თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2014, 13:30
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 11
ჯონსის გეგმები და ამბიციები
ფილ ჯონს "იუნაიტედის" ძირითადში სურს ადგილის დაკავება
ჯონსის გეგმები და ამბიციები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველის, სანაკრებო კარიერის ცხრილში ნაადრევი ცვლილებები შევიდა, რადგან ინგლისის ნაკრებმა დროზე ადრე დატოვეს მსოფლიო ჩემპიონატი.

"სამი ლომი" ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. მათ შესაძლო 9 ქულიდან მხოლოდ და მხოლოდ 1 აიღეს და საკუთარი თავიც და გულშემატკივარიც გააწბილეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარს ფილ ჯონსი აკეთებს. "ეს არ იყო საკმარისი. ჩვენ მეტის თქმა ამ ეტაპაზე არ შეგვიძლია."

"ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ. რა თქმა უნდა უარყოფით მოვლენებს თან დადებითიც ახლავს, ამიტომ ჩვენი ვალია ახლა შინ დავბრუნდეთ და ნეგატიურის დავიწყება დროულად შევძლოთ."

მოგეხსენებათ, გამოწვეული მითქმა-მოთქმის მიუხედავად, როი ჰოჯსონი პოსტს ინარჩუნებს და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი თავად ფილ ჯონსია.

"როი, ჩვენი ბოსი, შესანიშნავი იყო. ვარჯიშებზე იგი ყველაფერს გვიხსნიდა და ჩვენც ადეკვატურად ვპასუხობდით. ჩვენ მას სათანადო მადლობას ვერასოდეს გადავუხდით." - აგრძელებს ჯონსი.

"წარუმატებლობა ჩვენი, ფეხბურთელების ბრალია, ვინც მოედანზე გავედით და საქმე გავაკეთეთ. სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდით."

ჯონსს ახლა მთელი ყურადღება კლუბზე აქვს გადასატანი, რათა დარწმუნდეს, რომ ახალი მწვრთვნელის, ლუი ვან გაალის გეგმებში მისი ადგილი ყოველთვის იქნება.

"მე ვისურვებდი რომ კლუბში დაბრუნებისას ჩემი ადგილი გარანტირებული მქონდეს. მე რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ეს დიდად არ მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, რომ ადგილი გარანტირებული გაქვს გუნდში."

"თქვენ მნახეთ მე დაცვის ცენტრში, მარჯვება მცველად და მოედნის ცენტრშიც, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი ადგილი დაცვის გულია. მე ყოველ კვირას ამას ვამბობ, რომ ბედნიერი "იუნაიტედში" ნებისმიერ პოზიციაზე თამაშით დანარჩენი უკვე მწვერთვნელის გადასაწყვეტია." - დაასრულა ჯონსმა.

წყარო: ManUnitedDevils.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 ივნისი 2014 13:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როი, ჩვენი ბოსი, შესანიშნავი იყო

მოიესზეც ასე იყვნენ, ყველაფერს თავის თავზე იღებდნენ მარა ყველამ ვიცით რო ეს ესე არაა. უნდა წავიდეს ეგ კაცი თუ ნაკრებს რამე უნდა, მაგის ხელში ვერაფერს იზამენ

უკვე გუნდის ლიდერად ყალიბდება და მაგრად მიყვარს ეს კაცი. რუნის შემდეგ კაპიტანია
0
№2
ავტორი: Manchester United 14
27 ივნისი 2014 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მეც ასე ვთვლი რომ ასე უნდა მოხდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Martial
27 ივნისი 2014 13:40
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
რიო ვიდას წასვლის შემდეგ ეს თუ არ დადგა ცენტრში აბა ვინღა დაგვრჩა? ვინც არ უნდა მოიყვანონ ჯონსს შეუწყვილდება.

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს და ჰოჯსონს დასაფასებელია ჯონსის თანადგომა მარა ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა
0
№4
ავტორი: Lev
27 ივნისი 2014 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ეგეთი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი რო გყავს გუნდში პრემიერლიგაში რა მაგარია. იმედია ვან გაალი სათანადოდ დააფასებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: RedGirl
27 ივნისი 2014 13:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯონსი მაგრად მევასება რა love დიდ იმედებს ვამყარებ ამ ბიჭზე. ზუსტად ისეთა როგორიც "იუნაიტედს" სჭირდება. აუცილებლად უნდა დადგეს ცენტრში. ცენტრის კაცია რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Macklemore
27 ივნისი 2014 14:23
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჯონს აბა შენიცი! უფრო სტაბილური თამაში გვინდა შენგან და ნაკლები ტრავმები!!!
0
№7
ავტორი: Count Alucard
27 ივნისი 2014 14:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ცუდს ვერაფერს იტყოდა მწვრთნელზე აშკარაა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ჰოჯსონს დიდი დღე არ უწერია, მალე წავა ნაკრებიდან ამდენ წარუმატებლობას არ მოუთმენენ, წარუმატებლობის დროს შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ გუნდი ისე საშინლად თამაშობდა მართლა მოისის მანჩესტერს გავდა და თუ აგებ თამაშს რამით მაინც უნდა დაამახსოვრო გულშემატკივარს თავი, როგორც ინგლისელები იტყვიან Go out in Style, ამ ქათმისტვინამ ეგეც ვერ შეძლო, არ იცის როგორ გამოიყენოს მოთამშეები, ვინ სად დააყენოს, ვის რა შეუძლია და მწვრთნელმა ეს თუ არ იცი რა გესაქმება ინგლისის ნაკრებში?
0
№8
ავტორი: don_vini
27 ივნისი 2014 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
არ ვიცი ყველა რატო იცავს და ოდნავ პროტესტს რატო არავინ გამოხატავს.ეს არ შეიძლება.ეს ბალეშიკების უბრალდო შეურაწყობად მიმაჩნია რომ გამოდიან და იძახიან ჰოჯსონი ბრწყინვალ ეიყოვო.ხო რაც შეეხება ჯონსს ის უნდა იყოს ცენტრალური მცველი თან აუცილებლად და აუცილებლად ამას სასტავში ვხედავ წელს გარანტირებულად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: Manchester_M
27 ივნისი 2014 15:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კიდევ კარგი ეს მაინც გვაყვს ნორმლაური მცველი თორე რა ეშველებოდა ჩვენ დაცვას არ ვიცი რა :X ჯონსმა მანჩესტერში უნდა დაამთავროს კარიერა ღირსეულად :)
0
№10
ავტორი: gilmour
27 ივნისი 2014 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფილი უნდა იყოს ძირითადში აუცილებლად, ოღონდ მხოლოდ დაცვის ცენტრში და არსად სხვაგან! მაგ შემთხვევაში მალე ვიხილავთ ძალიან მაღალი დონის მცველს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top