თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2014, 18:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2649,
კომენტარები: 18
ვინ ხარ ანდერ?
ვინ არის ესპანელი.
ვინ ხარ ანდერ?
ანდერი სულ რაღაც 24 წლისაა და ის ბილბაოს "ატლეტიკის" ერთ-ერთ ლიდერად მოისაზრებოდა, რის პარალელურადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე გამგაზვრების სავარაუდო კანდიდატიც იყო. როცა ანდერმა ბასკურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი, მას ისეთი ფასი დაადეს, რომელიც წლევანდელ სეზონამდე მხოლოდ სიცილს იწვევდა და რომელსაც არც-ერთი გრანდი არ გადაიხდიდა. მაგრამ ასე იყო მხოლოდ წლევანდელ სეზონამდე.

მცირე ისტორია


"რეალ სოსიედადის" აღზრდილი ძალიან მალე მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. 08-09 წლების სეზონში მხოლოდ 20 შეხვედრის ჩატარებისა და ორი გოლის გატანის შემდეგ, ანდერი ძირითად გუნდში გადაიყვანეს. პირველი გუნდის შემადგენლობაში დროგამოშვებითი წარმატებით ასპარეზობდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანდერი სულაც არ იყო კლუბის ნათელი ფიგურა, იგი ადრეულ ასაკშივე შეუცვლელი ფიგურა იყო ძირითად შემადგენლობაში. ასეთი ტიპის ფეხბურთელის შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო და მალევე იგი ბილბაოს "ატლეტიკმა" შეიძინა. ამის პარალელურად იგი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს და U21 - თა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო 2011 წელს.

ერერას დებიური "ტრაბზონსპორთან" შეხვედრაში შედგა, რომელშიც მან 90 წუთი დაჰყო მოედანზე. თავისი პირველი გოლი "რედ ბულს" გაუტანა, ხოლო პირველი ესპანური გოლი "ბარსელონას". ეს "ატლეტიკისთვისაც" და ერერასთვისაც საუკეთესო სეზონი იყო, რამეთუ ისინი ევროპის ლიგის ფინალში გავიდნენ (ალბათ გახსოვთ ვის გადააბიჯეს მაშინ) და ასევე სამეფო თასის ფინალსაც მიაღწიეს. მაგრამ სეზონის ბოლოს, მარსელო ბიელსას მაგია სადღაც გაქრა და ბასკურმა კლუბმა ორივე ფინალური მატჩი დათმო.

შემდეგი სეზონი ანდერმა ოლიმპიადით დაიწყო, სადაც გუნდთან ერთად იაპონიასა და ჰონდურასთან დამარცხდა. 2012-13 წლების სეზონში "ატლეტიკი" არ ნებდებოდა, ხოლო ერერას რაც შეეხება - მოედანზე მისი ძებნა ხდებოდა საჭირო. საბოლოო ჯამში სეზონი გუნდს პასივში ჩაეწერა, ხოლო ერერას მიუხედავად ყველაფრისა აქტივში. აი რატომ - გასაოცარია, მაგრამ ასეთ მკრთალ მომენტებშიც კი გამოჩნდება ხოლმე მცირე შუქი. სწორედ ასეთი შუქი იყო გუნდისთვის ერერა. შეტევების წამოწყების საოცარი ნიჭისა და ბურთისთვის ბრძოლის დიდებული უნარის შედეგად, ის კლუბის ლიდერად იქცა. ერთადერთი, რითაც ერერა ვერ დაიკვეხნიდა სტატისტიკაა, რომლის თანახმადაც მას უფრო მეტი ყვითელი ბარათი ჰქონდა, ვიდრე გოლი და საგოლე გადაცემა.

ასეთი სეზონის შემდეგ კი ჰორიზონტზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩნდება, რომელსაც შეთავაზება აქვს. ყველას კარგად გვახსოვს გასული წლის საგა. "იუნაიტედის" წარმომადგენლების ერერას ფასის დაკლებას ცდილობდნენ, ხოლო ბასკები მყარად იდგნენ საკუთარ გადაწყვეტილებაზე. ამის უნარი ნამდვილად აქვთ. ან იხდი იმ თანხას, რასაც გეუბნებიან, ან სადმე სხვაგან იწყებ ძებნას. "იუნაიტედმაც" მოძებნა სხვაგან და მხოლოდ ფელაინი იპოვა. ანდერთან მოსალაპარაკებლად ვიღაც სამი პიროვნება გამოჩნდა, რომელთა შესახებ ანეკდოტების მოყოლა არც ღირს, რადგან ყველაფერი ისედაც სასაცილოა.

ყველაფერი ეს კარგ გავლენას ვერ მოახდენდა მოთამაშეზე. როცა ცალი ფეხით "იუნაიტედში" ხარ და ფსიქოლოგიურად სწორედ იქ სათამაშოდ ემზადები, ძალიან გაგიჭირდება ისევ "ატლეტიკის" მაისურის მორგება და კარგად თამაში. ანდერმა უბრალოდ ვერ შეძლო კონცენტრირება. შესაძლოა კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობდა, რომელსაც ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად: დეკემბრის დასაწყისამდე ანდერი ფეხბურთს არ თამაშობდა, ის უბრალოდ წვალობდა მოედანზე. ამდენი წლის განმავლობაში, იგი პირველად იჯდა სათადარიგოთა სკამზე ზედიზედ რამდენიმე მატჩის განმავლობაში.

თუმცა დეკემბერში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ანდერი იქცა ერთ-ერთ მათგანად, ვისი წყალობითაც "ატლეტიკს" ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვს. მოთამაშეს კი ისევ შეეხმიანა რამდენიმე დიდებული კლუბი. დიახ, ამ წელს ყველაფერი დაბრუნდა - "იუნაიტედმა" კვლავ მიაკითხა ანდერს, მაგრამ ამჯერად გადაიხადა ის თანხა, რომელსაც სთხოვდნენ. ეტყობა ქლევერლის ტოპ-კლასის მოთამაშედ ქცევის ლოდინი არა მარტო გულშემატკივარს მობეზრდა, ხოლო ფლეთჩერის კონდიციების აღდგენას ვეღარ ელოდებიან. ერერას ტრანსფერის განხილვისას, გულშემატკივარი ხშირად სვამდა კითხვას: ასეთი რა მოთამაშე ხარ ანდერ?

ვინ ხარ ანდერ?


მოთამაშის შესახებ


ანდერ ერერა - შემტევი ნახევარმცველი, რომლის სიმაღლე 182 სმ, ხოლო წონა 70 კგ- ა. მას შეუძლია როგორც ფლანგზე, ასევე შემევი ნახევარმცველის პოზიციის უფრო უკან - ადამიანი უნივერსალია. წინა წელს ლა ლიგასი 31 შეხვედრა ჩაატარა (25 შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე) და რამდენიმეჯერ სამეფო თასზეც გამოანათა, საიდანაც "ატლეტიკთან" ერთად ღირსეულად გამოვარდა.

ანდერ ერთ-ერთ ნაკლს ის წარმოადგენს, რომ ძალიან დიდხანს იჭერს ბურთს (მოკითხვა ტომს). ამის გახსენება თავად "იუნაიტედთან" შეხვედრაშიც შეიძლება. ხანდახან კი ერერა სრულიად სხვაგვარად თამაშობს. ეს განსაკუთრებით ჩანდა "ბარელონასთან" შეხვედრებში, რომელშიც იგი თავდამსხმელის უკან თამაშობდა. იქ ის სონგს უნდა დახვედროდა (პირველ წრეში - ბუსკეტს), რომელსაც შეტევების დაწყების საშუალებას არ აძლევდა და რის გამოც ჩავი სიღრმეში იწევდა. სონგი, რომელიც ინგლისის პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წვალობდა - ერერა როგორც კი გამოართმევდა ბურთს, მაშინვე გამჭოლ პასს აკეთებდა წინ.

ამ ყველაფერთან ერთად ანდერი ძალიან აგრესიული მოთამაშეა. ამას პლუსებთან ერთად მინუსებიც მრავლად აქვს. პლუსები ნათელია - აგრესიული ახალგაზრდა ბიჭი ადრე თუ გვიან მაინც იპოვის მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევის საშუალებას. სონგმა მხოლოდ 10 წუთი გაძლო. თუმცა ამას მინუსებიც აქვს - ერერა ძალიან ხშირად ჯარიმდება. თუმცა წელს გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ ზემოთ როგორც აღვნიშნეთ ერერა უამრავ ყვითელ ბარათს იღებდა და ხშირადაც ტოვებდა მოედანს. აგრესიული თამაშის დროს, ის უფრო ჭკვიანი მოწინააღმდეგის მსხვერპლი ხდებოდა (ბუსკეტსი ხშირად უძვრებოდა მას).

შეტევაში საკმარისად მაღლა თამაშისა და მცველების პრესინგის შედეგად, ერერას საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა - რაც შეიძლება სწრაფად მიეწვდინა ბურთი თავდამსხმელებამდე, ან ფლანგზე. ამას წელს კარგად ართმევდა თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან "ატლეტიკის" პრესინგი მათი განუყოფელი ნაწილი იყო. მე ხომ არ ვამბობ, რომ მხოლოდ ერერას დამსახურება იყო ასეთი წარმატება, არა. უნდა გვესმოდეს, რომ ბურთის ართმევა და უკან დაბრუნება - არ არის ვარიანტი. შეტევის ხაზის ფეხბურთელებისა და სწორედ ანდერ ერერას დიდი დამსახურების შედეგად "ატლეტიკს" საშუალება ჰქონდა ბურთის გამორთმევისთანავე კარგი შეტევა წამოეწყო.

საშიშროება


არსებობს რამდენიმე საშიშროება, რომელიც შესაძლოა "იუნაიტედს" ქომაგებს გაუჩნდეთ.

1. თავისი საუკეთესო სეზონი ანდერმა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა. ამ პოზიციაზე კი "იუნაიტედს" შემსრულებელთა გადაჭარბებული რაოდენობა ჰყავს.

2. ხომ არ იქნება მეორე ქლევერლი? (სრულიად შესაძლო საშიშროება)

3. სჭირდება კი ეს მოთამაშე ვან გაალს?

4. შეეფერება კი ეს ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ-ლიგას? (გავრცელებული საშიშროება კაგავას
შესყიდვის შემდეგ)


შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ერერას მართლაც საუკეთესო სეზონი ჰქონდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ზემოთ, ის უნივერსალია. აქამდე ის სიღრმეში თამაშობდა და საკუთარი გუნდის შეტევებს იწყებდა. საერთოდ, ბევრ რამეში რუნის მსგავსად მოქმედებდა. წინ თამაშიშას, ხშირად იწეოდა სიღრმეში, რათა ბურთი მიეღო.

მეორე ქლევერლიდ ქცევა შეუძლებელია. ის ერთადერთია ასეთი. ის ოქრო არ არის, ის სუფთა სულის პლატინაა.

შესანიშნავი კითხვაა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწორედ ვან გაალი ასახელებს სამიზნეებს. მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრების თამაშს თუ უყურებდით, ალბათ შეამჩნევდით, თუ როგორ თამაშობს სნეიდერი. მისგან ორი თავდამსხმელის უკან თამაშს ითხოვდნენ (რობენი ფაქტიურად ამ პოზიციაზე თამაშობდა) და ბურთის მიღებისთანავე წინ უნდა გაეგზავნა იგი (არაფერს გახსენებთ?). ჩილესთან შეხვედრაში ჰოლანდიას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი საუკეთესო წლები უესლიმ უკან დატოვა და ისე ვეღარ თამაშობს, რომ ნაკლი ნაკლებად შეგვხვდეს.

ვინ ხარ ანდერ?


მთელი კარიერის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა გუნდი რეგრესირებდა, მხოლოდ ანდერი პროგრესირებდა. ტექნიკაში, სისწრაფეში, დრიბლინგში, ფსიქოლოგიაში. არავინაა დაზღვეული ჩავარდნისგან, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ესპანელში გადახდილი თანხა გადაყრილი თანხა არ გამოდგება და ეს ტრანსფერი გაამართლებს.

მთარგმნელი - მე, როგორც "იუნაიტედს" გულშემატკივარს, მწამს და მჯერა, რომ ანდერ ერერა იქნება ერთ-ერთი ნათელი ფიგურა მომავალი წლის "მანჩესტერ იუნაიტედში". რა თქმა უნდა არ ველოდები, რომ ის მარტო ადგება და მოიგებს თამაშებს, მაგრამ მან ხელი უნდა შეუწყოს სხვას და სხვამ ხელი უნდა შეუწყოს მას.


სპეციალურად redarmy.ge - სთვის სტატია თარგმნა, გიორგი დუმბაძემ.

sports.ru
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: nika1997
1 ივლისი 2014 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
არაპელი არაისს მაას მაგრად ჩამოაყლიბებენ და მაგრ ნახევარმცველად გაზდიანნ
0
№12
ავტორი: GeorgeBest
1 ივლისი 2014 19:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყოველთვის ძაან მაგარი სიახლეა good2

ვან გაალის მეიმედება რომ მოუძებნის ადგილს და ათამაშდება. ეს უფრო შემტევი ტიპია და როგორც სტატიაშია კარგი სეზონიც მაგ პოზიციაზე ჰქონდა, მანდ ვერანაირად ვერ დადგება როცა გუნდში ამდენი ფლეიმეიკერი გვყავს. მემგონი უნდა გაამართლოს

ერერა–ფელაინი–ვიდალი
0
№13
ავტორი: Luka Gelashvili
1 ივლისი 2014 20:12
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მეორე ქლევერლიდ ქცევა შეუძლებელია. ის ერთადერთია ასეთი. ის ოქრო არ არის, ის სუფთა სულის პლატინაა.


biggrin2 biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№14
ავტორი: Berba 9
1 ივლისი 2014 21:08
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ საღოლ, ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, ისე რაც შეეხება სოსიედადს, ორივე ბასკური გუნდი კია მაგრამ, მე მეგონა ბილბაო მარტო თავისი აღზრდილებით სულდგმულობდა )))

რაც შეეხება ზოგადად ერერას, ჩემი აზრით არის ამ ბიჭში ბევრი ესპანური, ანუ პასის ალღო და ასე შემდეგ, იმედი მაქვს გაამართლებს და ესპანეთის მომავალი ნაკრების შეუცვლელი წევრი გახდება, ვან გაალი ამოქოქავს აუცილებლად, ეხერხება ეგეთი რაღაცეები :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№15
ავტორი: VaRdo
1 ივლისი 2014 23:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: red devil
2 ივლისი 2014 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაია ავტორ საღოლ კაი ბიჭია ერერა და იმედია გაამართლებს
0
№17
ავტორი: Goginashvili777
2 ივლისი 2014 12:34
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არამგონია ამისგან კერიკი და სქოულზი გამოითალოს მაგრამ ფლეტჩერს და ტომს აჯობებს . რაც არ მომეწონა ამ ტრანსფერში ეს არის "29" მილიონი.. ეს ვუდვორდსი სულ მთლად გამორეალმადრიდდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№18
ავტორი: Best 7
2 ივლისი 2014 12:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Gizhi car targmnashiRojoDiablo,
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top