თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2014, 20:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2091,
კომენტარები: 23
ერერა: "ჩემი ოცნება ახდა"
ერერასა და გიგზის ინტერვიუ
ერერა:
24 წლის ნახევარცმველი "ბილბაოს ატლეტიკს" 2011 წელს შეუერთდა. "იუნაიტედში" გადმოსვლამდე მან მოასწრო 128 მატჩის ჩატარება და 11 გოლის გატანა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელის ასისტენტი, რაიან გიგზი მოხარულია ამ შენაძენით.

"ანდერი ფანტასტიური, ახალგაზრდა ფეხბურთელია, დიდი ენერგიითა და კრეატივით. ჩვენ გვჯერა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კაშკაშა ვარსკვლავი ესპანეთში და მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაცილებით უკეთესი გახდება "იუნაიტედისა" და მისი ფანების დახმარებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც მან ბოლო-ბოლო გადაწყვიტა და შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედს" და დარწმუნებული ვარ, დიდ როლს ითამაშებს კლუბის მომავალში. ერთი სული მაქვს როდის ვითანამშრომლებ მასთან. ველი საზაფხულო ტურნეს ამერიკაში,"-აცხადებს რაიანი.

თავად ერერას განცხადებით, კი მისი ოცნება "იუნაიტედმა" აახდინა:

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლა ოცნების ახდენას ნიშნავს. მე "ოლდ ტრაფორდზე" მითამაშია, მაგრამ "ატლეტიკის" მაისურით და ეს ერთ-ერთი შესანიშნავი და დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე "იუნაიტედს" იმიტომ შევუერთდი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვავლინო და დავეხმარო კლუბს მიზნის მიღწევაში. სამშაბათს ჩამოვედი და ძალიან აღელვებული ვარ. ერთი სული მაქვს როდის მოვირგებ "იუნაიტედის" ცნობილ, წითელ მაისურს და ჩავატარებ პირველ თამაშს. მე არასდროს დამავიწყდება "ატლეტიკი" და იქ გატარებული დრო. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ფანებს და სამწრთვნელო შტაბს მხარდაჭერისთვის და მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს ფანტასტიურ ყოფილ თანაგუნდელებს."

ManUtd.com
სიახლეები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Martial
27 ივნისი 2014 13:42
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მაგარი კაცი winked

იმედია გაამართლებს
0
№22
ავტორი: Best 7
27 ივნისი 2014 13:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჩვენიც ასევე ანდერ! ძალიან derphappycry ება, ემოციებს ვერ ვთოკავ
0
№23
ავტორი: salome-rooney
27 ივნისი 2014 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
კარგია am ეს ბიჭი უკვე ჩვენი ეშმაკუნაა love მომწონს მისი სიტყვები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top