თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2014, 13:23
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2544,
კომენტარები: 17
ვინ არის ანდერ ერერა (?)
5 რამ რაც უნდა იცოდეს "იუნაიტედის" გულშემატკივარმა ანდერ ერერას შესახებ...
ვინ არის ანდერ ერერა (?)
მას შემდეგ რაც, გასულ ზაფხულს "იუნაიტედის" ბოსებმა ვერ შეძლეს ანდერ ერერას გადმობირება, ახლა ერთი ნაბიჯით წინ არიან და სულ მალე ალბათ მიმდინარე ჭორებს ბოლო მოეღება. "იუნაიტედი" ერერას სანაცვლოდ 28 მილიონს იხდის, რაც ავტომატურად ხდება ლუი ვან გაალის პირველი ტრანსფერი.

მოსალოდნელია რომ მისი ფასი თვის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ტრანსფერი 48 საათში დასრულებულ იქნეს. მაგრამ ვინ არის ანდერ ერერა და რატომ ადიდებენ "ბილბაოს" ფანები მას ? ქვემოთ მოცემულია 5 რამ, რაც უნდა იცოდნენ "იუნაიტედის" ფანებმა ვან გაალის სავარაუდო პირველი შენაძენის შესახებ...

საამაყო წარსული


ანდერ ერერა ქალაქ ბილბაოში დაიბადა 1989 წელს და მისი საფეხბურთო კარიერა "რეალ სარაგოსას" შემადგნლობაში დაიწყო 2004 წელს. მან ესპანეთის ნაკრების მაისური 2009 წლის აგვისტოს მოირგო, მანამ სანამ "ბილბაო ატლეტიკს" შეურთდებოდა. აგრეთვე ცნობილია, რომ მან გამოთქვა სურვილი დატოვოს სამშობლო და შეურთედს "მანჩესტერ იუნაიტედს."

ახალგაზრდა, სანაკრებო სარბიელზე გამოცდილი ფეხბურთელი


იმისდა მიუხედავად, რომ მას ჯერ არ ჰქონია დებიუტი ესპანეთის მთავარ შემადგენლობაში, ის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთელად მოიაზრება, რომელმაც ახალგაზრდულთა ნაკრებებში იასპარეზა. ერერამ ჩაატარა 20 შეხვედრა ესპანეთის 20, 21 და 23 წლამდე ნაკრებებშიდა შეძლო 7 გოლის გატანა. იგი გახლდათ გამარჯვების გოლის ავტორი, როდესაც 21 წლამდელებთა ევროპის ჩემპიონატზე თავით დალაშქრა მეტოქის კარი. მიუხედავად ამ ყველაფერისა, 24 წლის ნახევამცველი მუნდიალის მიღმა დარჩა.

დარტყმები, დარტყმები, დარტყმები

ერერა არ ერიდება დარტყმებს, როდესაც მას ამის საშუალება მიეცემა. მას უშიშარი ფეხბურთელის რეპუტაცია აქვს, რომელიც ხელსაყრელ მომენტში ადეკვატურად იქცევა. გასულ სეზონში, მონაცემებზე დაყრდნობით იგი მატჩში ორჯერ ახდენდა "გასროლას", ყველაზე მეტჯერ ვიდრე სხვა ნებისმიერი ლა-ლიგას ნახევარმცველი. განვლილი სეზონი მან 5 გოლით და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა. მისი პასის სიზუსტე 80% გახლავთ, რომელიც შესაძლოა გაუმჯობესებას საჭიროებს, რათა მკაცრ ვან გაალზე გავლენა იქონიოს.

ბრძოლაში შეუპოვარი

ოთხი წითელი ბარათი, მის ახალგაზრდულ კარიერაში მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას შეუძლია მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გახდეს მისი უხეში ვარდნების მეშვეობით. ინგლისურ ფეხბურთში გაცილებით მეტი აქცენტია გამახვილებული ფიზიკურ სიძლიერეზე და სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს მის მთავარ კოზირად. ის ყვითელ ბარათს ყოველ 3.5 მატჩში იღებს.

მამის ნაკველევზე სიარული

ანდერის მამა, პედრო მარია ერერა აგრეთვე გამოჩენილი ფეხბურთელია, რომელსაც 200 ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული კარიერაში. ყველაზე აღსანიშნავი დრო მის კარიერაში 1982-1988 წლებში იყო, როდესაც იგი "რეალ სარაგოსას" ღირსებას იცავდა და 18 გოლის გატანა შეძლო 155 ჩატარებული მატჩიდან. მოგეხსებათ, ისიც ცენტრალური ნახევარმცველი გახლდათ. პედრო მარია ერერა ახლაც კი ჩართულია საფეხბურთო სფეროში და ნამუშევარი აქვს მთავარ მენეჯერად "სარაგოსასა" და "სელტა ვიგოში".



წყარო: Mirror
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ივნისი 2014 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი ფეხბურთელია ნამდვილად და მჯერა რო ჩვენთან კიდევ უფრო მოუმატებს.
0
№2
ავტორი: Vodafone
25 ივნისი 2014 13:49
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგრად მჯერა რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იქნება
0
№3
ავტორი: red devil
25 ივნისი 2014 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს ყველაფერი კაია მარა ვიყიდეთ ოფიციალურად უკვე? :D
0
№4
ავტორი: gilmour
25 ივნისი 2014 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
5 გოლი და 5 პასი სეზონში, 80 % პასის სიზუსტე, მე ძალიან მეცოტავება ეს სტატისტიკური მხარე, მითუმეტეს როცა უფრო ხშირად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. იმედი მაქვს თუ გადმოვა გაამართლებს.
0
№5
ავტორი: Manchester_M
25 ივნისი 2014 14:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ზამენისთვის იყიდეს ალბათ ეს თორე ამას ძირითადში ჯერ არავინ ათამაშებს :X
0
№6
ავტორი: RedTeen
25 ივნისი 2014 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მჯერა რომ გაამართლებს.. კარგი ბიჭი ჩანს.. იმედია წითელ ბარათებს მნიშვნელოვან მატჩებში არ მიიღებს..
0
№7
ავტორი: GeorgeBest
25 ივნისი 2014 14:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრძოლაში შეუპობარი, შორიდან დარტყმები და კარგი პასები საპრემიერლიგო კაცია wink დიდად არ ვიცი ამის თამაშები, რამდენჯერმე მაქვს ნანახიდა ვნახოთ რა იქნება. მიხარია პირველი ტრანსფერი მაინც
0
№8
ავტორი: VaRdo
25 ივნისი 2014 14:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
gilmour,

გადახედე იანგის, კლევერლის, კერიკის, ვალენსიას, ნანის, ფელაინის მონაგარს რამდენი ბურთი გაიტანეს წელს და შენ ეგ 5 ბურთი 50 ად მოგეჩვენება ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: nika1997
25 ივნისი 2014 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
კარგი ფეხბურთელელია და ჩვენთან მოუმატებს უფრო გიგზი გაწვრთნის როგორც საჭიროა ისე მარ თუ ვიყიდეთ?
0
№10
ავტორი: Martial
25 ივნისი 2014 14:54
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
კარგი სიახლეა good2

მგონი გამოგვადგება საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. ამაზე უკეთესის ყიდვის შანსი დიდად არ გვქონდა ამიტომ უნდა დავკმაყოფილდეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top