თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2014, 13:30
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2447,
კომენტარები: 11
ჯონსის გეგმები და ამბიციები
ფილ ჯონს "იუნაიტედის" ძირითადში სურს ადგილის დაკავება
ჯონსის გეგმები და ამბიციები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველის, სანაკრებო კარიერის ცხრილში ნაადრევი ცვლილებები შევიდა, რადგან ინგლისის ნაკრებმა დროზე ადრე დატოვეს მსოფლიო ჩემპიონატი.

"სამი ლომი" ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. მათ შესაძლო 9 ქულიდან მხოლოდ და მხოლოდ 1 აიღეს და საკუთარი თავიც და გულშემატკივარიც გააწბილეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარს ფილ ჯონსი აკეთებს. "ეს არ იყო საკმარისი. ჩვენ მეტის თქმა ამ ეტაპაზე არ შეგვიძლია."

"ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ. რა თქმა უნდა უარყოფით მოვლენებს თან დადებითიც ახლავს, ამიტომ ჩვენი ვალია ახლა შინ დავბრუნდეთ და ნეგატიურის დავიწყება დროულად შევძლოთ."

მოგეხსენებათ, გამოწვეული მითქმა-მოთქმის მიუხედავად, როი ჰოჯსონი პოსტს ინარჩუნებს და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი თავად ფილ ჯონსია.

"როი, ჩვენი ბოსი, შესანიშნავი იყო. ვარჯიშებზე იგი ყველაფერს გვიხსნიდა და ჩვენც ადეკვატურად ვპასუხობდით. ჩვენ მას სათანადო მადლობას ვერასოდეს გადავუხდით." - აგრძელებს ჯონსი.

"წარუმატებლობა ჩვენი, ფეხბურთელების ბრალია, ვინც მოედანზე გავედით და საქმე გავაკეთეთ. სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდით."

ჯონსს ახლა მთელი ყურადღება კლუბზე აქვს გადასატანი, რათა დარწმუნდეს, რომ ახალი მწვრთვნელის, ლუი ვან გაალის გეგმებში მისი ადგილი ყოველთვის იქნება.

"მე ვისურვებდი რომ კლუბში დაბრუნებისას ჩემი ადგილი გარანტირებული მქონდეს. მე რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ეს დიდად არ მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, რომ ადგილი გარანტირებული გაქვს გუნდში."

"თქვენ მნახეთ მე დაცვის ცენტრში, მარჯვება მცველად და მოედნის ცენტრშიც, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი ადგილი დაცვის გულია. მე ყოველ კვირას ამას ვამბობ, რომ ბედნიერი "იუნაიტედში" ნებისმიერ პოზიციაზე თამაშით დანარჩენი უკვე მწვერთვნელის გადასაწყვეტია." - დაასრულა ჯონსმა.

წყარო: ManUnitedDevils.com
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
28 ივნისი 2014 01:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფილ ჯონსი სამომავლო კარიერაში ძლიერ განვითარდება და ინგლისის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელიც აუცილებლად გახდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top