თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2014, 18:32
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2772,
კომენტარები: 11
შოუმ "იუნაიტედი" აირჩია
ლუკ შოუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
შოუმ
BBC-ს ინფორმაციით, ინგლისელმა მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ "პრემიერ ლიგის" ბოლო დღეს "საუზჰემპტონის" მესვეურებს განუცხადა, რომ მას სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა.

"იუნაიტედთან" ნათამაშები 1-1 ფრის შემდეგ "წმინდანებმა" გამართეს გუნდური შეკრება, სადაც ლუკ შოუმ "იუნაიტედში" გადასვლის სურვილი გამოთქვა.

იმ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე შეთავაზებული ჰქონდა 27 მილიონი ფუნტი ახალგაზრდა მცველისთვის.

თუმცა "საუზჰემპტონი" არ აპირებს რომელიმე ფეხბურთელის გაშვებას, სანამ ახალი მწვრთნელი არ ჩაუდგება გუნდს სათავეში.

როგორც მოგეხსენებათ, გუნდი უკვე დატოვა რიკი ლამბერტმა, რომელიც "ენფილდზე" გადაბარგდა, სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს კიდევ ერთი ინგლისელი, ადამ ლალანა.

"წმინდანები" ჯერ კიდევ მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელის ძიებაში არიან, რომლის მთავარ კანდიტადად განიხილება ჰოლანდიელი რონალდ კოემანი.

მიუხედავად ამისა, შოუს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება. ტრანსფერის დაჩქარებას ითხოვს როი ჰოჯსონიც, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს სთხოვა მათი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაეწყვიტათ.

წყარო: BBC
სიახლეები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 ივნისი 2014 18:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
აუუუ საღოლ რა შოუუ <3
0
№2
ავტორი: Esi
9 ივნისი 2014 18:57
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
იმედია მართალია
0
№3
ავტორი: nika1997
9 ივნისი 2014 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ააააააა ეეეეეე gun2 ეს თუ ამრთალიაა მააგრიაა
0
№4
ავტორი: აკო
9 ივნისი 2014 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ვიცოდი რომ გადმოვიდოდა, უეჭველი ჩვენია ეს ბიჭი ჩვენიაააა, გაეშმაკდება მალეეეე manunited
0
№5
ავტორი: RedTeen
9 ივნისი 2014 19:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ყველაზე მაგარი ამბავი რაც კი დღეს გავიგე. .^_^
0
№6
ავტორი: Manchester_M
9 ივნისი 2014 20:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვანახოთ რა იქნება სანამ არ გაოფიციალურდება მანამდე არ მოგილოცავთ :)))
0
№7
ავტორი: Best 7
9 ივნისი 2014 21:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს ფერდინანდივით ბევრი სეზონით გაჩერდება ჩვენთან
0
№8
ავტორი: GeorgeBest
9 ივნისი 2014 22:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია სიმართლეა love
0
№9
ავტორი: Manchester United 14
10 ივნისი 2014 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაია რა ძლივს გაუხარეთ გული მანჩეს ფანებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: lefty
10 ივნისი 2014 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ეს და ლალანაც და მაგარი გამოვა gun2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top