლუბი: "დორტმუნდი"
ქვეყანა: გერმანია


მატს ჰუმელსი ვან გაალის მთავარი სამიზნეა ცენტრალურ მცველებს შორის. მაგრამ ჰუმელსის შეძენა რთული იქნება. 25 წლის მცველმა განაცხადა, რომ ის შესაძლოა მართლაც გადაბარგდეს "ოლდ ტრაფორდზე" მაგრამ არა ამ ზაფხულში.

"მე არასდროს ვფიქრობ და არასდროს ვსაუბრობ ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ჩემთვის ამ მომენტში მნიშვნელოვანი არ გახლავთ. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი გახდეს როდესმე, მაგრამ მე ამას არ განვიხილავ ამ ზაფხულისთვის."

თომას ვერმაელენი

ვინ შეცვლის რიო-ვიდას?


ასაკი: 28
კლუბი: "არსენალი"
ქვეყანა: ბელგია


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "იუნაიტედი" დაინტერესებულია "არსენალის" მცველის, ვერმაელენის შეძენით. ის ჰუმელსზე უფრო იაფია, და ალბათ უნდა უნდოდეს კიდეც "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლა.

როდესაც მას ჰკითხეს იქნებოდა თუ არა "არსენალში" მომდევნო სეზონიდან, ჟურნალისტებმა 28 წლის მცველისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

"უამრავ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის შესახებ მე არ შემიძლია ვისაუბრო, რადგანაც დანამვდილებით არც ვიცი რა ხდება. ჭორებზე ვერაფერს გიპასუხებთ. არ არის მარტივი, მაგრამ ვცდილობ პოზიტიურად დავრჩე. ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

სტეფან დე ვრეი

ვინ შეცვლის რიო-ვიდას?


ასაკი: 22
კლუბი: ფეიენორდი
ქვეყანა: ჰოლანდია


ვან გაალი დიდი ყურადღებით აკვირდება ჰოლანდიელ ახალგაზრდა მცველს, დე ვრეის. მან მოიპოვა ჰოლანდიელის იმხელა ნდობა, რომ დააყენეს როგორც სამკაციან, ისე ოთხკაციან დაცვაში. მაგრამ რადგანაც მას მხოლოდ 150 თამაში აქვს ჩატარებული, საეჭვოა არის თუ არა ის ისეთი გამოცდილი მცველი როგორიც "იუნაიტედს" სჭირდება.

მას "ლაციოსაც" უკავშირებდნენ, მაგრამ ჰოლანდიურ პრესას სჯერა, რომ ვან გაალი ძალიან არის დაინტერესებული მისი "ოლდ ტრაფორდზე" წაყვანით და ჰოლანდიელიც სწორედ "იუნაიტედს" აირჩევს.

მანგალა

ვინ შეცვლის რიო-ვიდას?


ასაკი: 23
კლუბი: პორტო
ქვეყანა: საფრანგეთი


მანგალა დევიდ მოიესსაც აინტერესებდა მანამ სანამ კლუბს დატოვებდა. მაგრამ მისით "იუნაიტედის" გარდა დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "პსჟ".

წარსულში მან განაცხადა, რომ პორტუგალიის დატოვების შემთხვევაში ისურვებდა პარიზში ან ლონდონში გადასაბარგებლად, და ასევე განაცხადა, რომ მისთვის 40 მილიონი ევრო იაფი არ იქნებოდა.

"ყველა ფეხბურთელს სურს განვითარდეს დიდ კლუბში. მე მომეცა უფლება "პორტოში" თამაშისა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კლუბია ევროპაში. მე რაც მაინტერესებს არის კლუბი, რომელიც ბევრ ტიტულს მომაგებინებს. "პსჟ" იზრდება და მათ დიდ წარმატებებს ვუსურვებ. "პროსტო" ესაუბრა "მანჩესტერ სიტისაც", მაგრამ კლუბები ვერ შეთანხმდნენ. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში."

ბრუნო მარტინს ინდი

ვინ შეცვლის რიო-ვიდას?


ასაკი: 22
კლუბი: ფეინორდი
ქვეყანა: ჰოლანდია


ვან გაალის გუნდის კიდევე რთი შემადგენელი, რომელიც დე ვრეის მსგავსად ფეინორდში თამაშობს შესანიშნავი მცველია. მასზე ამბობდნენ, რომ შესაძლოა "პორტოში" გადაინაცვლოს, თუ ფრანგი მანგალა დატოვებს კლუბს.

თუ "იუნაიტედი" დაინტერესდება მისით, მათ შეუძლიათ "პორტოს" შეთავაზების გაზრდა 8 მილიონ ფუნტამდე.

რაფაელ ვარანი

ვინ შეცვლის რიო-ვიდას?


ასაკი: 21
კლუბი: რეალ მადრიდი
ქვეყანა: საფრანგეთი


"იუნაიტედი" ძალიან ახლოს იყო ვარანის სეძენასთან 2011 წელს, მაგრამ რაფაელი "რეალ მადრიდს" შეუერთდა.

ის სწორედ ერთ-ერთი იმათგანია, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის თასი აწიეს გასულ სეზონში. მაგრამ კითხვაზე დარჩება, თუ არა "ბერნაბეუზე" მან პასუხი არ გასცა. მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცის გაგრძელდება თუ არა ფრანგის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე".

"ვიქნები თუ არა "რეალის" ფეხბურთელი მომავალ სეზონში? ეს ახლა საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს მიზანს და ინტერესის სფეროს. მე ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობ და არამგონია ამგვარი კითხვებისთვის სწორი დრო იყოს."

ManchesterNews
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
2 ივლისი 2014 23:38
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ დე ვრი ყველაზე კარგი ვარიანტია და ლუისიც მას მიანიჭებს უპირატესობას, ჰოლანდიელია და თან კარგად იცნობს, ასე რომ არ გაუჭირდება ადაპტაცია თან რობინიც არ მოიწყენს ბიუტნერი გავუყიდეთ და უნდა კაცს თანამემამულე გუნდში lol
0
№12
ავტორი: Macklemore
3 ივლისი 2014 01:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჰუმელსია ყველაზე სასურველი ვარიანტი. ვარანი არ მევასება მაგრად. დე ვირის ვარიანტი მომწონს კიდე.
0
№13
ავტორი: RojoDiablo
3 ივლისი 2014 02:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყოჩაღ მარიამ! კანდიდატი მართლაც ბევრია და ვინაიდან ვარანის პროგრესირებას შევყურებ ვასკვნი, რომ მას შეგვიძლია ახლავე დავემშვიდობოთ. უმალ პეპეს შევიძენთ ვიდრე ფრანგს თითს დავაკარებთ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: ლადო
3 ივლისი 2014 09:49
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ მარი ძალიან სწორი და საინტერესო თთემააა. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჰუმელსს, ან მანგალას გუნდში...ერთი მოშნი ცენტრალური მცველი გვინდა და მერე უკვე ოტXი გვეყოლება და ვფიქრობ უკვე რომ ჯონსი უნდა იყოს ერთ-ეღტი ლიდერი ცენტრში, უკვე მინდა რომ ძირითადის კაცი გახდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top