თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2014, 22:30
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2904,
კომენტარები: 13
ჰოლანდია მეოთხედფინალშია
ჰოლანდიის ნაკრებმა დრამატულ მატჩში მექსიკის ნაკრები დაამარცხა
ჰოლანდია მეოთხედფინალშია
დღეს, 1/8 ფინალში ერთმანეთს ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა, სადაც საბოლოოდ ვან გაალის გუნდმა იმარჯვა. "იუნაიტედის" ჰოლანდიელმა ფორვარდმა და ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ 76–ე წუთამდე ითამაშა, ის მატჩის გმირმა – ჰუნტელაარმა შეცვალა. მატჩში მონაწილეობა აგრეთვე ხავიერ ერნანდესმაც მიიღო, რომელიც 75–ე წუთზე გამოჩნდა პერალტას ნაცვლად.

ანგარიში მექსიკელებმა 48-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსის გოლით გახსნეს. თუმცა, შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სნეიდერმა გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მექსიკელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კლას იან ჰუნტელაარმა შეასრულა და ჰოლანდია 1/4 ფინალში გაიყვანა.

ჰოლანადია 2:1 მექსიკა

გოლები: დოს სანტოსი 48 – სნეიდერი 88, ჰუნტელაარი 90+4 (პენალტი)
გაფრთხილება: აგილარი, მარკესი, გუარდადო

გუნდების შემადგენლობები


ჰოლანდია: სილესენი, ბლინდი, ვლაარი, დე ვრი, დე იონგი (მარტინს ინდი 9), ვეინალდუმი, ვერგჰეგი (დეპაი 56), კუიტი, სნეიდერი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 76), რობენი.

მექსიკა: ოჩოა, მორენო (რეიესი 46), მარკესი, როდრიგესი, ლაიუნი, გუარდადო, სალსიდო, ერერა, აგილარი, დოს სანტოსი (აკინო 62), პერალტა (ჩიჩარიტო 75).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ჰოლანდია მეოთხედფინალშია

მიმოხილვები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2014 22:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ვან გაალს, საღოლ რობენს

შემეცოდა მაგრად მექსიკა მართლა ძალიან კარგი გუნდია
0
№2
ავტორი: Manchester_M
29 ივნისი 2014 22:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ გაალი რა თამაში შემოატრიალა :X მატჩის საუკეთესო ოჩოა კი არა რობენი უნდა ყოფილიყო :X მინდა რობენი მანჩესტერში :)) 50 მილიონიც რო დაჯდეს :)

ეს ბოლოში რომ წერია კომენტარების გამოწერა რას ნიშნავს ?
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2014 22:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Manchester_M,
აქამდეც იყო ეგ მაგრამ როგორც ჩანს არ ჩანდა იუზერებთან. როცა ვინმე პასუხს გაგცემს კომენტარზე, დააციტირებს ანუ რა, მოგივა იმეილზე რომ კომენტარზე პასუხი გაგცეს
0
№4
ავტორი: gilmour
29 ივნისი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არმგონია ვინმე არსებობდეს ვისაც მექსიკა ეზიზღება ან არესიმპატიურება, მაგრამ მუნდიალზე ჰოლანდიას უნდა გაეგრძელებინა ასპარეზობა და ყველაფერი ფეხბურთისთვის კარგად დამთავრდა.
ვან გაალი კიდე სასწაულ ალღოს ფლობს სწორი გადაწყვეტილებების, შეისწავლის მეტოქეს მატჩის პირველ ნაწილში და შემდეგ თავისი სცენარით მიყავს თამაში.
0
№5
ავტორი: Manchester United 14
29 ივნისი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგრად შემოატრიალეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: tupaca
29 ივნისი 2014 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მაგრად გამისწორდა ჰოლანდიის მოგება, რაც ამ თამაშში დავინახე ის არის რომ ვანგაალმა სულზე მოგვისწრო მანჩესტერში :) მემპისი მომწონს და მინდა გადმოვიდეს რობენი 10 წელია მინდა მეც რიოსი არ იყოს მაგრამ არ გადმოვა და ეს ფეინორდის მცველები არ გვჭირდება. 2 გერმანელი ჰუმელსი და კროსი დავიმატოთ და ჩვენი შემჩერებელი გუნდი არ იქნება ;)
0
№7
ავტორი: Lev
29 ივნისი 2014 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ეს ვან გაალია)))) ჰოლანდია მე მგონი კოსტარიკასაც მოუგებს რო რამე))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: Macklemore
30 ივნისი 2014 03:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Chatvalet naxevarfinalshia!!
0
№9
ავტორი: Best 7
30 ივნისი 2014 12:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რამდენი ხანია ასეთ საინტერესო მატჩზე არმიყურებია, მალადეც რობენს და ვან გალს
0
№10
ავტორი: chudikone
30 ივნისი 2014 12:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ესმის ამ კაცს ფეხბურთის და მოკალით თუ გინდათ. საღოლ ჰოლანდიას და იმედია რომელიმე ევროპული გუნდი მოიგებს ამ მსოფლიოს რომ სამუდამოდ დადუმდნენ ეს არაკაცი სამხრეთ ამერიკელები. არ მევასებიან მაგრად!

ციტატა: გიორგი
როცა ვინმე პასუხს გაგცემს კომენტარზე, დააციტირებს ანუ რა, მოგივა იმეილზე რომ კომენტარზე პასუხი გაგცეს

და აქ რო მოგივიდეს პატარა ნოთიფიქეიშენის პონტში რამე ? ანდაც საერთოდ პირადი მესიჯის სახით, ეგრე არ შეიძლება ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top