თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2014, 17:01
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2345,
კომენტარები: 22
ზაჰა მანჩესტერში დაბრუნებას ელის
რას გადაწყვეტს ლუი ვან გაალი ?
ზაჰა მანჩესტერში დაბრუნებას ელის
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი, უილფრიდ ზაჰა თავის შანს, ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენას, მოუთმენლად ელის. იგი სერ ალექსის უკანასკნელი შენაძენი გახლავთ. ზაჰა "კრისტალ პალასიდან" 15 მილიონ ფუნტად გადმოვიდა. მისი კონტრაქტი 5 წელიწად ნახევარს გულისხმობს, მაგრამ გასულ სეზონში მან ვერ დაიმკვიდრა ფეხი დევიდ მოიესის შემადგენლობაში.

ზაჰას თითქმის საერთოდ არ ეძლეოდა შანსი თავის გამოსაჩენად, ამიტომ სეზონის მეორე ნახევარში იგი "კარდიფში" იქნა განათხოვრებული. სამწუხაროდ ზაჰამ ვერ უელსელებზე მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება.

"წითელი ეშმაკები" რამდენიმე კვირაში მოსამზადებელ ტურნეს იწყებენ და ზაჰამ ჯერ ისიც კი არ იცის, მიიწვევენ თუ არა მას სამოგზაუროდ შეერთებულ შტატებში, სადაც გუნდი "ლოს ანჯელეს გალაქსის", "რომას", "ინტერსა" და "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება.

მოსალოდნელია რომ ახალგაზრდა ვინგერის მომავალი ლუი ვან გაალის მანჩესტერში სამუშაოს დაწყების შემდეგ გადაწყდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებ მუნდიალზე ასპარეზს წარმატებით თუ წარუმატებლად დაასრულებს. ცნობილია ასევე ისიც, რომ თავად უილფრიდს "იუნაიტედში" დარჩენის დიდი სურვილი აქვს.

წყარო: FTBpro


უნდა იყოს თუ არა ზაჰა "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ?

კი
არა

ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: don_vini
3 ივლისი 2014 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ratuka.manchester,
და ამას რითი ასაბუთებ? რა გააკეთა ზაჰამ იანუზაიზე კარგი??:) და მეტი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№22
ავტორი: Macklemore
3 ივლისი 2014 01:35
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დიდი იმედი მაქვს, რომ ვან გაალი გახსნის ამას ბოლომდე და ამოაქაჩინებს მაქსიმუმს. ბევრი რო შეუძლია ეგ ფაქტია, უბრალოდ ცოტა თავდაჯერება აკლია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top