თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2014, 13:23
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 17
ვინ არის ანდერ ერერა (?)
5 რამ რაც უნდა იცოდეს "იუნაიტედის" გულშემატკივარმა ანდერ ერერას შესახებ...
ვინ არის ანდერ ერერა (?)
მას შემდეგ რაც, გასულ ზაფხულს "იუნაიტედის" ბოსებმა ვერ შეძლეს ანდერ ერერას გადმობირება, ახლა ერთი ნაბიჯით წინ არიან და სულ მალე ალბათ მიმდინარე ჭორებს ბოლო მოეღება. "იუნაიტედი" ერერას სანაცვლოდ 28 მილიონს იხდის, რაც ავტომატურად ხდება ლუი ვან გაალის პირველი ტრანსფერი.

მოსალოდნელია რომ მისი ფასი თვის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ტრანსფერი 48 საათში დასრულებულ იქნეს. მაგრამ ვინ არის ანდერ ერერა და რატომ ადიდებენ "ბილბაოს" ფანები მას ? ქვემოთ მოცემულია 5 რამ, რაც უნდა იცოდნენ "იუნაიტედის" ფანებმა ვან გაალის სავარაუდო პირველი შენაძენის შესახებ...

საამაყო წარსული


ანდერ ერერა ქალაქ ბილბაოში დაიბადა 1989 წელს და მისი საფეხბურთო კარიერა "რეალ სარაგოსას" შემადგნლობაში დაიწყო 2004 წელს. მან ესპანეთის ნაკრების მაისური 2009 წლის აგვისტოს მოირგო, მანამ სანამ "ბილბაო ატლეტიკს" შეურთდებოდა. აგრეთვე ცნობილია, რომ მან გამოთქვა სურვილი დატოვოს სამშობლო და შეურთედს "მანჩესტერ იუნაიტედს."

ახალგაზრდა, სანაკრებო სარბიელზე გამოცდილი ფეხბურთელი


იმისდა მიუხედავად, რომ მას ჯერ არ ჰქონია დებიუტი ესპანეთის მთავარ შემადგენლობაში, ის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთელად მოიაზრება, რომელმაც ახალგაზრდულთა ნაკრებებში იასპარეზა. ერერამ ჩაატარა 20 შეხვედრა ესპანეთის 20, 21 და 23 წლამდე ნაკრებებშიდა შეძლო 7 გოლის გატანა. იგი გახლდათ გამარჯვების გოლის ავტორი, როდესაც 21 წლამდელებთა ევროპის ჩემპიონატზე თავით დალაშქრა მეტოქის კარი. მიუხედავად ამ ყველაფერისა, 24 წლის ნახევამცველი მუნდიალის მიღმა დარჩა.

დარტყმები, დარტყმები, დარტყმები

ერერა არ ერიდება დარტყმებს, როდესაც მას ამის საშუალება მიეცემა. მას უშიშარი ფეხბურთელის რეპუტაცია აქვს, რომელიც ხელსაყრელ მომენტში ადეკვატურად იქცევა. გასულ სეზონში, მონაცემებზე დაყრდნობით იგი მატჩში ორჯერ ახდენდა "გასროლას", ყველაზე მეტჯერ ვიდრე სხვა ნებისმიერი ლა-ლიგას ნახევარმცველი. განვლილი სეზონი მან 5 გოლით და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა. მისი პასის სიზუსტე 80% გახლავთ, რომელიც შესაძლოა გაუმჯობესებას საჭიროებს, რათა მკაცრ ვან გაალზე გავლენა იქონიოს.

ბრძოლაში შეუპოვარი

ოთხი წითელი ბარათი, მის ახალგაზრდულ კარიერაში მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას შეუძლია მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გახდეს მისი უხეში ვარდნების მეშვეობით. ინგლისურ ფეხბურთში გაცილებით მეტი აქცენტია გამახვილებული ფიზიკურ სიძლიერეზე და სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს მის მთავარ კოზირად. ის ყვითელ ბარათს ყოველ 3.5 მატჩში იღებს.

მამის ნაკველევზე სიარული

ანდერის მამა, პედრო მარია ერერა აგრეთვე გამოჩენილი ფეხბურთელია, რომელსაც 200 ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული კარიერაში. ყველაზე აღსანიშნავი დრო მის კარიერაში 1982-1988 წლებში იყო, როდესაც იგი "რეალ სარაგოსას" ღირსებას იცავდა და 18 გოლის გატანა შეძლო 155 ჩატარებული მატჩიდან. მოგეხსებათ, ისიც ცენტრალური ნახევარმცველი გახლდათ. პედრო მარია ერერა ახლაც კი ჩართულია საფეხბურთო სფეროში და ნამუშევარი აქვს მთავარ მენეჯერად "სარაგოსასა" და "სელტა ვიგოში".



წყარო: Mirror
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
25 ივნისი 2014 15:37
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
gilmour,
კროოსს 4 ასისტი და 2 გოლი ქონდა გასულ სეზონში. +ამას ბილბაოს არ ქონია გადასარევი სეზონი და ერერას რამდენი გოლი და ასისტიც აქვს, იმდენი ყველა ნახევარმცველს ერთად არააქ მანჩესტერში!
0
№12
ავტორი: gilmour
25 ივნისი 2014 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ხოო მაგრამ ეს გუნდის ლიდერია და სულ სასტავშია მეტი უნდა ქონდეს ვაა:))) გაამართლოს და ჯანდაბას ამის სტატისტიკაც, თუ კარგად ითამაშებს მაგაზე მაგარი რა იქნება
0
№13
ავტორი: GeorgeBest
25 ივნისი 2014 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კროოს იმიტომ ჰქონდა 2 საგოლე პასი რომ ვერ ხვდებოდა ძირითადში, მაგიტომაც დატოვებს ბაიერნს თუ დატოვებაა. არც ისე ბევრია ამის შედეგები მაგრამ იმედია გაამართლებს
0
№14
ავტორი: don_vini
25 ივნისი 2014 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
რავი მოდვიდეს ვნახოთ რას ითამაშEბს.იმედია გამართლებული ტრანსფერი იქნება :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№15
ავტორი: lefty
25 ივნისი 2014 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
კაია პროსტა ჯანზე უნდა მოსვლა თორე გაუჭირდება
0
№16
ავტორი: Best 7
25 ივნისი 2014 18:47
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგი ტრანსფერია!
0
№17
ავტორი: LizarD
25 ივნისი 2014 19:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მანჩესტერს შეტევის გაძლიერებაზე მეტად მცველი ან კარგი საყრდენი ჭირდება, თან ეს ტიპური საყრდენი არ არის, ექსპერიმენტების დრო კიდე არ აქვს მანჩესტერს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top