თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2014, 18:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 18
ვინ ხარ ანდერ?
ვინ არის ესპანელი.
ვინ ხარ ანდერ?
ანდერი სულ რაღაც 24 წლისაა და ის ბილბაოს "ატლეტიკის" ერთ-ერთ ლიდერად მოისაზრებოდა, რის პარალელურადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე გამგაზვრების სავარაუდო კანდიდატიც იყო. როცა ანდერმა ბასკურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი, მას ისეთი ფასი დაადეს, რომელიც წლევანდელ სეზონამდე მხოლოდ სიცილს იწვევდა და რომელსაც არც-ერთი გრანდი არ გადაიხდიდა. მაგრამ ასე იყო მხოლოდ წლევანდელ სეზონამდე.

მცირე ისტორია


"რეალ სოსიედადის" აღზრდილი ძალიან მალე მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. 08-09 წლების სეზონში მხოლოდ 20 შეხვედრის ჩატარებისა და ორი გოლის გატანის შემდეგ, ანდერი ძირითად გუნდში გადაიყვანეს. პირველი გუნდის შემადგენლობაში დროგამოშვებითი წარმატებით ასპარეზობდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანდერი სულაც არ იყო კლუბის ნათელი ფიგურა, იგი ადრეულ ასაკშივე შეუცვლელი ფიგურა იყო ძირითად შემადგენლობაში. ასეთი ტიპის ფეხბურთელის შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო და მალევე იგი ბილბაოს "ატლეტიკმა" შეიძინა. ამის პარალელურად იგი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს და U21 - თა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო 2011 წელს.

ერერას დებიური "ტრაბზონსპორთან" შეხვედრაში შედგა, რომელშიც მან 90 წუთი დაჰყო მოედანზე. თავისი პირველი გოლი "რედ ბულს" გაუტანა, ხოლო პირველი ესპანური გოლი "ბარსელონას". ეს "ატლეტიკისთვისაც" და ერერასთვისაც საუკეთესო სეზონი იყო, რამეთუ ისინი ევროპის ლიგის ფინალში გავიდნენ (ალბათ გახსოვთ ვის გადააბიჯეს მაშინ) და ასევე სამეფო თასის ფინალსაც მიაღწიეს. მაგრამ სეზონის ბოლოს, მარსელო ბიელსას მაგია სადღაც გაქრა და ბასკურმა კლუბმა ორივე ფინალური მატჩი დათმო.

შემდეგი სეზონი ანდერმა ოლიმპიადით დაიწყო, სადაც გუნდთან ერთად იაპონიასა და ჰონდურასთან დამარცხდა. 2012-13 წლების სეზონში "ატლეტიკი" არ ნებდებოდა, ხოლო ერერას რაც შეეხება - მოედანზე მისი ძებნა ხდებოდა საჭირო. საბოლოო ჯამში სეზონი გუნდს პასივში ჩაეწერა, ხოლო ერერას მიუხედავად ყველაფრისა აქტივში. აი რატომ - გასაოცარია, მაგრამ ასეთ მკრთალ მომენტებშიც კი გამოჩნდება ხოლმე მცირე შუქი. სწორედ ასეთი შუქი იყო გუნდისთვის ერერა. შეტევების წამოწყების საოცარი ნიჭისა და ბურთისთვის ბრძოლის დიდებული უნარის შედეგად, ის კლუბის ლიდერად იქცა. ერთადერთი, რითაც ერერა ვერ დაიკვეხნიდა სტატისტიკაა, რომლის თანახმადაც მას უფრო მეტი ყვითელი ბარათი ჰქონდა, ვიდრე გოლი და საგოლე გადაცემა.

ასეთი სეზონის შემდეგ კი ჰორიზონტზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩნდება, რომელსაც შეთავაზება აქვს. ყველას კარგად გვახსოვს გასული წლის საგა. "იუნაიტედის" წარმომადგენლების ერერას ფასის დაკლებას ცდილობდნენ, ხოლო ბასკები მყარად იდგნენ საკუთარ გადაწყვეტილებაზე. ამის უნარი ნამდვილად აქვთ. ან იხდი იმ თანხას, რასაც გეუბნებიან, ან სადმე სხვაგან იწყებ ძებნას. "იუნაიტედმაც" მოძებნა სხვაგან და მხოლოდ ფელაინი იპოვა. ანდერთან მოსალაპარაკებლად ვიღაც სამი პიროვნება გამოჩნდა, რომელთა შესახებ ანეკდოტების მოყოლა არც ღირს, რადგან ყველაფერი ისედაც სასაცილოა.

ყველაფერი ეს კარგ გავლენას ვერ მოახდენდა მოთამაშეზე. როცა ცალი ფეხით "იუნაიტედში" ხარ და ფსიქოლოგიურად სწორედ იქ სათამაშოდ ემზადები, ძალიან გაგიჭირდება ისევ "ატლეტიკის" მაისურის მორგება და კარგად თამაში. ანდერმა უბრალოდ ვერ შეძლო კონცენტრირება. შესაძლოა კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობდა, რომელსაც ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად: დეკემბრის დასაწყისამდე ანდერი ფეხბურთს არ თამაშობდა, ის უბრალოდ წვალობდა მოედანზე. ამდენი წლის განმავლობაში, იგი პირველად იჯდა სათადარიგოთა სკამზე ზედიზედ რამდენიმე მატჩის განმავლობაში.

თუმცა დეკემბერში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ანდერი იქცა ერთ-ერთ მათგანად, ვისი წყალობითაც "ატლეტიკს" ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვს. მოთამაშეს კი ისევ შეეხმიანა რამდენიმე დიდებული კლუბი. დიახ, ამ წელს ყველაფერი დაბრუნდა - "იუნაიტედმა" კვლავ მიაკითხა ანდერს, მაგრამ ამჯერად გადაიხადა ის თანხა, რომელსაც სთხოვდნენ. ეტყობა ქლევერლის ტოპ-კლასის მოთამაშედ ქცევის ლოდინი არა მარტო გულშემატკივარს მობეზრდა, ხოლო ფლეთჩერის კონდიციების აღდგენას ვეღარ ელოდებიან. ერერას ტრანსფერის განხილვისას, გულშემატკივარი ხშირად სვამდა კითხვას: ასეთი რა მოთამაშე ხარ ანდერ?

ვინ ხარ ანდერ?


მოთამაშის შესახებ


ანდერ ერერა - შემტევი ნახევარმცველი, რომლის სიმაღლე 182 სმ, ხოლო წონა 70 კგ- ა. მას შეუძლია როგორც ფლანგზე, ასევე შემევი ნახევარმცველის პოზიციის უფრო უკან - ადამიანი უნივერსალია. წინა წელს ლა ლიგასი 31 შეხვედრა ჩაატარა (25 შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე) და რამდენიმეჯერ სამეფო თასზეც გამოანათა, საიდანაც "ატლეტიკთან" ერთად ღირსეულად გამოვარდა.

ანდერ ერთ-ერთ ნაკლს ის წარმოადგენს, რომ ძალიან დიდხანს იჭერს ბურთს (მოკითხვა ტომს). ამის გახსენება თავად "იუნაიტედთან" შეხვედრაშიც შეიძლება. ხანდახან კი ერერა სრულიად სხვაგვარად თამაშობს. ეს განსაკუთრებით ჩანდა "ბარელონასთან" შეხვედრებში, რომელშიც იგი თავდამსხმელის უკან თამაშობდა. იქ ის სონგს უნდა დახვედროდა (პირველ წრეში - ბუსკეტს), რომელსაც შეტევების დაწყების საშუალებას არ აძლევდა და რის გამოც ჩავი სიღრმეში იწევდა. სონგი, რომელიც ინგლისის პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წვალობდა - ერერა როგორც კი გამოართმევდა ბურთს, მაშინვე გამჭოლ პასს აკეთებდა წინ.

ამ ყველაფერთან ერთად ანდერი ძალიან აგრესიული მოთამაშეა. ამას პლუსებთან ერთად მინუსებიც მრავლად აქვს. პლუსები ნათელია - აგრესიული ახალგაზრდა ბიჭი ადრე თუ გვიან მაინც იპოვის მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევის საშუალებას. სონგმა მხოლოდ 10 წუთი გაძლო. თუმცა ამას მინუსებიც აქვს - ერერა ძალიან ხშირად ჯარიმდება. თუმცა წელს გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ ზემოთ როგორც აღვნიშნეთ ერერა უამრავ ყვითელ ბარათს იღებდა და ხშირადაც ტოვებდა მოედანს. აგრესიული თამაშის დროს, ის უფრო ჭკვიანი მოწინააღმდეგის მსხვერპლი ხდებოდა (ბუსკეტსი ხშირად უძვრებოდა მას).

შეტევაში საკმარისად მაღლა თამაშისა და მცველების პრესინგის შედეგად, ერერას საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა - რაც შეიძლება სწრაფად მიეწვდინა ბურთი თავდამსხმელებამდე, ან ფლანგზე. ამას წელს კარგად ართმევდა თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან "ატლეტიკის" პრესინგი მათი განუყოფელი ნაწილი იყო. მე ხომ არ ვამბობ, რომ მხოლოდ ერერას დამსახურება იყო ასეთი წარმატება, არა. უნდა გვესმოდეს, რომ ბურთის ართმევა და უკან დაბრუნება - არ არის ვარიანტი. შეტევის ხაზის ფეხბურთელებისა და სწორედ ანდერ ერერას დიდი დამსახურების შედეგად "ატლეტიკს" საშუალება ჰქონდა ბურთის გამორთმევისთანავე კარგი შეტევა წამოეწყო.

საშიშროება


არსებობს რამდენიმე საშიშროება, რომელიც შესაძლოა "იუნაიტედს" ქომაგებს გაუჩნდეთ.

1. თავისი საუკეთესო სეზონი ანდერმა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა. ამ პოზიციაზე კი "იუნაიტედს" შემსრულებელთა გადაჭარბებული რაოდენობა ჰყავს.

2. ხომ არ იქნება მეორე ქლევერლი? (სრულიად შესაძლო საშიშროება)

3. სჭირდება კი ეს მოთამაშე ვან გაალს?

4. შეეფერება კი ეს ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ-ლიგას? (გავრცელებული საშიშროება კაგავას
შესყიდვის შემდეგ)


შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ერერას მართლაც საუკეთესო სეზონი ჰქონდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ზემოთ, ის უნივერსალია. აქამდე ის სიღრმეში თამაშობდა და საკუთარი გუნდის შეტევებს იწყებდა. საერთოდ, ბევრ რამეში რუნის მსგავსად მოქმედებდა. წინ თამაშიშას, ხშირად იწეოდა სიღრმეში, რათა ბურთი მიეღო.

მეორე ქლევერლიდ ქცევა შეუძლებელია. ის ერთადერთია ასეთი. ის ოქრო არ არის, ის სუფთა სულის პლატინაა.

შესანიშნავი კითხვაა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწორედ ვან გაალი ასახელებს სამიზნეებს. მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრების თამაშს თუ უყურებდით, ალბათ შეამჩნევდით, თუ როგორ თამაშობს სნეიდერი. მისგან ორი თავდამსხმელის უკან თამაშს ითხოვდნენ (რობენი ფაქტიურად ამ პოზიციაზე თამაშობდა) და ბურთის მიღებისთანავე წინ უნდა გაეგზავნა იგი (არაფერს გახსენებთ?). ჩილესთან შეხვედრაში ჰოლანდიას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი საუკეთესო წლები უესლიმ უკან დატოვა და ისე ვეღარ თამაშობს, რომ ნაკლი ნაკლებად შეგვხვდეს.

ვინ ხარ ანდერ?


მთელი კარიერის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა გუნდი რეგრესირებდა, მხოლოდ ანდერი პროგრესირებდა. ტექნიკაში, სისწრაფეში, დრიბლინგში, ფსიქოლოგიაში. არავინაა დაზღვეული ჩავარდნისგან, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ესპანელში გადახდილი თანხა გადაყრილი თანხა არ გამოდგება და ეს ტრანსფერი გაამართლებს.

მთარგმნელი - მე, როგორც "იუნაიტედს" გულშემატკივარს, მწამს და მჯერა, რომ ანდერ ერერა იქნება ერთ-ერთი ნათელი ფიგურა მომავალი წლის "მანჩესტერ იუნაიტედში". რა თქმა უნდა არ ველოდები, რომ ის მარტო ადგება და მოიგებს თამაშებს, მაგრამ მან ხელი უნდა შეუწყოს სხვას და სხვამ ხელი უნდა შეუწყოს მას.


სპეციალურად redarmy.ge - სთვის სტატია თარგმნა, გიორგი დუმბაძემ.

sports.ru
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2014 18:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენსას ველოდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
1 ივლისი 2014 18:38
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნუ რავი ვფიქრობ უნდა გაამართლოს...საღოლ დუმბო, ამომწურავი ინფორმაციაა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2014 18:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლადო,
მე რა სააღოლ კაცო, ვინც დაწერა იმას მადლობა ინფორმაციისთვის, მე თარგმნისთვის :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manchester_M
1 ივლისი 2014 18:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მეორე ქლევერლიდ ქცევა შეუძლებელია. ის ერთადერთია ასეთი. ის ოქრო არ არის, ის სუფთა სულის პლატინაა.


ამაზე გამეცინა :D

სგ გიო კარგი ნათარგმნია ყოჩაღ :)
0
№5
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2014 18:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
გაიხარე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: chudikone
1 ივლისი 2014 19:01
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მართლა საღოლ გიო, ყველაფერი რაც მაინტერესებდა, აქ წერია. მოუთმენლად ველოდები ერერას თამაშის ყურებას.. არ ვიცი რა, ამაზე მაგარი საიტი რომელია ერთი დაადეთ ხელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2014 19:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
chudikone,
დიდი მადლობა ამ სტატიის დამწერს, ვინც ბლოგზე ატვირთა...მე უბრალოდ ვთარგმნე...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: don_vini
1 ივლისი 2014 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
პროფესიონალური ნათარგმნი:) ვისიამოვნე ამ სტატიის წაკიტხვით...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2014 19:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
don_vini,
love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 ივლისი 2014 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერი სტატიაა, ყოჩაღ ავტორ fellow რაც შეეხება ერერას, პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს რო ვან გაალის ხელში იქნება ეს ფეხბურთელი და იმას თუ გავითვალისწინებთ როგორ ყურადღებას უთმობს ჰოლანდიელი ახალგაზრდებს, არ მგონია რო ერერა მეორე ქლევერლი გამოდგეს, ყველაფერს რო თავი დავანებოთ ეს ფეხბურთელი აშკარად პროგრესირებს რასაც ვერ ვიტყვით ქლევერლიზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top