თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2014, 18:37
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 3215,
კომენტარები: 20
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?
ჯეიმს როდრიგესს შეუძლია გახდეს "იუნაიტედის" ვარსკვლავი
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და
განახლების და აღლიდან შენების პროცესი მიმდინარეობს "იუნაიტედში", როგორც უკვე ვიცით და შესაბამისად კლუბმა უკვე იყიდა 2 ფეხბურთელი, ერერა და ლუკ შოუ. ორივე ეს ფეხბურთელი ახალგაზრდაა, ენერგიული, ქარიზმით სავსე და ორივე ამ ფეხბურთელს მანჩესტერულ კლუბში გრძელ ვადიან ინვესტიციად თვლიან.
სწორედ ამიტომ, ამ ახალი მშენებლობის პროცესში ჩნდება ფეხბურთელი, რომელიც არც მთლად ვარკსვლავია, თუმცა მისგან შეიძლება ისეთივე ვარსკვლავი დაყენება როგორიც რონალდოა. "იუნაიტედი" ხომ არასდროს ყიდულობს ვარსკვლავებს, მათ მხოლოდ ქმნის...
როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება მაშინვე ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელმაც ნახევარი ტაიმი ითამაშა ბრაზილიაში მიაწერენ "იუნაიტედს", ასეთ დროს კი რეალურად რთული ხდება გაიგო ვისი ყიდვა უნდა კლუბს, თუმცა როდრიგესი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელსაც აქამდეც ხშირად მიაწერდნენ ხოლმე მანჩესტერულ კლუბს, თუნდაც "პორტუდან".
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?


არავის ჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ არის ჯეიმს როდრიგესი ამომავალი ვარსკვლავი, ვინც უყურა მსოფლიო ჩემპიონატს და კერძოდ კოლუმბიის თამაშს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ტოპ-კლუბების ყურადღების ქვეშ მოექცა კოლუმბიელი ფეხბურთელი და არავის ჩამორჩა "იუნაიტედი".
როგორც "Express" იუწყება, ჯეიმს როდრიგესს სწორედ ახლა აქვს შანსი გახდეს გლობალური ვარსკვლავი, თუ კი ის დაამარცხებს ნეიმარს და ბრაზილიას.
როდრიგესი 12 თვეა რაც შეუერთდა "მონაკოს" 37 მილიონ ფუნტ სტერლინგად და ამ ვიდეოში იხილავთ თუ რას მიაღწია მან ამ ხნის განმავლობაში ფრანგულ კლუბში...


ალბათ ბევრმა არ იცის, თუმცა ფერგიუსონს ჰქონდა მცდელობა ჯეიმს როდრიგესის ყიდვის, მას არ ეშლება ტალანტები და სამწუხაროდ სერ ალექსს უარი უთხრეს 30 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, საბოლოოდ კი ის 37-ად გაიყიდა. როდრიგესი ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, 2012 წელს შეამჩნია ფერგიმ.
ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომ არ იბრძოლეს მის გადმოყვანაში, თუმცა შეიძლება ამ შეცდომის გამოსწორება მომდევნო რამდენიმე კვირაში, თუმცა ჯეიმსის ფასი აუცილებლად გაზრდილი იქნება.
მეორე საკითხია, უნდა თუ არა "იუნაიტედს" რეალურად ახალი მშენებლობის პროცესის დაწყება, თუ არა. არის ძალიან ბევრი პრობლემა დაცვაში, ნახევარდაცვაში, ამაზე კი უნდა იზრუნონ მანჩესტერელებმა.
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?


მას შემდეგ რაც სერ ალექსმა გაყიდა გუნდის თილისმა რონალდუ, ძალიან ხშირად ჩნდებოდა კითხვა, შესწევდა თუ არა კლუბს მის გარეშე თამაშის გაგრძელება და თუ არა მაშინ ვინ უნდა ეყიდა კლუბს, შოტლანდიელმა იცოდა, რომ ის პორტუგალიელს ვერ შეცვლიდა, ამიტომ მუდმივად ცდილობდა ტალანტების შეძენას. შედეგი კი არ ჩანდა...

მოკლედ, რომ ვთქვათ. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ კლუბმა მოიყვანა მოიესი, რომელიც მალევე გაუშვეს, ახლა ვან გაალის ჯერია, მაგრამ "იუნაიტედს" საპოვნელი ყავს თილისმა, მთავარი დამრტყმელი ძალა მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ვან პერსი და რუნი მოედანზე იქნებიან კლუბს ჭირდება რონალდოს ტიპის ფეხბურთელი, ისეთი როგორიც კოლუმბიელია.

ადვილია სათქმელად, "იუნაიტედს" შეტევაში კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ისინი შედეგს აუცილებლად მიაღწევენ, თუმცა ეს ასე არ არის. თუნდაც 2008 წელს იყო თამაშები როდესაც მხოლოდ რონალდო აკეთებდა და იგებდა თამაშებს, შედეგი სახეზე იყო, კლუბმა მოინდომა, რონალდომ ყველაფერი ჩადო და ჩემპიონთა ლიგის მედალიც დაიმსახურეს.
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?


6 წლის წინ ისეთი შეტევა როგორიც "იუნაიტედს" ჰყავდა ყველას პრობლემას უქმნიდა, წინ უეინ რუნი პლიუს კარლოს ტევესი, ამას დამატებული რონალდუ და უკან მსოფლიო დონის ნახევარმცველი, პოლ სქოულზი.
ამის მიღწევა უნდა სურდეს "იუნაიტედს" და ვან გაალს, ასეთი გუნდი უნდა შემდგარიყო ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული რაც კლუბმა რონალდო გაუშვა, ახლა კი დროა ვან გაალმა გამოიყენოს სახსრები მაქსიმალურად და კლუბი მოქმედებაში მოიყვანოს.

რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?

როდრიგესი ყველას უყვარს, განსაკუთრებით "მონაკოს" სტადიონზე შეკრებილ 18,500 გულშემატკივარს, ამიტომ "იუნაიტედმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გადმოსაყვანად. გლეიზერებმა უნდა გააკეთონ არაორდინარული შეთავაზება ჯეიმს როდრიგესზე, თუ მათ უნდათ , რომ კლუბმა მოიგოს ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება აუცილებლად უნდა გაიღონ თანხები და შედეგიც მოვა.
კლუბს სუპერვარსკვლავი ჭირდება და ჯეიმსი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ასეთ რიცხვთა შორის შედის (შევა), როდრიგესი გაიზრდება ოლდ ტრაფორდზე და ვან გაალს შეეძლება მისგან გამოიყვანს უდიდესი ფეხბურთელი, როგორც ეს ადრე გაუკეთებია.
თუ "იუნაიტედი" სერიოზულად არის დაინტერესებული ახალი გუნდის მშენებლობაზე, მაშინ ვუდვარდმა უნდა ჩაალაგოს ბარგი, გაფრინდეს სამხრეთი საფრანგეთში და დაიწყოს მოლაპარაკებები.


"გატეხავენ ბანკს" გლეიზერები როდრიგესისთვის ?

კი
არა

ახალი ამბები, ტრანსფერები
20 კომენტარი
№1
ავტორი: PLANeta
29 ივნისი 2014 18:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
es uZlieresia es Tu gadmoviyvaneT mere movides luboi an es an kvadrato tu vigac egeti roa
0
№2
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2014 18:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი სიახლეა good2

2008 წლის იუნაიტედი ალბათ ყველა დროის საუკეთესო გუნდია რომელიც იუნაიტედს ჰყოლია, ეს ფერგისაც აქვს ნათქვამი. ძაან მაგარი ბიჭია მაგრამ მონაკომ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა ამაში ეს ერთი და მეორე მისმა ფასმა კიდევ უფრო იმატა ამ მსოფლიოს მერე, აქეთ რეალი ბარსა ჩალიჩობს ამაზე და მე მგონი ძაან გაგვიჭირდება ამის ყიდვა, თუ დავითრევთ ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდება და მგონი არც ღირს ამაზე ამხელა თანხის დახარჯვა. კარგია ტრანსფერბი, კარგია ახალი ხალხი მაგრამ არ მინდა რეალს დავემსგავსოთ. მაგალითად არის მეორე ვარიანტიც დეპაის სახით რომელიც ბევრად იაფი დაგვიჯდება და საკმაოდ დიდი პოტენციალიც აქვს
0
№3
ავტორი: Best 7
29 ივნისი 2014 18:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ამის ყიდვას ვერ შევძლებთ ამ წელს და შემდეგში არ ვიცი:D
0
№4
ავტორი: Manchester_M
29 ივნისი 2014 19:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მარტო მე არ აღვფრთოვანებულვარ ამ ბიჭით რა დაინახეთ ამ ბიჭში ისეთი რაც რონის ქონდა და აქვს მე ერთი კარგი ფეხბურთელი მგონია და არ მგონია ამის ყიდვის შემდეგ ციდან ვარსკვლავები დავწყვიტოთ
0
№5
ავტორი: Luka Gelashvili
29 ივნისი 2014 20:20
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
თავის დროზე უნდა გვეყიდა cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№6
ავტორი: Z A C K™
29 ივნისი 2014 22:20
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
როცა შანსი იყო მაშინ ჯობდა ყიდვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№7
ავტორი: nika1997
29 ივნისი 2014 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ამს ჯემისმ იკაირა ხამესი ქვია
0
№8
ავტორი: Martial
29 ივნისი 2014 22:34
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
რა კარგი იქნებოდა მაშინ გვეყიდა როცა შანსი გვქონდა მაგრამ არ ისურვა ფერგიმ ამის მოყვანა
0
№9
ავტორი: gilmour
29 ივნისი 2014 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
უდავიდ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ამის რონალდუსთან შედარებაც კი სასაცილოა, გაიხსენეთ 22 წლის რონალდუ, რომელიც უკვე დაფრინავდა და განსხვავებას ძალიან დიდს ნახავთ, თან პოზიციურადაც არ არიან ერთნაირები და ამ შედარების არსს ვერ ჩავწვდი.
ისე კი თუ მართლა ვიყიდით ძალიან მაგარი ტრანსფერი გამოგვივა.
0
№10
ავტორი: A.HERRERA
29 ივნისი 2014 22:51
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
არც ახლაა გვიანი და იმედია ვიყიდით

არც ახლაა გვიანი და იმედია ვიყიდით

lukadzandzava,
ახლა თუ არ შევძელით რეალი, ბარსა ან სხვა გუნდი დაითრევს და მერე საერთოდ გაგვიჭირდება wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top