თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2014, 20:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2090,
კომენტარები: 23
ერერა: "ჩემი ოცნება ახდა"
ერერასა და გიგზის ინტერვიუ
ერერა:
24 წლის ნახევარცმველი "ბილბაოს ატლეტიკს" 2011 წელს შეუერთდა. "იუნაიტედში" გადმოსვლამდე მან მოასწრო 128 მატჩის ჩატარება და 11 გოლის გატანა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელის ასისტენტი, რაიან გიგზი მოხარულია ამ შენაძენით.

"ანდერი ფანტასტიური, ახალგაზრდა ფეხბურთელია, დიდი ენერგიითა და კრეატივით. ჩვენ გვჯერა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კაშკაშა ვარსკვლავი ესპანეთში და მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაცილებით უკეთესი გახდება "იუნაიტედისა" და მისი ფანების დახმარებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც მან ბოლო-ბოლო გადაწყვიტა და შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედს" და დარწმუნებული ვარ, დიდ როლს ითამაშებს კლუბის მომავალში. ერთი სული მაქვს როდის ვითანამშრომლებ მასთან. ველი საზაფხულო ტურნეს ამერიკაში,"-აცხადებს რაიანი.

თავად ერერას განცხადებით, კი მისი ოცნება "იუნაიტედმა" აახდინა:

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლა ოცნების ახდენას ნიშნავს. მე "ოლდ ტრაფორდზე" მითამაშია, მაგრამ "ატლეტიკის" მაისურით და ეს ერთ-ერთი შესანიშნავი და დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე "იუნაიტედს" იმიტომ შევუერთდი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვავლინო და დავეხმარო კლუბს მიზნის მიღწევაში. სამშაბათს ჩამოვედი და ძალიან აღელვებული ვარ. ერთი სული მაქვს როდის მოვირგებ "იუნაიტედის" ცნობილ, წითელ მაისურს და ჩავატარებ პირველ თამაშს. მე არასდროს დამავიწყდება "ატლეტიკი" და იქ გატარებული დრო. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ფანებს და სამწრთვნელო შტაბს მხარდაჭერისთვის და მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს ფანტასტიურ ყოფილ თანაგუნდელებს."

ManUtd.com
სიახლეები
23 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
26 ივნისი 2014 20:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჯიგარი ხარ ანდერ, ჩემი ოცნებაც ახდა! წინა ზაფხულს მინდოდა გადმოსულიყავი.. მერე ზამთრამდე ვერ ვიიყიდოთო და როგორც იქნა ეს დღე დადგა! 23 ნომერი წაართვით ქლევერლის და ერერას ჩაახუტეთ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: kOsTiA
26 ივნისი 2014 20:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ჩვენი ბიჭიაა love დიდი მოლოდინით ველი ამ ბიჭის დებიუტს...იმედი მაქვს მანიუს წინსვლაში დაეხმარება love მინდა მოფერებითი სახელიც შევურჩიო wink VIVA ერიტოოო ! ! !
0
№3
ავტორი: RedTeen
26 ივნისი 2014 20:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გაიხარე იმედია მალე იქნება მისი დებიუტი
0
№4
ავტორი: nika1997
26 ივნისი 2014 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ქლევერლის შეშვით და დაუტოვეთ მისი ნომერიც მაგრდ მიხარია ერერა ჩვენთან რო არის მარა ქლევერლის შეშვით

ნახეთ თუ არ ათამაშდეს
0
№5
ავტორი: Count Alucard
26 ივნისი 2014 20:48
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
nika1997,
მემგონი ერთადერთI ხარ ვისაც მაგის სჯერა, თუ ამ ზაფხულს არ გაუშვეს ვნახოთ რა იქნება, მაგრამ რაღაც არამგონია ეგ სასტარტოს შეუცვლელი ფეხბურთელი გახდეს.
0
№6
ავტორი: Manchester_M
26 ივნისი 2014 20:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: nika1997
ქლევერლის შეშვით და დაუტოვეთ მისი ნომერიც მაგრდ მიხარია ერერა ჩვენთან რო არის მარა ქლევერლის შეშვით

ნახეთ თუ არ ათამაშდეს


მგონი აქაუნთი გაუტეხეს :X ეს ხუმრობით :D

გიგზი მიხედავს და უფრო დახვეწავს ერეირას თამაშს ძლივს ნორმალური ინფორმაცია გავიგეთ რა :D
0
№7
ავტორი: Z A C K™
26 ივნისი 2014 20:57
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
გაქაჩავს იმედია, სავარაუდოდ ქლევერლიებს და ფლეტჩერებს გაყრიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№8
ავტორი: DimaSanaia
26 ივნისი 2014 21:18
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
როგორ მიხარია პროსტაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№9
ავტორი: Malboro463
26 ივნისი 2014 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ოფიციალურად: გარაი “ზენიტში” ითამაშებს
0
№10
ავტორი: Reus IN Manchester
26 ივნისი 2014 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
მაგარია ძაან ძლივს დალაგდება ცენტრი და კლევერლის იმედზე აღარ ვიქნებით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top