თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2014, 22:30
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2908,
კომენტარები: 13
ჰოლანდია მეოთხედფინალშია
ჰოლანდიის ნაკრებმა დრამატულ მატჩში მექსიკის ნაკრები დაამარცხა
ჰოლანდია მეოთხედფინალშია
დღეს, 1/8 ფინალში ერთმანეთს ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა, სადაც საბოლოოდ ვან გაალის გუნდმა იმარჯვა. "იუნაიტედის" ჰოლანდიელმა ფორვარდმა და ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ 76–ე წუთამდე ითამაშა, ის მატჩის გმირმა – ჰუნტელაარმა შეცვალა. მატჩში მონაწილეობა აგრეთვე ხავიერ ერნანდესმაც მიიღო, რომელიც 75–ე წუთზე გამოჩნდა პერალტას ნაცვლად.

ანგარიში მექსიკელებმა 48-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსის გოლით გახსნეს. თუმცა, შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სნეიდერმა გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მექსიკელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კლას იან ჰუნტელაარმა შეასრულა და ჰოლანდია 1/4 ფინალში გაიყვანა.

ჰოლანადია 2:1 მექსიკა

გოლები: დოს სანტოსი 48 – სნეიდერი 88, ჰუნტელაარი 90+4 (პენალტი)
გაფრთხილება: აგილარი, მარკესი, გუარდადო

გუნდების შემადგენლობები


ჰოლანდია: სილესენი, ბლინდი, ვლაარი, დე ვრი, დე იონგი (მარტინს ინდი 9), ვეინალდუმი, ვერგჰეგი (დეპაი 56), კუიტი, სნეიდერი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 76), რობენი.

მექსიკა: ოჩოა, მორენო (რეიესი 46), მარკესი, როდრიგესი, ლაიუნი, გუარდადო, სალსიდო, ერერა, აგილარი, დოს სანტოსი (აკინო 62), პერალტა (ჩიჩარიტო 75).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ჰოლანდია მეოთხედფინალშია

მიმოხილვები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
30 ივნისი 2014 13:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჰოლანდიას მოგებას ვუსურვებ კოსტა რიკასთან.. ეგენი ისე კარგად მიდიან მეშინია არ დაამარცხონ.. :დ მაგრამ მაინც მჯერა რომ მოიგებენ
0
№12
ავტორი: GeorgeBest
30 ივნისი 2014 14:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
chudikone,
ძალიან მინდა მარა ჯერ მგონი არ გამოვა ეგ. თუ რამე იყო დლეზე ვერავინ დამასწრებს დაყენებას
0
№13
ავტორი: red devil
30 ივნისი 2014 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რობენმა მაგრად იყომარა საღოლ მაგას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top