თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2014, 18:37
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 3216,
კომენტარები: 20
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?
ჯეიმს როდრიგესს შეუძლია გახდეს "იუნაიტედის" ვარსკვლავი
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და
განახლების და აღლიდან შენების პროცესი მიმდინარეობს "იუნაიტედში", როგორც უკვე ვიცით და შესაბამისად კლუბმა უკვე იყიდა 2 ფეხბურთელი, ერერა და ლუკ შოუ. ორივე ეს ფეხბურთელი ახალგაზრდაა, ენერგიული, ქარიზმით სავსე და ორივე ამ ფეხბურთელს მანჩესტერულ კლუბში გრძელ ვადიან ინვესტიციად თვლიან.
სწორედ ამიტომ, ამ ახალი მშენებლობის პროცესში ჩნდება ფეხბურთელი, რომელიც არც მთლად ვარკსვლავია, თუმცა მისგან შეიძლება ისეთივე ვარსკვლავი დაყენება როგორიც რონალდოა. "იუნაიტედი" ხომ არასდროს ყიდულობს ვარსკვლავებს, მათ მხოლოდ ქმნის...
როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება მაშინვე ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელმაც ნახევარი ტაიმი ითამაშა ბრაზილიაში მიაწერენ "იუნაიტედს", ასეთ დროს კი რეალურად რთული ხდება გაიგო ვისი ყიდვა უნდა კლუბს, თუმცა როდრიგესი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელსაც აქამდეც ხშირად მიაწერდნენ ხოლმე მანჩესტერულ კლუბს, თუნდაც "პორტუდან".
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?


არავის ჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ არის ჯეიმს როდრიგესი ამომავალი ვარსკვლავი, ვინც უყურა მსოფლიო ჩემპიონატს და კერძოდ კოლუმბიის თამაშს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ტოპ-კლუბების ყურადღების ქვეშ მოექცა კოლუმბიელი ფეხბურთელი და არავის ჩამორჩა "იუნაიტედი".
როგორც "Express" იუწყება, ჯეიმს როდრიგესს სწორედ ახლა აქვს შანსი გახდეს გლობალური ვარსკვლავი, თუ კი ის დაამარცხებს ნეიმარს და ბრაზილიას.
როდრიგესი 12 თვეა რაც შეუერთდა "მონაკოს" 37 მილიონ ფუნტ სტერლინგად და ამ ვიდეოში იხილავთ თუ რას მიაღწია მან ამ ხნის განმავლობაში ფრანგულ კლუბში...


ალბათ ბევრმა არ იცის, თუმცა ფერგიუსონს ჰქონდა მცდელობა ჯეიმს როდრიგესის ყიდვის, მას არ ეშლება ტალანტები და სამწუხაროდ სერ ალექსს უარი უთხრეს 30 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, საბოლოოდ კი ის 37-ად გაიყიდა. როდრიგესი ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, 2012 წელს შეამჩნია ფერგიმ.
ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომ არ იბრძოლეს მის გადმოყვანაში, თუმცა შეიძლება ამ შეცდომის გამოსწორება მომდევნო რამდენიმე კვირაში, თუმცა ჯეიმსის ფასი აუცილებლად გაზრდილი იქნება.
მეორე საკითხია, უნდა თუ არა "იუნაიტედს" რეალურად ახალი მშენებლობის პროცესის დაწყება, თუ არა. არის ძალიან ბევრი პრობლემა დაცვაში, ნახევარდაცვაში, ამაზე კი უნდა იზრუნონ მანჩესტერელებმა.
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?


მას შემდეგ რაც სერ ალექსმა გაყიდა გუნდის თილისმა რონალდუ, ძალიან ხშირად ჩნდებოდა კითხვა, შესწევდა თუ არა კლუბს მის გარეშე თამაშის გაგრძელება და თუ არა მაშინ ვინ უნდა ეყიდა კლუბს, შოტლანდიელმა იცოდა, რომ ის პორტუგალიელს ვერ შეცვლიდა, ამიტომ მუდმივად ცდილობდა ტალანტების შეძენას. შედეგი კი არ ჩანდა...

მოკლედ, რომ ვთქვათ. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ კლუბმა მოიყვანა მოიესი, რომელიც მალევე გაუშვეს, ახლა ვან გაალის ჯერია, მაგრამ "იუნაიტედს" საპოვნელი ყავს თილისმა, მთავარი დამრტყმელი ძალა მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ვან პერსი და რუნი მოედანზე იქნებიან კლუბს ჭირდება რონალდოს ტიპის ფეხბურთელი, ისეთი როგორიც კოლუმბიელია.

ადვილია სათქმელად, "იუნაიტედს" შეტევაში კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ისინი შედეგს აუცილებლად მიაღწევენ, თუმცა ეს ასე არ არის. თუნდაც 2008 წელს იყო თამაშები როდესაც მხოლოდ რონალდო აკეთებდა და იგებდა თამაშებს, შედეგი სახეზე იყო, კლუბმა მოინდომა, რონალდომ ყველაფერი ჩადო და ჩემპიონთა ლიგის მედალიც დაიმსახურეს.
რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?


6 წლის წინ ისეთი შეტევა როგორიც "იუნაიტედს" ჰყავდა ყველას პრობლემას უქმნიდა, წინ უეინ რუნი პლიუს კარლოს ტევესი, ამას დამატებული რონალდუ და უკან მსოფლიო დონის ნახევარმცველი, პოლ სქოულზი.
ამის მიღწევა უნდა სურდეს "იუნაიტედს" და ვან გაალს, ასეთი გუნდი უნდა შემდგარიყო ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული რაც კლუბმა რონალდო გაუშვა, ახლა კი დროა ვან გაალმა გამოიყენოს სახსრები მაქსიმალურად და კლუბი მოქმედებაში მოიყვანოს.

რა კავშირი აქვთ როდრიგესს და "იუნაიტედს" ?

როდრიგესი ყველას უყვარს, განსაკუთრებით "მონაკოს" სტადიონზე შეკრებილ 18,500 გულშემატკივარს, ამიტომ "იუნაიტედმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გადმოსაყვანად. გლეიზერებმა უნდა გააკეთონ არაორდინარული შეთავაზება ჯეიმს როდრიგესზე, თუ მათ უნდათ , რომ კლუბმა მოიგოს ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება აუცილებლად უნდა გაიღონ თანხები და შედეგიც მოვა.
კლუბს სუპერვარსკვლავი ჭირდება და ჯეიმსი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ასეთ რიცხვთა შორის შედის (შევა), როდრიგესი გაიზრდება ოლდ ტრაფორდზე და ვან გაალს შეეძლება მისგან გამოიყვანს უდიდესი ფეხბურთელი, როგორც ეს ადრე გაუკეთებია.
თუ "იუნაიტედი" სერიოზულად არის დაინტერესებული ახალი გუნდის მშენებლობაზე, მაშინ ვუდვარდმა უნდა ჩაალაგოს ბარგი, გაფრინდეს სამხრეთი საფრანგეთში და დაიწყოს მოლაპარაკებები.


"გატეხავენ ბანკს" გლეიზერები როდრიგესისთვის ?

კი
არა

ახალი ამბები, ტრანსფერები
20 კომენტარი
№11
ავტორი: nika1997
29 ივნისი 2014 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ვუდვორდა დავაი გასხი და გადიხადე ფული ამ ბიჭში
0
№12
ავტორი: Manchester United 14
29 ივნისი 2014 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ამაზე უფრო ცოტა შანს გვაქვს ვიდრე რობენზე და რობენი ჯობია ვიყიდოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№13
ავტორი: Malboro463
30 ივნისი 2014 01:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ციტატა: kOsTiA
კუადრადო რომ ვიყიდოთ ურიგო არ იქნება

+1
0
№14
ავტორი: Macklemore
30 ივნისი 2014 03:26
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Tu gadmova dzaaan magari iqneba, magram meechveba es viyidot. Cuardado ro wamoviyvanot egec magrad gaasworebs.
0
№15
ავტორი: Rosso Diavolo
30 ივნისი 2014 11:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საკუთარ პოზიციაზე უძლიერესია ეს თუ გადმოვიდა სერიოზული ტრნსფერი იქნება, მაგრამ მგონი ეს რეალში გადავა.
0
№16
ავტორი: chudikone
30 ივნისი 2014 12:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არამგონია ერთი წლის წინ ამხელა თანხით ნაყიდი ფეხბურთელი გაუშვან სულ რო ორმაგი თანხა შევთავაზოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№17
ავტორი: GeorgeBest
30 ივნისი 2014 15:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დეპაი ყველაზე კარგი ვარიანტი მგონია მე ამ ეტაპზე, თან არ გაგვიჭირდება მაგის ყიდვა
0
№18
ავტორი: red devil
30 ივნისი 2014 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამის ყიდვის შანსი არ გვაქ
0
№19
ავტორი: ელენე
30 ივნისი 2014 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
რეალს ვაჯობებთ ახლა ჩვეენ? რა ღორები არიან, რით ვერ გაძღნენ. სამეფო კლუბი არა ის, ფულით აწყობილი კლუბია -_-

კარგი ბიჭია ეს, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მანჩესტერში :/
0
№20
ავტორი: temo-scholes
30 ივნისი 2014 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Jeimsi ubralod sachiro kacia iunaitedistvis...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top