თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2014, 17:01
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2344,
კომენტარები: 22
ზაჰა მანჩესტერში დაბრუნებას ელის
რას გადაწყვეტს ლუი ვან გაალი ?
ზაჰა მანჩესტერში დაბრუნებას ელის
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი, უილფრიდ ზაჰა თავის შანს, ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენას, მოუთმენლად ელის. იგი სერ ალექსის უკანასკნელი შენაძენი გახლავთ. ზაჰა "კრისტალ პალასიდან" 15 მილიონ ფუნტად გადმოვიდა. მისი კონტრაქტი 5 წელიწად ნახევარს გულისხმობს, მაგრამ გასულ სეზონში მან ვერ დაიმკვიდრა ფეხი დევიდ მოიესის შემადგენლობაში.

ზაჰას თითქმის საერთოდ არ ეძლეოდა შანსი თავის გამოსაჩენად, ამიტომ სეზონის მეორე ნახევარში იგი "კარდიფში" იქნა განათხოვრებული. სამწუხაროდ ზაჰამ ვერ უელსელებზე მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება.

"წითელი ეშმაკები" რამდენიმე კვირაში მოსამზადებელ ტურნეს იწყებენ და ზაჰამ ჯერ ისიც კი არ იცის, მიიწვევენ თუ არა მას სამოგზაუროდ შეერთებულ შტატებში, სადაც გუნდი "ლოს ანჯელეს გალაქსის", "რომას", "ინტერსა" და "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება.

მოსალოდნელია რომ ახალგაზრდა ვინგერის მომავალი ლუი ვან გაალის მანჩესტერში სამუშაოს დაწყების შემდეგ გადაწყდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებ მუნდიალზე ასპარეზს წარმატებით თუ წარუმატებლად დაასრულებს. ცნობილია ასევე ისიც, რომ თავად უილფრიდს "იუნაიტედში" დარჩენის დიდი სურვილი აქვს.

წყარო: FTBpro


უნდა იყოს თუ არა ზაჰა "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ?

კი
არა

ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: lefty
2 ივლისი 2014 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მიეცით შანსი ამ კაცს derpwhy
0
№2
ავტორი: don_vini
2 ივლისი 2014 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
უნდა მიეცეს შანსი.მაგრამ გამოკითხვა რომ არის,ძირითადში ნამდვილად არ მოვიაზრებ ზაჰას არანაირ შემთხვევაში:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№3
ავტორი: RedTeen
2 ივლისი 2014 17:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჩვენც ერთი სული გვაქვს დაბრუნდეს.. გაალის ფეხბურთელი მგონია ეს..
0
№4
ავტორი: chudikone
2 ივლისი 2014 18:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: don_vini
ძირითადში ნამდვილად არ მოვიაზრებ ზაჰას არანაირ შემთხვევაში:)

აბა ვინ უნდა იყოს ? ვალენსია თუ იანგი ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
2 ივლისი 2014 18:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცოდოა ეს კაცი დააბრუნონ გუნდში areyoukiddingme
0
№6
ავტორი: don_vini
2 ივლისი 2014 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
chudikone,
და შენ ამას მანჩესტერის ძირითად ფეხბურთელად მიიჩნევ? შარშან კარდიფში ვერ ხვდებოდა და თუ ხვდებოდა ვერაფერს ვერ აკეთებდაა.რა შუაშია იანგი?? ხო რა ვალენსია ამას მირჩევნაი თავის გამოცდილებით მაინც.და კიდევ იანუზაი არის გუნდში.მე ამას ნანიც მირჩევნია.ასე რომ ვერ დაგეთახნმები ამსი სასტავში თამაშზე:) არ იმსახურებს ეს ძირითად 11 კაცში მოხვედრას.არც ნანი იმსახურებს და შეიძლება არც ვალენსია,მაგრამ ვინც გყვას მე იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობ და შედარებით ამაზე მეტად სხვა იმსახურებს სასტავში თამაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№7
ავტორი: Manchester_M
2 ივლისი 2014 18:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გუნდში ნამდვილად უნდა იყოს მაგრამ ბოლოს გამოკითხვა რომ არის ძირითადში თუ უნდა იყოსო ჯერ არაფერი აქ დამტკიცებული და როგორც იანუზაის ეძლეოდა შანსი ისე თუ მიეცემა მე ვფიქრობ ადანზე უფრო პროდუქტიული იქნება ზაჰა :) და ვან გაალის მადლობელი ვიქნები და მითთვისაც უკეთესი იქნება თუ ზაჰას აათამაშებს ეს ერთ-ერთი საუკეთესო გახდება მის პოზიციაზე არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვს სისწრაფე და დრიბინგიც ერთი შესრულება აქვს დასახვეწი თორე თავისუფლად შეიძლება დაეყრდნოს გუნდი ამას და იანუზაის :) მომავალში !!!!
0
№8
ავტორი: GeorgeBest
2 ივლისი 2014 19:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
don_vini,

გეანხმები ძირითადისთვის ადრეა. ნიჭიერია მარა რაღაც აკლია რა, აი იანუზაის შეუძლია თავის თავზე აიღოს თამაში წავიდეს ორ სამ კაცზე ისე როგორც არაფერი ნებისმიერ მცველზე და გაამწვაოს სიტუაცია. ეს რაღც დაბნეული თამაშობს არც დიდად პასი აქვს კარგი და ბევრი რამ აკლია რა

მაგარი ნიჭიერია და იმედია ვან გაალის ხელში ათამაშდება
0
№9
ავტორი: don_vini
2 ივლისი 2014 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
გიორგი,
ხო ნიჭი რო აქვს არც მე არ ვუარყოფ,მაგრამ ჯერ ამის გამვლენა ნიჭის მე ვერ ვნახე.ჩემპიონშიფში კარგათ რო თამაშობდა ეს იმას არ ნიშნასვ რომ პრემიერლიგაში და მითუმეტეს მანჩესტერში აუცილებლად მაგრათ ითამაშებს.მითუმეტეს შარშან კარდიფში საერთოდ ვერაფერი გააკეთა.და არაფერი საფუძველი არ არის ჯერ რომ ეს 11 კაცში იყოს გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№10
ავტორი: Mike
2 ივლისი 2014 19:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
რაც არ უნდა ილაპარაკოთ ეს კაცი ძალიან ნიჭიერია, 90 % ჩამოწერა იმიტო რო "იუნაიტედში" ერთი შანსიც არ მიუღია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top